Thursday, March 1, 2012

„მაკლარენMP4-12C-ს“ „მანსორისეული“ ვერსია ჟენევაში

Mansory to Debut McLaren MP4-12C and Lamborghini Aventador LP700-4 Tunes in Geneva
1 მარტი
ჟენევის მოტორ შოუზე, სატუნინგო კომპანია „მანსორი“, მის მიერ მოდერნიზებულ ორი სუპერ ავტომობილის - „მაკლარენMP4-12C-ს“ და „ლამბორგინი ავენტადორ LP700-4-ის“ გამოფენას აპირებს. ამასთან, პირველის პრემიერა თავად გერმანული კომპანიის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, მეორეს თაობაზე კი მხოლოდ ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაციას გვაუწყებს.

„ნისანი“ ბრენდ „დაცუნის“ აღდგენას აპირებს

Nissan Plans to Revive Datsun Brand
1 მარტი
ოცი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ნისანმა“ თავისი ლეგენდარული ბრენდი „დაცუნი“ გააჩერა, რაც დროის მოთხოვნით იყო ნაკარნახები. მაგრამ დრო შეიცვალა, იაპონურმა კომპანიამ პოლიტიკაც შეცვალა და ნაწილობრივ ბაზრის ახალი მოთხოვნების გათვალისწინებით, ახლა მის გაღვიძებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური ბიზნეს გაზეთი „დეილი ნიკეი“ ავრცელებს.

უგზოობის „ბენტლი“ ჰიბრიდული სისტემითაც აღიჭურვება

Bentley expects 25,000 sales for new SUV
1 მარტი
გამოცემა „ავტომოტივ ნიუს იუროპთან“ საუბრისას, „ბენტლის“ მთავარმა აღმასრულებელმა ვოლფგანგ დურჰაიმერმა დაადასტურა, რომ მისი კომპანია უგზოობის ავტომობილის წარმოებას აპირებს, რომელიც ბაზარზე მისი ყოფნის ერთი ციკლის განმავლობაში, 25 000 ცალი უნდა გაიყიდოს.

მასუოკა პაიკს პიკის ელექტრომობილით დაპყრობას ეცდება

Mitsubishi Motors to Enter i-MiEV Prototype in 2012 Pikes Peak International Hill Climb
1 მარტი
რალი რეიდების იაპონელ სპეციალისტ ჰიროში მასუოკას დაკარის მარათონული რბოლა ორჯერ - 2002 და 2003 წლებში აქვს მოგებული და ახლა პაიკის პიკის დაპყრობაზე ფიქრობს. ამ ინფორმაციაში გასაკვირი არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი დეტალი - ამ ურთულეს რბოლაში, ის სპეციალურად მომზადებული ელექტრომობილით გამოსვლას გეგმავს. სარბოლ პროტოტიპს კი „მიცუბიში“ თავისი ჯუჯა i-MIEV-ის ბაზაზე მოუმზადებს.

ბარსელონა 2: გროჟანი „ლოტუსით“ ყველაზე სწრაფია

Romain Grosjean quickest for Lotus on day one of F1 testing at Barcelona
1 მარტი
ბარსელონაში წინასასეზონო ტესტების ბოლო ეტაპი დაიწყო და ტრასაზე დაბრუნებულმა „ლოტუსმა“, რომლის საჭესთანაც ფრანგი რომენ გროჟანი იჯდა, ისევ დაიკავა ცხრილის მოწინავე პოზიცია. სერია გრანპრი2-ის ჩემპიონმა მეორე სესიის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე დააფიქსირა საუკეთესო შედგი. თანაც, მისი ავტომობილი ამ დროს რბილ საბურავებზე იდგა.