Saturday, August 4, 2012

პეტრა ეკლსტოუნის ვარდისფერი „როლსი“


Petra Ecclestone Drives a Pink Rolls
4 აგვისტო
ასეთი მანქანის დანახვაზე ბევრმა ალბათ იფიქრა, რომ პერის ჰილტონმა მორიგი ახირება აისრულა და ახლა ვარდსფერი „როლს როისით“ დაგრიალებს. მაგრამ ასე არაა. ის ნაკლებად ცნობილ (თუმცაღა, ძალიან ცნობილი მამის შვილია) პეტრა ეკლსტოუნს ეკუთვნის.

„ჰიუნდაი“ ლონდონის „ჰეროდსში“ დროებით დასახლდა

Hyundai Veloster Secures a Window Seat at London's Harrods
4 აგვისტო
დღეს სპორტული და არამხოლოდ სპორტული სამყაროს ყურადღება ლონდონისკენაა მიპყრობილი. ამიტომ, იქ რაც ხდება, ყველაფერი ყურადღებას იქცევს. მათ შორის, საავტომობილო სამყაროს ამბებიც. ამ დღეებში იქ სწორედ ასეთი რამ მოხდა - „ჰიუნდაიმ“ ცნობილ სავაჭრო ცენტრ „ჰეროდსში“ დაიდო დროებითი ბინა. ცენტრის ერთ-ერთ ვიტრინაში, კუპე „ველოსტერი“ მოთავსდა, რომელიც იქ 25 აგვისტომდე დარჩება.

ლოებმა ფინეთის რალი მესამედ მოიგო

Loeb wins in Finland for the third time
4 აგვისტო
ითვლება, რომ ფინეთის რალიზე მხოლოდ სკანდინავიელები იმარჯვებენ. მაგრამ არის გამონაკლისი. მას სებასტიან ლოები ჰქვია და ამ კაცმა, ვისაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული რვაჯერ აქვს მოპოვებული, ფინური რბოლა, რომელსაც ადრე ათასი ტბის რალი ეწოდებოდა, მესამედ მოიგო.

ესპანური „ტრამონტანა“ 876-ცხენისძალიან მონსტრს ამზადებს

Spanish Automaker Tramontana Readying 876HP V12-Powered XTR Supercar
4 აგვისტო

„ტრამონტანა“, ანუ „ჩრდილოური ქარი“, ესპანური კომპანიაა, რომელიც საგზაო ლიცენზიის მქონე სატრეკო სუპერ ავტომობილებს აწარმოებს. ავტომობილი, სახელად XTR, ჯერ მხოლოდ პროექტის სახით არსებობს, თუმცა ყურადღებას დღესვე იმსახურებს. ჯერ ერთი, ესპანელები იმედოვნებენ, რომ ამ მახინჯი მონსტრით, კონკურენციას „არიელის“, KTM-ის და „ასპიდის“ შესაბამისი კლასის ავტომობილებს გაუწევს.

ორმაგ DRS-ს „მაკლარენიც“ ქმნის

Now McLaren working on 'double DRS' system
3 აგვისტო
მართალია, მომავალი სეზონიდან ფორმულა ერთში ეგრეთ წოდებული ორმაგი DRS-ის გამოყენება იკრძალება, მაგრამ რამდნიმე გუნდ, მათ შორის „ლოტუსი“ და „მაკლარენი“, მსგავსი სისტემის შემუშავებას მაინც აპირებს. რა თქმა უნდა, ამ სეზონისთვის.

კლასიკური „ლენდ როვერ დეფენდერი“ „კანის“ მაკიაჟით

Kahn Gives the Classic Land Rover Defender a Thorough Makeover
4 აგვისტო
ბრიტანულმა დიზაინის სახლმა „კანმა“, თავის სუბ ბენდ „ჩელსი ტრეკ კომპანის“ სახელით, რომელიც უგზოობის ავტომობილების სრულყოფაზეა სპეციალიზებული, კლასიკური „ლენდ როვერ დეფენდერის“ ახლებური, უფრო მდიდრული და კომფორტული ვერსია შექმნა, რომელსაც ინდექსად XS 90 დაუმატა.