Tuesday, June 19, 2012

AMG ოთხკარიან SLS-ს არ გამოუშვებს


AMG boss says no to four-door SLS
19 ივნისი
„მერსედესის“ ჯგუფში შემავალი სატუნინგო კომპანია AMG ოღხკარიან კუპე SLS-ის გამოშვებას აღარ აპირებს. არადა, ცოტა ხნის წინ, ინტერნეტით გავრცელდა ესკიზები, რომლებიც გერმანიის საპატენტო სააგენტოში იყო შეტანილი. ამ ესკიზებზე, სწორედ SLS-ის ოთხკარიანი ვერსია იყო გამოსახული.
მაგრამ ახლახანს, AMG-ს შეფმა ოლა კალენიუსმა, ბელგიურ გამოცემა „ავტოვიზისთან“ საუბრისას, ასეთი ავტომობილის გამოშვება გამორიცხა. მან განაცხადა, რომ ძალიან გააკვირვა პრესაში გავრცელებულმა ინფორმაციამ, ასეთი ავტომობილის წარმოების შესაძლებლობის შესახებ.

„ჰიუნდაი ჯენეზის კუპე“ - ისარზე სწრაფი (ვიდეო)


Hyundai pits 2013 Genesis Coupe against... an archer?
19 ივნისი
ხან მაიმუნები, ხან თავზე დაცემული კონტეინერი - „ჰიუნდაი“ რეკლამისთვის ყველაფერს იყენებს. ამჯერად კი მის მარკეტოლოგებს კიდევ ერთი ორიგინალური იდეა მოუვიდათ - კუპე „ჯენეზისი“ გასროლილ ისარს შეაჯიბრეს. და როგორ ფიქრობთ, რომელი გაიმარჯვებდა?

„პორშეს“ უბანი „ფოლკსვაგენის“ ავტოქალაქში


Porsche gets its own pavilion at Autostadt

19 ივნისი
გერმანია საავტომობილო ქვეყანაა და მსოფლიოში საუკეთესო საავტომობილო მუზეუმებითაც დაიკვეხნის. მიუნხენში „ბეემვეს“ მუზეუმს ნახავთ, შტუტგარტში „მერსედესის“ და „პორშეს“ მუზეუმებია, ვოლფსბურგში კი „ფოლკსვაგენის“ ავტოქალაქი, რომელშიც მის ჯგუფში შემავალი ბრენდების წარსულის ხილვაც შეიძლება.

„წითელმა ხარებმა“ ბაქოში გაინავარდეს


19 ივნისი
რა არის თქვენთვის რედ ბული? სასმელი, რომელიც ენერგიას გმატებთ და „გაფრთიანებთ“? ფორმულა 1-ის ჩემპიონი გუნდი, რომელმაც გრანდებს შორის დაიმკვიდრა ადგილი? თუ უბრალოდ ბრენდი, რომლის ლოგოზეც, ერთმანეთთან რქებით დასაჯახებლად მომართული წითელი ხარებია გამოსახული?