Wednesday, February 29, 2012

„ჯენერალ მოტორსმა“ და „PSA პეჟო-სიტროენმა“ ალიანსი ჩამოაყალიბეს

GM and PSA Peugeot-Citroen Officially Form an Alliance, Fiat Still Wants In
29 თებერვალი
დენ აკერსონი (მარცხნივ) და
ფილიპ ვარენი
სულ რამდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გაჩნდა ცნობები „ჯენერალ მოტორსსა“ და „PSA პეჟო-სიტროენს“ შორის ალიანსის შექმნის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებათა თაობაზე. და აი, კომპანიებმა უკვე გამოაცხადეს, რომ შეთანხმებას მიაღწიეს და ალიანსი შექმნილია! ამიერიდან, ახალ ავტომობილებს ისინი ერთობლივად შეიმუშავებენ და ასე, ევროპისა და სხვა რეგიონების ბაზრებზე, საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიანობას გაზრდიან.

გაიცანით: „F12 ბერლინეტა“ - ყველაზე მძლავრი და სწრაფი „ფერარი“ (ვიდეო)

New F12berlinetta is the Most Powerful and Fastest Ferrari Ever
29 თებერვალი
მარანელოში საბურველი ჩამოხსნეს ავტომობილს, რომელიც წარმატებულ „ფერარი 599 GTB ფიორანოს“ შეცვლის და კონკურენციას „ლამბორგინი ავენტადორ LP700-4-ს“ გაუწევს. ყველა ელოდა, რომ „ფერარის“ ახალ ავტომობილს F620 GT-ს დაარქმევდნენ, მაგრამ მარანელოში სხვაგვარად გადაწყვიტეს და ის „F12 ბერლინეტას“ სახელით გაგვაცნეს.

Tuesday, February 28, 2012

ჩინეთი და აშშ - „ბენტლის“ მთავარი ბაზრები

China and U.S.A. are Key to Bentley’s Plan to Double its Sales
28 თებერვალი
გაჭიანურებული გლობალური კრიზისის მიუხედავად, „ბენტლიმ“ შარშან გაყიდვები 30 პროცენტით გაზარდა. უფრო მეტიც, ამით დაკმაყოფილებას არ აპირებს და შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში, გაყიდვების გაორმაგებას გეგმავს.

„კიამ“ თავისი ფლაგმანი სედანის ფოტოები გამოაქვეყნა

First Official Photos of Kia's New K9 RWD Flagship Sedan
28 თებერვალი
„კიამ“ თავისი სრულიად ახალი ავტომობილის, ფლაგმან სედანის ფოტოები გამოაქვეყნა. ავტომობილს, რომლის კოდური სახელწოდებაცაა K9, კორეული კომპანია პირველად შინაურ ბაზარზე გამოიტანს, მის პრემიერას კი სეულის ავტო სალონზე გეგმავს. იქვე გამოცხადდება ახალი ავტომობილის სახელიც.

„მაკლარენი“ P12-ს პირველად მონაკოს დიდ პრიზზე წარადგენს

McLaren P12 to be Revealed at the 2012 Monaco Grand Prix
28 თებერვალი
„მაკლარენის“ ახალი სუპერავტომობილის პრემიერა მონაკოს დიდ პრიზზე შედგება. ეს ავტომობილი ბრიტანული კომპანიის საწარმოო პროგრამაში, ლეგენდარული F1-ის ადგილს დაიკავებს. ამ ეტაპზე, ახალი ავტომობილი P12-ის სახელითაა ცნობილი, თუმცა მის სერიულ ვერსიას ალბათ სახელს შეუცვლიან. მართალია, მისი ოფიციალური დებიუტი მაისში იგეგმება, მაგრამ P12-ის გაყიდვები 2014 წლამდე არ დაიწყება.

