Saturday, July 7, 2012

„რენომ“ მეოთხე თაობის „კლიო“ გაგვაცნო

New Renault Clio 4 Officially Breaks Cover
7 ივლისი

22 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „რენომ“ თავის პოპულარულ ჰეჩბეკ „5-ის“ ნაცვლად, ბაზარზე სუბკომპაქტური ჰეჩბეკი „კლიო“ გამოუშვა. ამ დროში, მსოფლიოს 115-ზე მეტ ქვეყანაში, 11.5 მილიონზე მეტი „კლიო“ გაიყიდა. და აი, ფრანგულმა კომპანიამ წარმოებისთვის მეოთხე თაობის „კლიო“ მოამზადა, რომლის მსოფლიო პრემიერაც პარიზის მოტორ შოუზე გაიმართება. მანამდე კი რომბებმა ამ ავტომობილის ფოტოები და მახასიათებლები ინტერნეტით გამოაქვეყნეს.

„ფიატმა“ ჟურნალისტებს თავისი კომპაქტური ქროსოვერი უჩვენა (ვიდეო)

Fiat Teases New 500X Small Crossover During 500L's Presentation
7 ივლისი
იტალიურმა კომპანიამ „ჩინკვეჩენტოს“ ბაზაზე შექმნილი პატარა ქროსოვერის პროტოტიპი, იმავე ავტომობილის ბაზაზე წარმოებულ მინივენ „ფიატ 500L-ის“ პრეზენტაციაზე წარადგინა, რომელიც ტურინში ჩატარდა. წარდგენა იმდენად ხამოკლე იყო, რომ მის გადასაღებად, ფოტორეპორტიორებმაც კი ვერ მოასწრეს მობილიზება. ეს ფოტოები კი იღბლიანებმა ტელეფონებით გადაიღეს.

„ბეემვეს“ ახალი X1 პლატფორმას „მინი ქანთრიმენისგან“ გაიზიარებს

Next BMW X1 to share platform with Mini Countryman
7 ივლისი
უკვე გადაწყვეტილია, რომ „ბეემვე“ თავის ყველაზე პატარა უგზოობის ავტომობილს 2015 წელს გამოუშვებს. ის „მინი ქანთრიმენის“ წინაამძრავიან პლატფორმაზე დამზადდება. ბავარიული კომპანიის ერთ-ერთ აღმასრულებელ იან რობერტსონს ნათქვამი აქვს, რომ ამ წინაამძრავიან პლატფორმაზე, „ბეემვე“ და მის ჯგუფში შემავალი „მინი“, 6-9 ავტომობილს გამოუშვებენ, რომლებიც ეგრეთ წოდებული „კომპაქტური ავტომობილების ოჯახს“ შექმნიან.

„სუძუკიმ“ „ფოლკსვაგენთან“ დაშორების პროცესი დაიწყო


Suzuki confident of dissolving partnership with VW
7 ივლისი
„სუძუკი მოტორმა“ ბრიტანეთის საარბიტრაჟო სასამართლოში, „ფოლკსვაგენის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა, რომლის მიზანიც, გერმანულ კომპანიასთან დაშორებაა. ანუ, იაპონური კომპანია სასამართლოს ძალით ეცდება თავისი აქციების იმ 19.9-პროცენტიანი პაკეტის დაბრუნებას, რომელიც „ფოლკსვაგენს“, მათ შორის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გადაეცა.

წვიმიანი საკვალიფიკაციო ლატარეა ალონსომ მოიგო

Alonso splashes to pole at Silverstone
7 ივლისი
ისევ ალონსო და „ფერარი“. თუმცა, „ფერარისთვის“ ეს ისევ კი არა, 2010 წლის სინგაპურის დდი პრიზის შემდეგ, პირველი პოულ პოზიციაა. რაც შეეხება ლატარეას, ხომ გაგიგიათ, რომ ძლიერებს უმართლებთ... მოკლედ, ალონსომ და კვიცებმა ხომ ჯერ ვალენსიას პაპანაქებაში მიაღწიეს გამარჯვებას და ახლა, ალბიონურ კოკიპირულ წვიმაშიც, საუკეთესოები იყვნენ. „ფერარის“ წინსვლა მით უფრო თვალშისაცემია, რომ კვალიფიკაცია მოწინავე ხუთეულში ბრაზილიელმა ფელიპე მასამაც დაასრულა.