Monday, April 30, 2012

ხორვატული სუპერ ელექტრომობილი 980 000 დოლარად


Rimac Concept One shows up in Monaco with $980k sticker price
30 აპრილი
ფრანკფურტის შარშანდელ მოტორ შოუზე, ხორვატულმა კონცეპტუალურმა სუპერ ავტომობილმა „რიმაკ კონცეპტ ვანმა“ სპეციალისტების მოწონება დაიმსახურა. და ეს არამხოლოდ მისი დიზაინის დამსახურება იყო, რომელიც „პინინფარინას“ ყოფილმა დიზაინერებმა შეიმუშავეს, არამედ იმისაც, რომ ავტომობილს შესანიშნავ დინამიკურ მახასიათებლებს ელექტროძრავი, უფრო სწორედ, ძრავები ანიჭებს.

ლოებმა 70-ე გამარჯვება მოიპოვა


Loeb takes 70th world rally victory
30 აპრილი

სებასტიან ლოებმა ზედიზედ მეშვიდედ მოიგო არგენტინის რალი, რაც მის კარიერაში, მსოფლიო ჩემპიონატებზე მოპოვებული 70-ე გამარჯვებაა. მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონი რომ ამ რბოლას მოიგებდა, მას შემდეგ გახდა უეჭველი, რაც „სიტროენმა“ თავის მეორე პილოტ მიკო ჰირვონენს მოსთხოვა, რომ ლიდერი თანაგუნდელისთვის არ შეეტია.

„მაზერატიმ“ „კუბანგზე“ უარი თქვა


Maserati retiring Kubang concept ahead of production debut at 2014 Detroit show
30 აპრილი
ოღონდ, მხოლოდ სახელზე და არა ავტომობილზე, რომელიც ფრანკფურტის შარშანდელ მოტორ შოუზე გვიჩვენა და საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. იტალიური კომპანია თავის პირველ ქროსოვერს წარმოებისთვის ამზადებს და მას პირველად დეტროიტში, 2014 წელს წარმოადგენს.

დიდი რბოლები რუსთავს უბრუნდება


30 აპრილი
ყველა ერთად
29 აპრილს რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკი ოფიციალურად გაიხსნა. ამით დაიწყო ამ ავტოდრომის ახალი ისტორია, რომელიც ავტოსპორტის მოყვარულთ, ბევრ სიამოვნებას ჰპირდება და იმედია, მალე აქ ის ავტომრბოლები ჩამოყალიბდებიან, რომლებიც ყველა ჩვენგანს სიამაყის საფუძველს მისცემენ.

„მაკლარენი“ ავტომობილების 40 პროცენტს ამერიკაში ჰყიდის


40% of McLaren MP4-12Cs bound for the U.S.
29 აპრილი
ექსკლუზიური ავტომობილების მწარმოებლებს, განვითარების გარკვეული ეტაპის მიღწევის შემდეგ, ერთი დილემა აქვთ ხოლმე გადასაწყვეტი - გაიღონ უზარმაზარი ხარჯები იმისათვის, რომ ამერიკის ბაზარზე შეაღწიონ, თუ დაზოგონ ფინანსები და უარი თქვან მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნის ბაზარზე. „მაკლარენ ავტომოტივი“ ხარჯებს არ მოერიდა და MP4-12C-ს ამერიკული სერტიფიკატი აუღო. და სწორადაც მოიქცა.