Monday, February 27, 2012

„მერსედეს W03-ის“ წინა ფრთის მოქმედების პრინციპი (ვიდეო)

Mercedes wing innovation called ‘W-duct’
27 თებერვალი
ფინურ ტელეარხ MTV3-ის რეპორტიორებმა, „მერსედს W03-ის“ წინა ფრთაში არსებულ ჰაერსადინარს სახელად W-დაქტ უწოდეს. ფორმულა ერთის მოყვარულებს უთუოდ ემახსოვრებათ სისტემა F-დაქტ, რომელიც „მაკლარენმა“ ორი სეზონის წინ შეიმუშავა და რომელიც ამჟამად აკრძალულია. თუმცა ის სისტემა პილოტის მიერ იმართებოდა, რაც მისი აკრძალვის მიზეზი გახდა. სამქიმიანების სისტემა კი ავტომტურად მუშაობს და ამიტომ, მისი აკრძალვის საფუძველი არ არსებობს.

„დელფის“ ფორმულა 1 სამისთვის

Delphi Teases F1for3 Connected Car Concept
27 თებერვალი
სწორედ ასე იშიფრება საავტომობილო მაკომპლექტებლების მწარმოებელ ამერიკულ კორპორაცია „დელფისა“ და შვეიცარიულ ატელიე „სბარროს“ მიერ ერთობლივად შემუშავებული სამადგილიანი ღია კონცეპტუალური სპორტული ავტომობილის სახელწოდება - F1for3.

„გუმპერტი“ ჟენევაში სამ ექსპონატს წარადგენს

Gumpert shows second Geneva teaser, will debut two new Apollo models
27 თებერვალი
ჟენევის მოტორ შოუ იმითაცაა გამორჩეული, რომ მასზე ევროპული პატარა კომპანიები განსაკუთრებით აქტიურობენ. მათ შორისაა გერმანული „გუმპერტი“, რომელიც შესანიშნავი მონაცემების მქონე სუპერ ავტომობილების წარმოებითაა განთქმული. გასულ წლებში, ჟენევაში „გუმპერტმა“ არაერთი შედევრი წარადგინა, მათ შორის, 750-ცხენიძალიანი „აპოლო S“ და „ტორნანი“, რომელიც შეკვეთით დაამზადა.

„კამბიანო“ – „პინინფარინას“ კონცეპცია ჟენევისთვის

Pininfarina Cambiano Concept is a Classic GT Coupe on One Side, a Saloon on the Other
27 თებერვალი
სხვა იტალიელ დიზაინ ატელიეებთან ერთად, ჟენევის საავტომობილო გამოფენაზე „პინინფარინაც“ წარსდგება. მის სტენდზე კი კონცეპტუალური „კამბიანო“ დაგხვდებათ, ავტომობილი, რომელიც ერთდროულად შეიძლება კლასიკურ GT კუპედაც ჩათვალოთ და სედანადაც. მის შესახებ პირველ ინფორმაციას კი იტალიური გამოცემა „კვატრორუტე“ ავრცელებს.

„რედ ბულ RB8“ საჩუქრად შვილისთვის

Mom builds cardboard Red Bull Formula 1 car for 4 year-old
27 თებერვალი
იაპონიაში ფორმულა ერთი ძალიან პოპულარულია. ამის გამო, იქ ერთ დროს, სეზონში ორი ბროლა ტარდებოდა ხოლმე. ამასთან, ტრიბუნა ყოველთვის სრულად ივსება ხოლმე. იქ ბავშვებსაც ძალიან უყვართ ფორმულა და საერთოდ, ავტოსპორტი. რა თქმა უნდა, ისინი ოცნობობენ იმაზე, რომ იმ ბოლიდების მსგავსი სათამაშო სახლში ჰქონდეთ, როგორებსაც სუძუკას ავტოდრომზე ხედავენ ხოლმე.

Sunday, February 26, 2012

„SCI ჰაიმოდ“ - რუმინული კონცეპტუალური მოდულური ჰიბრიდი

Romanian Team Dreams up a 6-Seater Modular Hybrid Concept Called SCI hyMod
26 თებერვალი

ელექტრომობილები თანდათან მკვიდრდება საავტომობილო ბაზარზე. სიძვირის მიუხედავად, ასეთი ავტომობილების მთავარ უარყოფით თვისებად, მათი სვლის შეზღუდული სიშორეა, რასაც თანამედროვე აკუმულატორების მახასიათებლები განაპირობებს. ყოველივეს გამო, ბევრი ავტომწარმოებელი ჯერჯერობით მხოლოდ ჰიბრიდული ავტომობილების წარმოებას ამჯობინებს, რომლებიც არც ისეთი სიძვირით გამოირჩევიან და სვლის სიშორითაც თითქმის არ ჩამოუვარდებიან შიდაწვისძრავიანებს.

