Saturday, July 14, 2012

გროჟანი ჰოკენჰაიმზე ხუთი სასტარტო ადგილით დაჯარიმდება

Grosjean to take five-place grid penalty at Hockenheim after team discovers gearbox issue
14 ივლისი
გერმანიის დიდი პრიზის რბოლას, რომენ გროჟანი საკვალიფიკაციო რბოლაში მოპოვებულზე ხუთი ადგილით უკნიდან დაიწყებს. ამის მიზეზი ისაა, რომ „ლოტუსმა“ მის მანქანაზე, გადაცემათა კოლოფში ტექნიკური გაუმართაობა აღმოაჩინა. ეს ბრიტანული ეტაპის მიწურულს მოხდა.

საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლაში, მე-3 ეტაპი, ფოტორეპორტაჟი

14 ივლისი

ლეჯენდსის პირველ რბოლაში (მეორე კვირას იქნება) მაგარი ბრძოლა იყო. ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა, ბოლოს კი გამარჯვებისთვის გიორგი ბეჟიტაშვილმა, დათა ქაჯაიამ, არჩილ ბიძინაშვილმა და შოთა აფხაზავამ იბრძოლეს. მათი პაექრობა რამდენიმე წრე, ბორბალი-ბორბალში გაგრძელდა. ხან ერთი გადიოდა წინ, ხან მეორე და ხანს მესამე. იყო სლიპსტრიმები და მუხრუჭებზე გასწრებები, ბოლოს კი, გამარჯვებულის გამოსავლენად, ლამის ფოტოფინიში გახდა საჭირო... ფინიშზე ეს სამეული წამზე ნაკლებმა განასხვავა. პირველმა ხაზი ბეჟიტაშვილმა გადაკვეთა, მეორე ქაჯაია იყო, მესამე კი - ბიძინაშვილი...