Friday, October 19, 2012

„მაკლარენის“ ანიმაცია (ტიუნდ) - ეპიზოდი 8, ლექციის წრე (ვიდეო)

McLAREN TOONED Episode 8 LECTURE CIRCUIT
8 ოქტომბერი
ამ სერიაში, სახელწოდებით „ლექციის წრე“, არ მონაწილეობს ლუის ჰამილტონი. სამაგიეროდ, ჯენსონ ბატონს პარტნიორობას „მაკლარენის“ ახალგაზრდა პილოტების პროგრამის წევრი, ჰოლანდიელი ამომავალი ვარსკვლავი ნიკ დე ფრისი უწევს. ეს ბიჭი ბრიტანულმა გუნდმა 2010 წელს აიყვანა, მისი მენეჯერი კი ლუისის მამა, ენტონი ჰამილტონია.

ლოები იტალიის რალის გამოეთიშა

WRC Italy: Sebastien Loeb crashes out of lead on Friday
19 ოქტომბერი

იტალიის რალის, პარასკევის პირველივე სპეცმონაკვეთზე გამოეთიშა მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონი, ფრანგი სებასტიან ლოები. მან სტარტი ლიდერის რანგში აიღო - თანაგუნდელ მიკო ჰირვონენს ოდენ წამს უგებდა. სპეცმონაკვეთის ფინიშამდე ხუთი კილომეტრით ადრე, ლობი რბოლას გამოეთიშა.

ნიუ ჯერსის რბოლა ერთი წლით გადაიდო


New Jersey Grand Prix to be postponed until 2014
19 ოქტომბერი
ფორმულა ერთის რბოლა ნიუ ჯერსიში, რომელიც გეგმის მიხედვით, პირველად მომავალ სეზონში უნდა ჩატარებულიყო, ერთი წლით გადაიდო და ის 2014 წელს გაიმართება. ეს ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არაა, თუმცა რბოლის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ამის შესახებ განცხადებას პარასკევს გააკეთებენ.