„ვოლვო V40“ - ჟენევურ პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე

New Photos of 2013 Volvo V40 Hit the Web, Including First Shots of the Interior
26 თებერვალი
„ვოლვო“ თავისი სრულიად ახალი ავტომობილის, ჰეჩბეკ V40-ის პრემიერისთვის ემზადება. ამ ავტომობილის მსტოვრული ფოტოები, რომლებიც მისი ტესტირების დროსაა გადაღებული, არაერთხელ გამოჩნდა ინტერნეტში, მაგრამ მაშინ მას V30-ად მოიხსენიებოდა. თუმცა, ახლახანს შვედური კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა სტეფან ჯეკობიმ განაცხადა, რომ V40 ერთდროულად ორ მოდელს - S40-ს და V50-ს ჩაანაცვლებს.

„ფიატის“ ორ იტალიურ ქარხანას დახურვა ემუქრება

Marchionne Says Fiat May Close Two Italian Plants if U.S. Export Plans Fail
26 თებერვალი
მართალია, „ფიატის“ მთავარმა აღმასრულებელმა სერჯო მარკიონემ, იტალიის პროფკავშირებთან ურთიერთობა დაალაგა, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ მაინც ექსტრემალური ნაბიჯების გადადგმა დასჭირდეს და ამის მიზეზი, ევროპის ბაზარზე გაყიდვების კლება გახდება. სიტუაციას განსაკუთრებით ამძიმებს ის გარემოება, რომ თავად მარკიონე, მდგომარეობის სწრაფ გამოსწორებას არ ელის.

„ლენდ როვერი“ ჟენევაში ღია „რეინჯ როვერ ევოკს“ წარადგენს

Range Rover Evoque Convertible Breaks Cover Prior to its Geneva Salon Debut
26 თებერვალი
ინგლისური კომპანიისგან ამ ავტომობილს დიდი ხანია, ელიან. მოლოდინი თითქმის მაშინვე დაიწყო, რაც ბაზარზე ქროსოვერ „რეინჯ როვერ ევოკი“ გამოჩნდა. და აი, ჟენევაში ამ ავტომობილის კონცეპტუალურ ვერსიას ვნახავთ. მოტორ შოუს დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე კი მის შესახებ მწირი ინფორმაცია და ფოტოები ინტერნეტით გავრცელდა.

ჟენევა 82-ე მოტორ შოუსთვის ემზადება

82ND GENEVA MOTOR SHOW: A HIGHLY PROMISING EVENT IS BEING PREPARED!
26 თებერვალი
მალე ჟენევის საგამოფენო კომპლექს „პალექსპოში“, ჟენევის 82-ე მოტორ შოუ გაიხსნება. 6 მარტიდან გამოფენა ჟურნალისტებს დაეთმობა, რომლებიც ინფორმაციას 70 პრესკონფერენციაზე მიიღებენ. 6 მარტიდან კი საგამოფენო ოავილიონებში დამთვალიერებლებსაც შეუშვებენ, რომლებსაც ავტოინდუსტრიის სიახლეების ხილვის საშუალება ათი დღის განმავლობაში ექნებათ.

მალე: ალექს იმნაძის ახალი პროექტი - "პეგასუსი"


ვისაც ჩვენს ვებ გვერდზე ახალგაზრდა ქართველ დიზაინერ ალექს იმნაძის კონცეპტუალური სუპერ ავტომობილი "ჰირუნდო" გინახავთ, ალბათ გაგიჩნდათ კითხვა, როგორი და როდის იქნება მისი შემდგომი ნააზრევი. დღეს ის ტურინის დიზაინის ევროპულ ინსტიტუტში სწავლობს და რა თქმა უნდა, ახალ პროექტებზეც მუშაობს.

