Wednesday, February 15, 2012

„ტესლამ“ ელექტრულ ქროსოვერ „მოდელ X-ზე“ უკვე 500 შეკვეთა მიიღო


Tesla takes 500 Model X reservations worth $40M, Model S sales also spike
15 თებერვალი
სულ ოთხი დღე დასჭირდა კალიფორნიულ კომპანია „ტესლას“ იმისათვის, რომ თავის ახალ ელექტრომობილზე, ქროსოვერ „მოდელ X-ზე“ 500 შეკვეთა მიეღო. ამით კომპანიამ 40 მილიონი დოლარის შემოსავლის გარანტია მიიღო, რაც მის წამგებიან ბიზნესს ძლიერ გამოადგება.

„ჰიუნდაი“ i30-ის და i40-ის სპორტული ვერსიების გამოშვებას აპირებს

Hyundai Mulling Performance Versions of i30 Hatch and i40 Sedan
15 თებერვალი
ჰიუნდაი i30
„ჰიუნდაი ელანტრა“ ძალიან წარმატებული ავტომობილია - შესანიშნავი მართვადობა, კომფორტული სალონი, ეკონომიურობა, მრავალფეროვანი არჩევანი და რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომი ფასი, ამ მაჩვენებლებით, ეს ავტომობილი თავის კლასში ერთ-ერთი საუკეთესოა. მაგრამ რითაც „ელანტრა“ ჯერ ვერ დაიკვეხნის ისაა, რომ მას სპორტულობა აკლია.

„კაროცერია ტურინგ სუპერლეგარა“ ჟენევაში კონცეპტქარს წარადგენს

Carrozzeria Touring Superleggera preparing new Disco Volante concept for Geneva
15 თებერვალი
ამ კომპანიამ სახელი 1950-იან წლებში გაითქვა, როდესაც სპორტული ავტომობილი C52 დაამზადა. ეს იყო „ალფა რომეოს“ სპორტულ მოდელ 1900-ის ბაზაზე შექმნილი კუპე, რომელსაც დამახასიათებელი გარეგნობის გამო, მეტსახელად „მფრინავი თეფში“ (დისკო ვოლანტე) შეარქვეს. „კაროცერიამ“ სულ ოთხი ცალი „დისკო ვოლანტე“ დაამზადა, რამაც ეს ავტომობილი კოლექციონერთა სასურველ საკბილოდ აქცია.

„ალფა რომეომ“ კუპე 4C-ს დებიუტი გადადო

Alfa 4C to spearhead US relaunch
15 თებერვალი
„ალფა რომეომ“ ამერიკის ბაზარზე თავისი დაბრუნების თარიღი გამოაცხადა. ეს 2014 წელს, დეტროიტის ავტო შოუზე მოხდება, სადაც მილანური კომპანია კუპე 4C-ს საწარმოო ვერსიას წარადგენს. ამ ავტომობილის შემდეგ, „ალფა რომეოს“ ამერიკელი დილერები, სხვა მოდელებსაც მიიღებენ. მათ შორის იქნება ხუთკარიანი „მიტო“, ახალი „სპაიდერი“, სედანი „ჯულია“ და ამავე ავტომობილის უნივერსალისძარიანი ვერსია (ორივე მოდელ 159-ის შესაბამის ვერსიებს ჩაანაცვლებს), ასევე ახალი კომპაქტური ქროსოვერი და ახალი ფლაგმანი სედანი 6C.

„მოლერი“ ახალი ტიპის მფრინავ ავტომობილზე მუშაობს

MOLLER INTERNATIONAL DEVELOPS TWO NEW LIGHT-SPORT SKYCARS
15 თებერვალი
ამერიკულმა კომპანია „მოლერ ინტერნეიშნლმა“ გამოაცხადა, რომ უკვე დაასრულა ორი მსუბუქი მსუბუქი სპორტული საფრენი აპარატის შემუშავების პირველი ეტაპი. ამ ორიდან, ერთი ერთადგილიანი მანქანაა, რომელსაც სახელად „სკაიქარ 100LS“ უწოდეს, ხოლო მეორე - „სკაიქარ 200LS“, ორადგილიანია. ამ ორ მანქანას, ძრავების განლაგებაც განასხვავებს. კერძოდ, „სკაიქარ 100LS-ზე“ ისინი მანქანის ცხვირს და კუდშია განლაგებული, „სკაიქარ 200LS-ზე“ კი - გვერდებზე.