Thursday, March 15, 2012

ნოვიკოვის ავარია მექსიკის რალიზე (ვიდეო)

რუს ევგენი ნოვიკოვს მექსიკის რალის დროს სერიოზული ავარია მოუვიდა. ერთ მომენტში, მის "ფორდ ფიესტას" სახურავიდან ლუკი მოსძვრა, რის გამოც, სალონი მტვრით გაივსო. მრბოლი ამ მომენტში ბევრს ვერაფერს ხედავდა, თუმცა რბოლის გაგრძელება გადაწყვიტა და მალევე გამოეთიშა მას. ოღონდ, სანამ გამოეთიშებოდა, მისმა მანქანამ რამდენიმე პირუეტი შეასრულა და ტავდაყირა დაეცა გზის პირას. საბედნიეროდ, მრბოლს და მის ნავიგატორს ტრავმები არ მიუღიათ.

„მერსედესის“ ახალი A-კლასი - დებიუტი ჟენევაში

Mercedes-Benz Officially Introduces the New A-Class Hatch, gets up to 208HP
15 მარტი
პრემიუმ სეგმენტში „ბეემვესთან“ და „აუდისთან“ კონკურენციაში, „მერსედესს“ ეს ავტომობილი დიდად გამოადგება - სამქიმიანების სამოდლო გამას A-კლასის ახალი ჰეჩბეკი აშკარად აკლდა, მის გარეშე კი შტუტგარტული კომპანია გაყიდვების მნიშვნელოვნად გაზრდას ვერ ახერხებდა.

FIA-მ „მერსედესის“ უკანა ფრთა ლეგალურად სცნო

Mercedes F1 team's rear wing concept deemed legal by FIA
15 მარტი
ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ორიოდ დღით ადრე, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ტექნიკურმა კომისიამ, „მერსედესის“ უკანა ფრთა ლეგალურად სცნო. საქმე ისაა, რომ ბარსელონას ბოლო ტესტებზე, გერმანულმა გუნდმა ახალი უკანა ფრთა გამოიყენა, რომელიც სისტემა F-ჰაერსადინარითაა აღჭურვილი. ასეთი სადინარი კი ორი წლის წინ აიკრძალა, რადგან ის მოქმედებაში პილოტს მოჰყავდა.

„ფერარის“ პრობლემას რევოლუციური კონსტრუქცია უქმნის

Ferrari revolution leads to 'crisis' – Surer
15 მარტი
ბოლო რამდენიმე სეზონში, „ფერარის“ მთავარი პრობლემა ის იყო, რომ მისი მანქანები რადიკალური კონსტრუქციული გადაწყვეტებით ვერ დაიტრაბახებდა. ამას იტალიური გუნდიდან რამდნიმე ინჟინრის, მათ შორის, ალდო კოსტას გაშვებაც კი მოჰყვა.

ფორმულა 1-2012. მრბოლები

15 მარტი
ექვსი ჩემპიონი ერთ სეზონში - ფორმულა ერთს ასეთი რამ არ ახსოვს. ამ ექვსის ანგარიშზე 14 ტიტულია. და, რაც მთავარია, ჩემპიონატის მონაწილეთაგან კიდევ ორ მრბოლს ჩემპიონობის პოტენციალი აქვს. ესეც რომ არა, წინასასეზონო ტესტებმა აჩვენა, რომ გუნდების შესაძლებლობები მეტნაკლებად გათანაბრებულია. ესე იგი, პელოტონი შემჭიდროვდება და შესაძლოა, მოგების შანსი იმათაც კი გაუჩნდეთ, ვინც ახლა ამაზე არც ოცნებობს.
სანამ მელბურნ პარკის ტრასის პიტლეინის გამოსასვლელში მწვანე შუქი აუნთიათ, კიდევ ერთხელ გადავხედოთ იმათ წარსულს, ვის ადგილზე ყოფნაზეც, ავტოსპორტის მილიონობით თაყვანისმცემელი ოცნებობს.