11 ნოემბერი
დასრულდა რალის მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის ბოლო
ეტაპზეც - ესპანეთის რალიზე, გამარჯვება მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონმა, ფრანგმა სებასტიან
ლოებმა მოიპოვა. მისთვის ეს ესპანეთის რალიზე მოპოვებული მერვე, ამ სეზონში კი მეცხრე
გამარჯვებაა. ამ გამარჯვებით დასრულდა ლოების კარიერის ძირითადი ნაწილი, რის შემდეგაც
ის რალის მსოფლიო ჩემპიონატზე შიგადაშიგ იასპარეზებს ხოლმე.