„მინი“ საქართველოში

24 თებერვალი
კუპე
2012 წლის 23 თებერვლიდან, ინგლისური კომპანია „მინი“ საქართველოს ბაზარზე შემოვიდა. „ბეემვეს“ ჯგუფმა, ამ მარკით წარმოებული ავტომობილების დისტრიბუციის უფლება „ომეგა მოტორსს“ მიანიჭა, რომელიც საქართველოში ბავარიული კომპანიის გენერალური იმპორტიორია. „მინის“ პრეზენტაციას, „ბეემვეს“ ჯგუფის რეგიონული მენეჯერის მოადგილე, ვიქტორ აიზენბრაუნი დაესწრო. რაც მთავარია, პრეზენტაციის დამსწრეთ, „მინის“ მოდელები - „მინი ვან“ (ჰეჩბეკი), უნივერსალი „კლუბმენი“, ქროსოვერი „ქანთრიმენი“ და რა შეუდარებელი „კუპე“ (ფოტოზე), აკრობატების აკომპანიმენტით წარუდგინეს.

”ლაზიკა” (ვიდეო)

25 თებერვალი 2012 14:56
წყარო: www.mod.gov.ge
http://www.mod.gov.ge/index.php?page=77&lang=0&type=1&Id=1307

დღეს "ლაზიკას" -  მუხლუხებიანი,  ქვეითთა საბრძოლო მანქანის პრეზენტაცია გაიმართა. ახალი  ჯავშანმანქანით  პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და თავდაცვის  მინისტრმა ბაჩო ახალაიამ სამხედროებთან ერთად, ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე რამდენიმე კილომეტრი გაიარეს.

Saturday, February 25, 2012

„ფორდი“ 1.0-ლიტრიან სამცილინდრიან ძრავებზე გადადის

Ford's New 1.0-liter Three-Cylinder EcoBoost Engine May be Soon Available with up to 177bhp!
25 თებერვალი
საოცარია, თანამედროვე ძრავები მოცულობაში იმდენად სწრაფად მცირდება და იმავდროულად, მათი ეკონომიურობა და ეკოლოგიურობაც უმჯობესდება. ასეთი ეკონომიური ძრავები ადრეც რომ დაემზადებინათ, შესაძლოა ჩვენი პლანეტა ნაკლები ეკოლოგიური პრობლემის წინაშე ყოფილიყო და ნავთობის მარაგიც უფრო დიდხანს გაძლებდა...

„ინფინიტის“ სუპერ ავტომობილი ჟენევისთვის ემზადება

Infiniti's Sexy-Looking Emerg-E Supercar Breaks Cover
25 თებერვალი
„ინფინიტიმ“ ინტერნეტით თავისი უახლესი კონცეპტუალური სუპერ ავტომობილის ფოტოები გაავრცელა. ავტომობილისა, რომელსაც საზოგადოების წინაშე ჟენევის მოტორ შოუზე გამოიყვანს. ცოტა ხნის წინ, ინტერნეტში ამ ავტომობილის ესკიზებიც გამოჩნდა, რომლებზეც ის არცთუ შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. მაგრამ ფოტოებზე ის სულ სხვანაირია, ისეთი, როგორიც უნდა იყოს ჭეშმარიტი სუპერ ავტომობილი.

კენ ბლოკის და მისი "ფორდ ფიესტას" მორიგი მასტერკლასი (ვიდეო)



როდესაც საჭესთან კენ ბლოკი ზის, ყველაფერი ძალიან ადვილად შეიძლება მოგვეჩვენოს... მართალია, "მონსტერ რალის" ამერიკელი მრბოლი მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწევებით ვერ გამოირჩევა, მაგრამ მის ოსტატობაში ეჭვის შეტანაც კი არ ღირს. თუ არ გჯერათ, თავად ნახეთ...

ფ1-ის გასული სეზონი თვალის ერთი გადავლებით (ვიდეო)

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) მიერ გამოქვეყნებული ვიდეორგოლი კიდევ ერთხელ გვახსენებს გასული სეზონის საინტერესო მომენტებს

Friday, February 24, 2012

„ლამბორგინი“ პეკინში უგზოობის კონცეპტუალურ მოდელს გამოფენს

Lamborghini Admits that SUV Concept will Debut at Beijing Auto Show in April
24 თებერვალი
„ლამბორგინიმ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მალე უგზოობის სუპერ ავტომობილის გამოშვებას დაიწყებს, რომლის კონცეპტუალურ ვერსიასაც პირველად აპრილში, პეკინის ავტო შოუზე წარადგენს. რატომ პეკინში და არა ჟენევაში, სადაც მალე მთელი პლანეტის ავტოსამყარო შეიკრიბება?

