Monday, August 20, 2012

„ტოიოტამ“ ახალი „აურისი“ და „აურის ჰიბრიდი“ გაგვაცნო

All-New 2013 Toyota Auris and Auris Hybrid Unveiled In Advance of Paris Motor Show
20 აგვისტო
„ტოიოტამ“ ოფიციალურად გამოაქვეყნა თავის ახალ კომპაქტურ ჰეჩბეკ „აურისის“ ფოტოები და მახასიათებლები, ავტომობილისა, რომელმაც კონკურენცია „ფოლკსვაგენ გოლფს“ და „ფორდ ფოკუსს“ უნდა გაუწიოს და რომელიც ევროპის გარეთ, ზოგიერთ ბაზარზე, „კოროლას“ სახელით იყიდება. ევროპის ბაზარზე „აურისი“ იაპონური კომპანიის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია, მისი ახალი თაობის მსოფლიო პრემიერა პარიზის მოტორ შოუზე ჩატარდება, სადაც ის ასევე ჰიბრიდული სისტემით აღჭურვილიც წარსდგება.

„ბენტლიმ“ ახალი ღია „მულსანის“ ესკიზები გამოაქვეყნა

Bentley Previews New Mulsanne Convertible Concept, Shows Real Life Model to a Select Few
20 აგვისტო
სამი წლის წინ, „ბენტლი მულსანმა“ პირველად სწორედ პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსზე გაიარა, ამჯერად კი „ფოლკსვაგენის“ ჯგუფში შემავალმა ბრიტანულმა კომპანიამ, რჩეულ კლიენტურას რეალური ავტომობილი უჩვენა. სამწუხაროდ, ამ ელიტური ჩვენებისას, „ბენტლიმ“ ფოტოების გადაღების საშუალებაც არავის მისცა. უბრალო მოკვდავთა ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად კი მხოლოდ ესკიზები გაიმეტა.

ნიუი 2014 წლის სეზონში ძრავების დომინირების მოლოდინშია

Newey expects engine performance to become dominant differentiator from 2014
20 აგვისტო
„რედ ბულის“ ტექნიკური დირექტორი ედრიან ნიუი ვარაუდობს, რომ ძრავებზე ახალი რეგლამენტის ამოქმედების სეზონში (2014), გუნდების კონკურენტუნარიანობის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი ძრავები იქნება. როგორც ცნობილია, 2014 წლიდან გუნდები V6 ტურბოძრავების გამოყენებაზე გადავლენ და სავარაუდოდ, ძრავების მწარმოებლები ერთნაირი მახასიათებლების მქონე აგრეგატების შემუშავებას ვერ შეძლებენ.

ახალი „ვაიპერი“ სპეცვერსიით იწყებს


New 2013 SRT Viper GTS Launch Edition Inspired by its Predecessors
20 აგვისტო
ცოტა გასაკვირია, მაგრამ „კრაისლერის“ ჯგუფის კომპანია SRT-მ (სტრიტ ენდ რეისინგ ტექნოლოჯი), უახლესი „ვაიპერის“ დაწყებამდე, ბაზარზე ამ ავტომობილის სპეციალური ვერსია გამოუშვა, რომელსაც შეზღუდული რაოდენობით დაამზადებს. ეს ავტომობილი, სახელად „SRT ვაიპერ GTS ლონჩ ედიშნ“, პირველად პებლ ბიჩის (მონტერეი, კალიფორნია) ელეგანტურობის კონკურსზე წარსდგა.

„კია“ სრულგაბარიტიან ოთხკარიან კუპეზე მუშაობს


Kia Working on Mercedes CLS Rival
20 აგვისტო
ბოლო წლებში, კორეულმა კომპანიებმა საკუთარი პროდუქციის დიზაინი დახვეწეს და კომფორტის საშუალებებით აღჭურვეს. მაგრამ მიუხედავად ამისა, „ჰიუნდაის“ და „კიას“ ავტომობილები მყიდველს ყველაზე მეტად ისევ დაბალი ფასის გამო იზიდავს. თუმცა, „ჰიუნდაის“ უკვე დაწყებული აქვს პრემიუმ დონის მოდელების წარმოება, „კია“ კი ამ მხრივ ჯერ მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამს. ორივე კი უკვე სერიოზულ კონკურენციას უწევს ისეთ გერმანულ კომპანიებს, როგორებიც „ოპელი“ და „ფოლკსვაგენია“.