Tuesday, September 20, 2011

”ტოიოტა FT-86” ისევ კონცეპციის სახით...

მოკლედ, ამ სპორტულ ავტომობილს ბაზარზე გამოსვლა ვერა და ვერ ეღირსა. ”ტოიოტამ” ის უკვე მეხუთედ გვიჩვენა და ისევე როგორც წინ შემთხვევებში, ამჯერადაც მხოლოდ კონცეპტუალური სახით. FT-86 პირველად ორი წლის წინ, ტოკიოს ავტო შოუზე გვიჩვენეს. შემდეგ, შარშან ჟენევაშიც ვნახეთ, სადაც მასთან ერთად, ”სუბარუს” მარკით დამზადებული შასიც გვიჩვენეს. ნიუ იორკში, ამავე ავტომობილის ”სციონისეული” ვერსია წარმოადგინეს, მერე ისევ ჟენევა და ახლა ფრანკფურტი...

”სეატმა” თავისი მომავალი სახე გვიჩვენა

”ფოლკსვაგენის” და მის ჯგუფში შემავალი კომპანიების აქტიურობის ფონზე, ბოლო წლებში ესპანური ”სეატი” მაინცდამაინც ბევრი სიახლით ვერ გამოირჩევა. გერმანული კომპანია მას შედარებით ნაკლებ ყურადღებას აქცევს, რასაც თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები აქვს. მაგრამ როგორც ჩანს, ”სეატის” პასიურობასაც დაესვა წერტილი. ყოველ შემთხვევაში, კომპანიამ ფრანკფურტში კონცეპტუალური სედანი IBL წარადგინა, რომელზეც მომავალი კორპორატიული სტილის ელემენტები მუშავდება.

”ფერარის” ემბლემის მოკლე ისტორია

20 სექტემბერი
”ფერარის” ემბლემა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია საავტომობილო სამყაროში. ყალყზე შემდგარი კვიცი არამარტო დაბა მარანელოს და ქალაქ მოდენას სიამაყეა, არამედ მთელი იტალიისა და ყველა იტალიელისა. ამ ემბლემაზე აპენინელებს ისევე ეკეტებათ ჭკუა, როგორც სკუადრა აძურაზე. ამ მარკას თაყვანისმცემლები არც ჩვენში აკლია. მაგრამ ყველამ როდი იცის მისი ლოგოს წარმომავლობა - რატომ და როდის აირჩია ის ენცო ფერარიმ.

”იაგუარის” კონცეპტუალური C-X16 ”პორშეს” უმიზნებს

20 სექტემბერი
შარშან, პარიზის შოუზე, ”იაგუარმა” კონცეპტუალური სუპერ ავტომობილი C-X75 წარადგინა, რომელსაც ყოველ ბორბალზე თითო ელექტროძრავი ჰქონდა და ამათ ენერგიით ორი გენერატორი უზრუნველყოფდა, რომლებიც მიკრო გაზ-ტურბინებთან იყო მიერთებული. ბუნებრივია, მაშინ ყველა ადვილად მიხვდა, რომ ამ ავტომობილს მწვანე შუქს არავინ აუნთებდა. არადა, მისმა დიზაინმა საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.