Friday, March 16, 2012

ბრაუნი: „მერსედესის“ უკანა F-ჰაერსადინარი დიდ უპირატესობას არ იძლევა

Brawn plays down performance advantage of Mercedes' DRS-activated F-duct
16 მარტი
„მერსედესის“ შეფი როს ბრაუნი ამბობს, რომ მისი გუნდის მანქანის უკანა ფრთის ინოვაციური კონსტრუქცია დიდ მოგებას არ იძლევა. პარასკევის თავისუფალი პრაქტიკების შემდეგ, ბრიტანულმა გამოცემა „ავტოსპორტმა“ W03-ის უკანა ფრთის ის ფოტოები გაავრცელა, რომელზეც ჩანს, DRS-ის ამოქმედების შემდეგ როგორ შიშვლდება ფრთის ვერტიკალურ სიბრტყეში არსებული ღრიჭო, რომელიც ფრთის სტაციონარული ნაწილიდან, ჰაერის ნაკადის ნაწილს გაურკვეველი მიმართულებით გზავნის. ღრიჭო ფრთის მოძრავი ნაწილის საწყის პოზიციაში დაბრუნებისთანავე იფარება და ჰაერის ნაკადიც ნორმალურ კალაპოტს უბრუნდება.

„გუდიარი“ კოსმოსის მკვლევარებისთვის „ზამბაროვან საბურავებს“ ქმნის

Goodyear develops new 'Spring Tire' for space exploration
16 მარტი
„გუდიარის“ სპეციალისტები სრულიად ახალი, შემდეგი თაობის საბურავების შესაქმნელად მუშაობენ, საბურავების, რომლებსაც კოსმოსის მკვლევარები, ყველგანმავალ ბორბლიან როვერებზე გამოიყენებენ. ეს უჩვეულო საბურავებია, რომლებიც არც რეზინს შეიცავს და რომელშიც ჰაერი არ გროვდება. მათი სამუშაო ზედაპირი პიანინოს მავთულებისგანაა მოქსოვილი და ტიტანის თამასებითაა შეკრული.

ჰამილტონი ოპტიმისტურადაა განწყობილი

Hamilton 'massively excited' ahead of first F1 qualifying session of the year
16 მარტი
ლუის ჰამილტონი ამბობს, რომ მოუთმენლად ელის კვალიფიკაციას და ძალიან აინტერესებს მისი შედეგები, რადგან მათ მიხედვით სესაძლებელი იქნება გუნდების მომზადების დონის განსაზღვრა. ამასთან დარწმუნებულია, რომ „მაკლარენი“ პოულისთვის იბრძოლებს.

რაიკონენის „ლოტუსს“ ისევ საჭის პრობლემა აქვს

Kimi Raikkonen fears power steering issues will take a while to be sorted
16 მარტი
კიმის "ლოტუსზე" პრობლემას
საჭის მექანიზმი ქმნის
კიმი რაიკონენი შიშობს, „ლოტუსს“ გარკვეული დრო დასჭირდება იმისათვის, რომ საჭის გამაძლიერებლის პრობლემები სრულად მოაგვაროს. თავისუფალ პრაქტიკებზე მის მანქანაზე სწორედ საჭის გამაძლიერებელი გაჭირვეულდა, რის გამოვ, მეორე სესიაზე ფინელმა მხოლოდ შვიდი წრის გავლა შეძლო.

ფეტელს მანქანის ბალანსი არ აკმაყოფილებს

Sebastian Vettel says he needs a step overnight after difficult Friday practice
16 მარტი
სებასტიან ფეტელი იმედოვნებს, რომ კვალიფიკაციამდე „რედ ბულ რეისინგი“ მისი მანქანის სათანადოდ მომართვას შეძლებს, რაც სიჩქარის გაზრდაში და პოულისთვის ბრძოლაში დაეხმარება. თუმცა, ამ ეტაპზე ის თვლის, რომ კვალიფიკაციის მესამე ეტაპზე გასვლა წარმატება იქნება.

სეზონი წვიმის აკომპანიმენტით გაიხსნა

McLarens set early pace in soggy Melbourne
16 მარტი
როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის ახალი სეზონი... წვიმამ გახსნა. პირველი თავისუფალი პრაქტიკის დაწყებამდე, მელბურნში გვარიანად იწვიმა. საწვიმარი საბურავებით ტრასაზე გამოსვლისგან კი კარგა ხანს ყველა თავს იკავებდა. სველ ტრასაზე მხოლოდ „ტორო როსოს“ პილოტებმა ინავარდეს და ცხრილის სათავეშიც ჟან-ერიკ ვერნი და დანიელ რიკიარდო მოექცნენ.