Wednesday, April 18, 2012

„მერსედეს-ბენც კონცეპტ სტაილ კუპე“ (ვიდეო)

Mercedes-Benz Concept Style Coupe: First Photos of Sexy Looking Baby CLS Sports Sedan
18 აპრილი
„მერსედეს-ბენცმა“ თავისი სრულიად ახალი ავტომობილის, მომცრო ზომის ოთხკარიან კუპე CSC-ს (კონცეპტ სტაილ კუპე) ფოტოები და მის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. იქვე დადასტურდა ცნობა იმის შესახებ, რომ ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა მალე პეკინის ავტო შოუზე ჩატარდება.

„პორშე“ ირანს ტოვებს

Porsche officially stops doing business in Iran
18 აპრილი
„პორშემ“ გამოაცხადა, რომ ირანში ყოველგვარ საქმიანობას აჩერებს. ამ განცხადებას კი უმალ გამოეხმაურა საზოგადოება „გაერთიანება ბირთვული ირანის წინააღმდეგ“ და ნიუ იორკის საზოგადოებრივი ადვოკატი ბილ დე ბლასიო.

„აუდიმ“ ახალი ქარხნისთვის მექსიკა აირჩია

Audi to Build New Factory in Mexico, will Manufacture an SUV from 2016
18 აპრილი
„აუდის“ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, გერმანული კომპანია თავის პირველ ჩრდილოამერიკულ ქარხანას მექსიკაში ააშენებს. გერმანულ კომპანიას მექსიკაში ჯერ საჭირო ადგილი არ შეურჩევია, თუმცა შერჩევის პროცესი წლის ბოლომდე დასრულდბა. ამასთან, ახალი ქარხანა 2016 წელს ამუშავდება და ის პირველად უგზოობის ავტომობილს გამოუშვებს, ოღონდ რომელს, ეს ჯერ გადაწყვეტილი არაა. სავარაუდოდ, პირველი მექსიკური „აუდი“ ქროსოვერი Q5 იქნება.

ავსტრალიელი ნიჭიერის პიტსტოპები (ვიდეო)

მისი სახელია დანიელი და ის იმითაა ნიჭიერი, რომ სხვადასხვა კლასის სარბოლი მანქანების პიტსტოპებს ახმოვანებს. როგორ? ვდ ნახეთ...

„ფერარი“ პიტ სტოპებზე ყველაზე სწრაფია

Ferrari setting 2012 pace in the pits
18 აპრილი
ახალი სეზონი „ფერარიმ“ მდევრის როლში დაიწყო. მართალია, ფერნანდო ალონსომ მალაიზიაში გაიმარჯვა, მაგრამ ეს მისი მანქანის შესაძლებლობებზე ბევრს არაფერს მეტყველებს. თავად მარანელოშიც აღიარებენ, რომ მათ ლიდერებამდ ბევრი უკლიათ. თუმცა არის ერთი გამონაკლისი, რაშიც მათ ჯერჯერობით ბადალი არ ჰყავთ. ეს გამონაკლისი პიტსტოპებია.

დიდი სლემის რბოლები ფ1-ში? - რატომაც არა

Ecclestone proposes 'Grand Slam' F1 races
18 აპრილი
ბერნი ეკლსტოუნს ჯერ ფორმულა ერთში მედლების სისტემის შემოღება სურდა, მაგრამ თავისი რომ ვერ გაიტანა, ახლა დიდი სლემის ტერმინის დანერგვაზე მუშაობს. ის თვლის, რომ კარგი იქნება, თუ ყველაზე პრესტიჟული ეტაპებით დიდი სლემის ქვეტურნირი ჩამოყალიბდება.

"ნისან დელტა უინგი" სნეტერტონის ტრეკზე ვარჯიშობს (ვიდეო)