Tuesday, May 15, 2012

ჰოლივუდიდან სარბოლ ტრეკზე

Patrick Dempsey makes ALMS debut at Laguna Seca

15 მაისი
ჰოლივუდის ვარსკვლავი პატრიკ დემპსი რბოლებში ახალბედა არაა. ამ ვირუსით მაშინ „დაავადდა“, როდესაც მისმა მეუღლემ, სკიპ ბარბერის მძღოლთა სამდღიან კურსზე სწავლა ურჩია, მსახიობს ავტოსპორტი შეუყვარდა. ასე განსაჯეთ, მან რამდენჯერმე იასპარეზა გრანდ-ამერიკენის სერიაში, სამი წლის წინ კი ლე მანის 24-საათიან რბოლაშიც კი მიიღო მონაწილეობა და GT2 კლასში, „ფერარი F430 GT-ით“ მე-9 ადგილი დაიკავა.

40 წელი ინდი 500-ზე „მაკლარენის“ პირველი გამარჯვებიდან

McLaren celebrates 40th anniversary of Indy win

15 მაისი
როდესაც „მაკლარენმა“ ამერიკის ბაზარზე უახლესი MP4-12C ამერიკის ბაზარზე შეიტანა, მის მარკეტოლოგებს ჰქონდათ იმის შიში, რომ ამერიკელები ამ ავტომობილს არ მიიღებდნენ. და ამის მთავარი მიზეზი ის ფაქტი გახდებოდა, რომ „მაკლარენი“ ფორმულა ერთის გრანდია, სპორტისა, რომელსაც ამერიკაში ნაკლებად აღიარებენ. მაგრამ ეს შიში არ გამართლდა! ამერიკელებმა იქ ჩატანილი სუპერ ავტომობილები „დაიტაცეს“. და მაშინ, უოკინგელებს გაახსენდათ, რომ რამდენიმე ათეული წლის წინათ, ისინი ამერიკულ სარბოლ ტრასებზეც დომინირებდნენ...