„ბერტონემ“ „ნუჩოს“ უფრო დასრულებული ესკიზები გამოაქვეყნა

Bertone gets More Specific with Nuccio Concept Renderings
24 თებერვალი
ჟენევის მოტორ შოუს გახსნამდე ორი კვირაც აღარ დარჩა და მისი მონაწილეები ახლა საკუთარი ექსპონატებისადმი ინტერესის გაღვივებით არიან დაკავებულნი. საერთოდ, შოუებზე დიზაინ ატელიე „ბერტონეს“ ყურადღება არასდროს აკლდა, მაგრამ დამკვიდრებულ მარკეტინგულ სხვას ეს სახელოვანი ატელიეც იყენებს და ამჯერად, თავისი კონცეპტუალური „ნუჩოს“ უფრო დასრულებულ ესკიზებს გვაცნობს.

კობაიაში - ბარსელონას ტესტების ჩემპიონი!

Kamui Kobayashi fastest as first Barcelona F1 test ends
24 თებერვალი
სანამ ფორმულა ერთის ტოპ გუნდები და მათი პილოტები თავიანთი ტექნიკის ტესტირებით არიან გართულნი, ბარსელონაში მათი მდევრები ლაღობენ და ხან ვინ მოექცევა ცხრილს სათავეში და ხან - ვინ. საშუალოების და აუტსაიდერების მიზანი ერთადერთია - იქნებ, კარგი შედეგების ჩვენებით, დამატებითი სპონსორების მოზიდვა შეძლონ...

Thursday, February 23, 2012

„ბენტლი მულსან მულინერ დრაივინგ სპეციფიკეიშნ“

New Bentley Mulsanne Mulliner Driving Specification Promises Sportier Look and Feel
23 თებერვალი
ჟენევის მოტორ შოუსთვის, რომელიც ორ კვირაში დაიწყება, „ბენტლიმ“ განსაკუთრებული სიახლე მოამზადა, რომელსაც საკმაოდ გრძელი სახელი აქვს - „ბენტლი მულსან მულინერ დრაივინგ სპეციფიკეიშნ“. ამგვარად, ინგლისურმა ბრენდმა, რომელიც „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის წევრია, ცნოვილი სახელწოდება „მულინერი“ გააცოცხლა და როგორც ამ სახელს შეეფერება, ის მდიდრულსა და იმავდროულად, გასპორტულებულ ავტომობილს უწოდა.

უნივერსალი „ჰიუნდაი i30“ ჟენევაში პრემიერის წინ

All-New Hyundai i30 Wagon Unveiled Ahead of the Geneva Motor Show
23 თებერვალი
ბოლო ხანს, „ჰიუნდაი“ დიდ ავტოსალონებს პრემიერის გარეშე არ ხვდება. კორეულმა კომპანიამ ახლახანს, დეტროიტის ავტო შოუზე, სამი ახალი ავტომობილი (ელანტრას ორი და ველოსტერის ერთი ახალი ვერსია) გვიჩვენა და იქვე შეგვპირდა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. და აი, გაგრძელებას ჟენევაში ვიხილავთ, სადაც „ჰიუნდაის“ სტენდზე ჰეჩბეკ i30-ის უნივერსალისძარიანი ვერსია დადგება.

მალდონადოს აქ რა უნდა?

Pastor Maldonado quickest for Williams on day three of Barcelona F1 testing
23 თებერვალი
არაფერი! უბრალოდ, ეს წინასასეზონო ტესტების შედეგებია, რომლებსაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ეს დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა. ვენესუელელი ურიგო პილოტი არაა, მაგრამ დღევანდელი „უილიამსი“ ნამდვილად არ არის ის გუნდი, რომელიც მას თავის გამოჩენის საშუალებას მისცემს (რა დრო დადგა...). მოკლედ, მალდონადომ ბარსელონას ტესტებზე საუკეთესო დრო აჩვენა და თანაც, წინა ორი დღის ყველანაირი შედეგი გააუმჯობესა.

