Tuesday, June 26, 2012

პირველი „SRT ვაიპერი“ აუქციონზე 300 000 დოლარად გაიყიდა (ვიდეო)


First 2013 SRT Viper GTS Fetches $300,000 at Barrett-Jackson
26 ივნისი
„ბარეტ-ჯექსონის“ აუქციონზე, 300 000 დოლარად გაიყიდა პირველი „SRT ვაიპერ GTS“. აუქციონზე მიღებული თანხა, მთლიანად გადაირიცხება ფონდ ოსტინ ჰეტჩერის ანგარიშზე, რომელიც არაკომერციული ორგანიზაციაა და კიბოთი დაავადებულ ბავშვებზე ზრუნვს.

„ტოიოტა“ „იარისს“ ამერიკისთვის საფრანგეთში გამოუშვებს


Toyota to build Yaris in France for North America
26 ივნისი
„ტოიოტა“ იაპონიაში წარმოების შემცირებას ცდილობს. ამის მთავარი მიზეზი იენის გამყარების პროცესია, რაც იაპონიიდან ექსპორტზე მომუშავე კომპანიების ბიზნესს აზარალებს. იაპონურმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ ამერიკისა და კანადის ბაზრებზე შესატან „იარისს“ საფრანგეთში, ონენ-ვალენსიენის ქარხანაში გამოუშვებს.

„ავენტადორი“ ოთხი კარით?


Lamborghini working on four-seat Aventador GT?
26 ივნისი
ეს ცოტა ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ამ ინფორმაციას გამოცემა „მოტორ ტრენდი“ ავრცელებს, რომლის ავტორიტეტი გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ სანტ’აგატა ბოლონეზელები რაღაც მსგავსს აპირებენ. ამერიკული გამოცემის ცნობით, იტალიური კომპანია „ავენტადორის“ კონცეპტუალურ გრძელბაზიან ვერსიას ამზადებს, რომლის სალონშიც ოთხი სავარძელი მოთავსდება, ძარას კი ორი პატარა კარი დაემატება, რომლებიც წინების საპირისპირო მიმართულებით გაიღება.

„გრინ GT H2“ - წყალბადის მანქანა ლე მანისთვის ემზადება


GREEN GT H2: GETTING READY FOR 2013 LE MANS
26 ივნისი
მომავალი სეზონის ლე მანის 24-საათიანი რბოლის სტარტზე, სხვებთან ერთად, ექსპერიმენტული ღია სპორტული პროტოტიპიც დადგება, რომელიც წყალბადზე მუშაობს. ავტომობილი, სახელად „გრინ GT H2“, ფრანგულ კომპანია „ველტერ რეისინგის“ მიერაა შემუშავებული.