Friday, August 17, 2012

„კადილაკმა“ ფოტო ტიზერი-გამოცანა გამოაქვეყნა

Cadillac Teases New Concept Car, What Do You Think It Is?
17 აგვისტო
პებლ ბიჩის (მონტერეი, კალიფორნია) ელეგანტურობის კონკურსის დაწყებამდე, მედიასთან შეხვედრისას, „კადილაკმა“ თავისი ახალი კონცეპტუალური ავტომობილის ორი ფოტო ტიზერი, სულ რამდენიმე წამით წარადგინა. გამოცემა „ავტონიუსის“ ჟურნალისტის კითხვაზე, კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ესაა კონცეპტუალური ავტომობილი, რომელსაც მისი კომპანია მომავალ წელს გვიჩვენებს.

„მაკლარენ X-1“ - ავტომობილი მხოლოდ ერთი კლიენტისთვის (ვიდეო)

McLaren Presents One-Off X-1 Based on the MP4-12C and Created for One of its Clients
17 აგვისტო
მნიშვნელობა არ აქვს, მოგეწონათ, თუ არა ეს ავტომობილი. მთავარია, რომ მის ერთადრთ მფლობელს მოსწონს, რომლის შეკვეთითაც ის „მაკლარენმა“ შეიმუშავა. ესეც რომ არა, პატივი უნდა მიაგოთ იმ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლებიც ამ უცნაური გარეგნობის ავტომობილის შექმნისას უოკინგელებმა გამოიყენეს. ბოლოს და ბოლოს, ყველა შედვრი ვერ იქნება გარეგნულად დახვეწილი და ლამაზი. და სიმახინჯეშიც შეიძლება სილამაზის დანახვა!

„ფორდი“ მწვანე ავტომობილების სწრაფ განვითარებაზე ზრუნავს

Ford Invests US$135 Million for the Faster Development of Electric and Hybrid Vehicles
17 აგვისტო

„ფორდს“ მწვანე ავტომობილებთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს. მარტო ამ წლის ბოლომდე ბაზარზე ხუთ ასეთ ავტომობილს, მათ შორის, ელექტრულ „ფოკუსს“, ასევე ჰიბრიდულ და პლაგ-ინ ჰიბრიდულ მინივენ C-მაქსსა და საშუალო ზომის სედან „ფიუჟენს“ გამოუშვებს.

„ტოიოტა“ მალე კომპაქტურ ქროსოვერ RAV4-ს განაახლებს

2013 Toyota RAV4 Compact Crossover: We Take a Look Into the Crystal Ball
17 აგვისტო
ეს ავტომობილი პოპულარობას არ უჩივის. ეგ კი არა, კომპაქტური ქროსოვერების გლობალურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. მაგრამ მისი შეცვლის დროც მოახლოვდა. „ტოიოტაში“ არ მალავენ, რომ ახალი RAV4-ით ისევ ახალგაზრდა მყიდველთა მოზიდვას ეცდებიან. ყოველ შემთხვევაში, იაპონური კომპანიის ინჟინრებს და დიზაინერებს სწორედ ახალგაზრდული ავტომობილის შემუშავება ჰქონდათ დავალებული.

„ბუგატი გალიბიერს“ 1000 ცხენის ძალაზე მეტი ექნება

Bugatti Galibier to Have Over 1,000 HP
17 აგვისტო
სამი წლის წინ, „ბუგატიმ“ თავის შტაბ-ბინასთან პირველად გამოაჩინა კონცეპტუალური სედანი „გალიბიერი“, რომელიც მალევე ფრანკფურტის მოტორ შოუზეც წარადგინა. თუმცა შემდეგ ამ პროექტის შესახებ ინფორმაცია ძალიან იშვიათად თუ ჩნდებოდა ინტერნეტ მედიაში.

ნიუი: ჩასაბერი დიფუზრის აკრძალვამ „რედ ბული“ დააზარალა

Adrian Newey says blown diffusers ban has hurt Red Bull in 2012
17 აგვისტო
„რედ ბულის“ ტექნიკური დირექტორი ედრიან ნიუი აღიარებს, რომ ამ სეზონში მისი გუნდის პრობლემები, უპირველეს ყოვლისა, სეზონის წინ, ეგრეთ წოდებული ჩასაბერი დიფუზრის აკრძალვამ გამოიწვია. სწორედ ეს ელემენტია წინა ორ სეზონში „რედ ბულის“ გამარჯვებათა მთავარი მიზეზი.

ახალი „ოპელ კორსა“ ემზადება

New Opel / Vauxhall Corsa Details Emerge
17 აგვისტო
„ოპელი“ და მისი ბრიტანული ტყუპისცალი „ვოქსოლი“ წარმოებისთვის ახალი თაობის სუბკომპაქტურ „კორსას“ ამზადებენ, რომელიც ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდება. მართალია, მის დებიუტამდე ბევრი დროა, თუმცა ახალ „კორსაზე“ პირველმა ინფორმაციამ ინტერნეტით უკვე გაჟონა.

„ფორდ S-მაქსმა“ შეიძლება შუა საყრდენი დაკარგოს


Ford S-MAX could get B-MAX-style doors
17 აგვისტო
გამოცემა „ავტოექსპრესის“ ცნობით, მომავალი თაობის მინივენი „ფორდ S-მაქსი“, რომელიც ბაზარზე 2014 წელს გამოვა, ალბათ შუა საყრდენის გარეშე დამზადდება და უფრო პატარა მინივენ „B-მაქსის“ მსგავსად, გასაწევი უკანა კარებით აღიჭურვება, როგორებსაც „ფორდში“ „იზი აქსესს“ (ადვილი მისადგომი) უწოდებენ.

„ბენტლი“ დიზელის ძრავებსაც გამოიყენებს

Bentley To Use Diesel Engines and Drop 6¾-liter V8
17 აგვისტო
იმ დროს, როდესაც „როლს როისის“ მომხმარებლები დაჟინებით აცხადებენ, რომ არ სურთ ამ მარკით, ეკოლოგიური ძრავებით აღჭურვილი ავტომობილების შეძენა, რის გამოც, ინგლისურმა კომპანიამ ჰიბრიდულ და ელექტრულ ამძრავ სისტემებზე უარი თქვა, „ბენტლი“ სულ სხვა გზას ირჩევს. გამოცემა „ქარ ენდ დრაივერთან“ საუბრისას, „ბენტლის“ მთავარმა აღმასრულებელმა ვოლფგანგ დიურჰაიმერმა განაცხადა, რომ მისმა კომპანიამ უკვე შეიმუშავა დიზელის ძრავებით აღჭურვილი პროტოტიპები და მათს ტესტირებასაც შეუდგა. უფრო ადრე, მასვე ნათქვამი აქვს, რომ „ბენტლი“ პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემებით აღჭურვილ ავტომობილებსაც გამოუშვებს.