Wednesday, September 12, 2012

„ზაუბერი“ უფრო მეტს გვპირდება


Sauber convinced further success to come in 2012
12 სექტემბერი
„ზაუბერი“ და მისი ორივე პილოტი ამ სეზონის ნამდვილი აღმოჩენაა. სეზონში ერთი კვარცხლბეკი შეიძლება შემთხვევითობად ჩაგვეთვალა, მაგრამ იტალიაში რომ სერხიო პერესმა კვარცხლბეკის მეორე საფეხური მეორედ დაიკავა (პირველად ეს მალაიზიაში შეძლო), ეს გაცილებით მეტზე მეტყველებს. კერძოდ იმაზე, რომ ტიტულის მოცილეთა რიცხვი მალე ალბათ გაიზრდება, ტოპ საჯინიბოების მცირე კლუბის კარზე კი შვეიცარიული გუნდი მთელი ძალით აკაკუნებს...

„მაკლარენ F1-ის“ შემცვლელის სიმძლავრე 1000 ცხ/ძ-ს მიაღწევს (ვიდეო)

McLaren F1 Successor to Get Close to the 1,000 HP Mark
12 სექტემბერი
„მაკლარენის“ შეფ რონ დენისს არაერთხელ გამოუცხადებია, რომ მისი კომპანია, საუკეთესო სუპერ ავტომობილების მწარმოებლის სახელის მოსაპოვებლად, სიმძლავრის უსაშველო ზრდას არ აპირებს, თუმცა რეალურად სხვაგვარად ხდება - როგორც ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაცია გვაუწყებს, ლეგენდარული F1-ის შემცვლელის სიმძლავრე 1000-ცხენისძალიან ზღვარს მიუახლოვდება...

„ჰიუნდაიმ“ ამერიკაში წარმოება 19 პროცენტით გაზარდა

Hyundai Increases US Production by 19 Percent to Keep Up with Demand
12 სექტემბერი
სანტა ფე სპორტი
ამერიკულ ბაზარზე „ჰიუნდაის“ წარმტებების შესახებ უკვე ლეგენდები დადის. და იმაზეც არაერთხელ გვითქვამს, რომ მის ავტომობილებზე განუხრელად მზარდი მოთხოვნის მიუხედავად, კორეელები ამერიკაში წარმოების გაზრდას არ აპირებენ და ამას იმით ხსნიან, რომ მათთვის პრიორიტეტი მაღალი ხარისხის შენარჩუნებაა. ამის გამო, „ჰიუნდაის“ დილერები, მათს შოურუმებში ავტომობილების ქრონიკულ ნაკლებობას უჩივიან.

„ნისან ტერა“ - უგზოობის საქალაქო ელექტრომობილი


Nissan TeRRA Concept is an All-Electric 'Urban' SUV
12 სექტემბერი
ყურს ეხამუშება, მაგრამ „უგზოობის საქალაქო“ ავტომობილებს უკვე ყველგან ნახავთ. პრინციპში, ყურიც უკვე შეჩვეულია, მაგრამ რომ დააკვირდეთ, უცნაურად ჟღერს. თუმცა, ჩვენს არცთუ შორეულ წარსულში, ასეთი განსაზღვრება უცნაურად ვერ ჩაითვლებოდა. რა თქმა უნდა, თუ ჩვენებური ქუჩების გზის საფარს ქალაქისასთან საერთო არაფერი ჰქონდა (კიდევ კარგი, ასე აღარაა, იმ მასშტაბით მაინც)...