11 ოქტომბერი
„მაკლარენმა“ გამოაცხადა, რომ იაპონიის დიდ პრიზზე ლუის
ჰამილტონს მართვის პრობლემები ჰქონდა, რაც უკანა საკიდარში არსებულმა მექანიკურმა
პრობლემამ განაპირობა. ჯერ კიდევ კვალიფიკაციაზე, ბრიტანელი არასაკმარის მოხვევადობას
უჩიოდა. რბოლამდ ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზის დადგენა და აღმოფხვრა ვერ
მოხერხდა. თუმცა ამის მიუხედავად, მართალია რბოლა მეცხრე პოზიციიდან დაიწყო, ჰამილტონმა
მაინც ფინიშს მეხუთემ მიაღწია.