10 ივლისი
თავისი არსებობის განმავლობაში, განსაკუთრებით კი
მას შემდგ, რაც მისი მფლობელი და მმართველი რონ დენისი გახდა, „მაკლარენმა“ სახელი
გაითქვა, როგორც მკაცრი, მხოლოდ გამარჯვებაზე ორიენტირებული ხასიათის გუნდმა.
მაგრამ ბიზნესი ფართოვდება და ფორმულა ერთის გარდა, კომპანიის ინტერესები სუპერ
ავტომობილების წარმოებაზეც გავრცელდა. პარალელურად კი მისმა მარკეტოლოგებმა
საჭიროდ ჩათვალეს იმიჯის შეცვლა და ამგვარად, ახალგაზრდა თაობის მოზიდვა. ამის
საუკეთესო საშუალებას კი ანიმაციური მოკლე ფილმების გამოშვება მიიჩნიეს.