Monday, October 29, 2012

წრიულ რბოლებში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა

29 ოქტომბერი
რუსთავის ახალ საერთაშორისო მოტორპარკზე, წრიულ რბოლებში საქართველოს 2012 წლის ჩემპონატი დასრულდა. გაიმართა მე-7 ეტაპის რბოლები, რომლებმაც ჩემპიონების ვინაობა გაარკვიეს. გრან ტურიზმოს შეუზღუდავ კლასში, საქართველოს ჩემპიონი ლევან კვინიკაძე გახდა, რომელმაც მე-7 ეტაპის ორივე რბოლა მოიგო და საბოლოოდ, 18.5 ქულით აჯობა ზურაბ ბეჟაშვილს (ორივე ჰონდა სივიკი). მესამე ადგილი კი ვასიკო ჭონიშვილმა (ბეემვე) დაიკავა.

ლეჯენდსი, საქართველოს ჩემპიონატის კლასიფიკაციები

29 ოქტომბერი

ფორმულა ალფა, საქართველოს ჩემპიონატის კლასიფიკაციები

29 ოქტომბერი


GT-შეუზღუდავი/ტურინგი-1500, საქართველოს ჩემპიონატის კლასიფიკაციები

29 ოქტომბერი

რაიკონენი „ლოტუსში“ დარჩა


Kimi Raikkonen: Staying at Lotus was the obvious choice
29 ოქტომბერი
ინდური რბოლის შემდეგ, კიმი რაიკონენმა და „ლოტუსმა“ კონტრაქტი ერთი სეზონით გააგრძელეს. რაიკონენის „ფერარიში“ შესაძლო გადასვლის ტაობაზე ხმები კარგა ხანს ვრცელდებოდა, მაგრამ კორეული ეტაპის წინ, ფინელმა პილოტმა ყველა გააწბილა, როდესაც არავისთვის საინტერესო განცხადბა გამოაქვეყნა. მაშინ უკვე აშკარა შეიქნა, რომ კიმი ისევ „ლოტუსში“ დარჩებოდა.

ჰამილტონი: ედრიან ნიუი გენიოსია


29 ოქტომბერი
ლუის ჰამილტონი „რედ ბულის“ ტექნიკურ დირექტორ ედრიან ნიუის გენიოსად მოიხსენიებს. ის აღიარებს, რომ სულ არ გაჰკვირვებია სეზონის ბოლოს „რედ ბულის“ აღზევება და ის ფაქტი, რომ სებასტიან ფეტელმა ზედიზედ ოთხი რბოლის მოგება შეძლო. თანაც, ისე დომინირებს, როგორც წინა სეზონში.