Wednesday, July 25, 2012

ალონსო ერთ-ერთი საუკეთესოა ფ1-ის იტორიაში

Alonso's Ferrari race engineer says Spaniard stands among best in F1 history
25 ივლისი

ფერნანდო ალონსოს სარბოლო ინჟინერი ანდრეა სტელა ამბობს, რომ ესპანელი მრბოლი, ფორმულა ერთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. „ფერარის“ მრბოლს უკვე სამი რბოლა აქვს მოგებული და ჩემპიონატსაც დამაჯერებლად ლიდერობს. და ამას იმის მიუხედავად ახერხებს, რომ ყოველთვის ყველაზე სწრაფი მანქანით არ ასპარეზობს.

„ასტონ მარტინი“ „V12 ძაგატოს“ წარმოებას ამცირებს

Aston Martin V12 Zagato production cut from 150 to 101
25 ივლისი
„ასტონ მარტინმა“ გადაწყვიტა, რომ ექსკლუზიურ სუპერ ავტომობილ „V12 ძაგატოს“ წარმოება, 150-დან 101-მდე შეამციროს. კომპანია ამის მიზეზს არ განმარტავს, თუმცა ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ამ ავტომობილზე მოთხოვნამ მოლოდინი არ გაამართლა.

„აუდიმ“ R8 განაახლა

Audi Reveals 2013 R8 Facelift
25 ივლისი

ამ ავტომობილის ტესტირებას თითქმის ერთი წელი დასჭირდა, ახლა კი ის დებიუტისთვის მზადაა. „აუდიმ“ R8 განაახლა და მას პირველად პარიზის მოტორ შოუზე წარადგენს, მანამდე კი მისი ფოტოები და მახასიათებლები ინტერნეტით გაგვაცნო.

რაიკონენის დაცემა ჰოკენჰაიმზე რბოლის შემდეგ

Raikkonen crashes after Hockenheim race
25 ივლისი
ამ ფოტომ ბევრს მოჰგვარა ღიმილი, ზოგმა კი კურიოზული ფოტომონტაჟებიც გააშანშალა. ყველაფერი კი გერმანული რბოლის შემდეგ მოხდა. ფინელ მრბოლს, ვინც სპიტრიან სასმელებთან მეგობრობითაა ცნობილი, პადოკის ავტოსადგომის გრძელი ღობისთვის შემოვლა დაეზარა. ღობეს რომ ახტებოდა, მარჯვენა ფეხი გამოსდო და ჩავარდა. ვიღაცამ კი, თითქოს წინასწარ იცოდა, რომ ასე მოხდებოდა, მაშინვე ფოტოაპარატი აამუშავა...

„ზაუბერი“ კონსტრუქტორების მეხუთე ადგილს უმიზნებს

Sauber sets sights on fifth position in the constructors' championship
25 ივლისი

„ზაუბერის“ მთავარ აღმასრულებელ მონიშა კალტენბორნს (ფოტოზე) იმედი აქვს, რომ მიმდინარე სეზონს, კონსტრუქტორთა თასზე მისი გუნდი მეხუთე ადგილზე დაასრულებს. შვეიცარიულმა გუნდმა გერმანიაში 20 ქულა მოიპოვა (კამუი კობაიაშიმ მეოთხესთვის 12 ქულა მიიღო, სერხიო პერესმა კი მეექვსესთვის - 8), რითაც მეექვსე ადგილი განიმტკიცა. უფრო მეტიც, მეხუთეზე მყოფ „მერსედესს“ 25 ქულითღა ჩამორჩება.

„ფოლკსვაგენმა“ შეიძლება „ლოტუსიც“ იყიდოს

Germany Planning Complete Invasion of Britain - VW May Buy Lotus!
25 ივლისი
წლების განმავლობაში, სპორტული ავტომობილების მწარმოებელი ბრიტანული კომპანია „ლოტუსი“, მალაიზიურ საავტომობილო კომპანია „პროტონს“ ეკუთვნის. ამ უკანასკნელთან ალიანსს რამდენიმე წლის წინ „ფოლკსვაგენი“ ესწრაფოდა, თუმცა გარიგება არ შედგა. ახლახანს კი მალაიზიურ კომპანიას მფლობელი შეეცვალა, რომელმაც „ლოტუსის“ მთავარი აღმასრულებელი დენი ბაჰარი დაითხოვა.