Saturday, July 21, 2012

„მაკლარენ MP4-12C სპაიდერი“

New McLaren MP4-12C Spider with Retractable Hard Top Officially Revealed
21 ივლისი
MP4-12C-ს პრემიერიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, ამ სუპერ ავტომობილმა სახურავი „დაკარგა“ – „მაკლარენმა“ მისი ღია ვერსია - „MP4-12C სპაიდერი“ გაგვაცნო, ავტომობილი, რომელსაც ბაზარი მოუთმენლად ელოდა. ავტომობილი ავტომატურად გასახსნელი მყარი სახურავითაა აღჭურვილი, დაახლოებით ისეთით, როგორითაც მისი მთავარი მეტოქე მარანელოდან, „ფერარი 458 იტალია სპაიდერი“.

„მერსედეს-ბენცი“ გასაბერი ღვედების გამოყენებას იწყებს

Mercedes-Benz debuts Beltbag airbag for rear seatbelts
21 ივლისი
„მერსედს-ბენცს“ თავის კონკურენტებზე ბევრი ტექნლოგიური სიახლე აქვს დანერგილი და ამით გერმანული კომპანია ამაყობს. მაგრამ გასაბერი ღვედების გამოყენების მხრივ, პიონერი ვეღარ იქნება, რადგან ეს სიახლე პირველებმა „ფორდმა“ (ექსპლორერზე) და „ლექსუსმა“ (LFA-ზე, ორივემ ეს ორი წლის წინ გააკეთა) უკვე გამოიყენეს. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სამქიმიანები ამგვარი რამის გამოყენებაზე უარს იტყვიან.

„ფორდმა“ „ისკეიპის“ სალონის მოცულობა პინ-პონგის ბურთებით გაზომა

Ford Fills 2013 Escape With Ping-Pong Balls, Claims It’s For Science
21 ივლისი
ამერიკული კომპანია ირწმუნება, რომ ეს მხოლოდ მეცნიერებისთვის გააკეთა. უფრო მეტიც, მისი ინჟინრები ირწმუნებიან, რომ ეს პატარა ბურთები, სალონის სივრცის გასაზომად იდეალური საშუალებაა. ჩატარებულმა ექსპერიმენტმა გამოავლინა, რომ ახალი „ისკეიპის“ (ევროპაში ის კუგას სახელით იყიდება) სალონში 56 778 ბურთი ეტევა.

„თხევადი სიზუსტე“ - შემდეგი „სონატასთვის“

Hyundai working on "Fluidic Precision" design for next Sonata
21 ივლისი
„ჰიუნდაი“ შესაშური ტემპებით ვითარდება და ეს პროცესი, მის გაყიდვებზე პირდაპირ აისახება. რაც მთავარია, მყიდველის ლოიალობის მაჩვენებელიც განუხრელად მატულობს, რაც კორეულ კომპანიას მოპოვებული პოზიციების დიდი ხნით შენარჩუნებაში დაეხმარება.

„ფორდ C-მაქს ენერჯი“ – „ტოიოტა პრიუს პლაგ-ინის“ ღირსეული მეტოქე


Ford C-MAX Energi Plug-in Hybrid to Deliver 550-Mile Range, More than 20 Miles on Electric Power
21 ივლისი
როდესაც ბაზარს ისეთი გამოკვეთილი ლიდერი ჰყავს, როგორიც ჰიბრიდული ავტომობილების სეგმენტში „ტოიოტა პრიუსია“, ბუნებრივია, რომ ყველა ახალი კონკურენტი სწორედ იაპონურ ბესტსელერს ედრება. და არცთუ იშვიათად, უკეთესი მონაცემებიტაც გამოირჩევა.

ალონსო ჰოკენჰაიმის პოულზე

Alonso takes pole position for Germany
21 ივლისი
ისევ წვიმის ლატარეა და ისევ ფერნანდო ალონსო. მსოფლიო ჩემპიონატის ლიდერი კვლავ პირველია. დაძაბულ პაექრობაში, მან უკან მოიტოვა სებასტიან ფეტელი, მარკ უებერი და მიხაელ შუმახერი. მესამე დროის მიუხედავად, უებერი რბოლას მერვე პოზიციიდან დაიწყებს, რადგან მის მანქანაზე გადაცემათა კოლოფი შეცვალეს.