Wednesday, February 22, 2012

„დაიმლერმა“ ცეტშეს ხელფასი შეუმცირა

Daimler decreases CEO Zetsche's pay after record profit
22 თებერვალი
მიუხედავად იმისა, რომ გასული წელი რეკორდული მოგებით დაასრულა, „დაიმლერმა“ თავის მთავარ აღმასრულებელ დიტერ ცეტშეს ანაზღაურება მაინც შეუმცირა. საერთო ჯამში, ცეტშემ 8.65 მილიონი ევრო მიიღო, რაშიც ფიქსირებული ხელფასის გარდა, ბონუსები და აქციების შემოსავალიც შედის. შედარებისთვის, წინა წელს მისი ხელფასი 8.69 მილიონი ევრო იყო. სამაგიეროდ, მისი საბაზო ხელფასი 1.53 მილიონიდან 2.01 მილიონამდე გაიზარდა.

„ჯენერალ მოტორსი“ და „პეჟო-სიტროენი“ ალიანსის შექმნას აპირებენ

GM, PSA in alliance talks, French minister says; Production tie-up in focus
22 თებერვალი
„ჯენერალ მოტორსი“ და „პეჟო-სიტროენი“ ალიანსის შექმნის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული „ლა ტრიბუნი“, ბრიტანული „ფაინენშლ ტაიმსი“ და საავტომობილო გამოცემა „ავტომოტივ ნიუს იუროპი“ ავრცელებენ. ამერიკულ გიგანტთან მოლაპარაკების შესახებ, „პეჟო-სიტროენის“ მთავარ აღმასრულებელ ფილიპ ვარენს საფრანგეთის შრომის მინისტრ ქსავიე ბერტრანისთვის უცნობებია. ამან კი ეს ინფორმაცია რადიოსადგურ „იუროპ1-ის“ ეთერში გააჟღერა.

ახალი „ბუგატი ვეირონ გრანდ სპორტ ვიტესი“ 1200 ცხენის ძალით

New Bugatti Veyron Grand Sport Vitesse gets 1,200-Horses
22 თებერვალი
„ბუგატი“ ჟენევის მოტორ შოუზე თავისი ექსკლუზიური ჰიპერ ავტომობილის, „ვეირონის“ ახალ ღია ვერსიას გამოფენს, რომელსაც „ვეირონ გრანდ სპორტ ვიტესი“ უწოდა. ეს ავტომობილი ყველას თავისი სიმძლავრით გააოცებს.

ასე მუშაობს "მერსედეს W03-ის" ცხვირში მოთავსებული W-ჰაერსადინარი (ვიდეო)



ფეტელი „მაკლარენის“ სისწრაფემ გააოცა

Sebastian Vettel says he is impressed by long run pace of new McLaren Formula 1 car
22 თებერვალი
ბარსელონაში ჩატარებული ტესტების შემდეგ, სებასტიან ფეტელი თვლის, რომ „რედ ბულის“ უმტავრესი მეტოქე კვლავ „მაკლარენი“ და მისი პილოტები იქნებიან. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გაოცებული დარჩა იმ სისწრაფით, რომელიც „მაკლარენს“ ხანგრძლივი გამოსვლების დროს აქვს. თუმცა, იქვე დასძენს, რომ ჯერ საბოლოო დასკვნების გაკეთება ნაადრევია და გუნდების შესაძლებლობების უფრო ნათელი სურათი მელბურნის რბოლისას გამოიკვეთება.

„ოპელის“ კრიზისიდან გამოყვანას მინიმუმ 1 მილიარდი დოლარი დასჭირდება

GM Must Spend at Least US$1 Billion to Fix Opel and Vauxhall, According to Analysts
21 თებერვალი
ახლახანს, „ჯენერალ მოტორსმა“ გამოაცხადა, რომ შარშან მისი ევროპული შტოს, დანაკარგებმა 747 მილიონი დოლარი შეადგინა. მართალია, ეს წინა წლის დანაკარგზე (1.95 მილიარდი დოლარი) გაცილებით ნაკლებია, მაგრამ ეს ამერიკული კომპანიის საქმიანობას მაინც მძიმე ტვირთად აწევს. თავად განსაჯეთ, ბოლო 13 წლის განმავლობაში, გენერლებმა „ოპელისგან“ და მის ბრიტანელ ნათესავ „ვოქსოლისგან“ მთლიანობაში 15.6 მილიარდი დოლარი იზარალეს.

ჰულკენბერგის ჯერიც დადგა

Nico Hulkenberg puts Force India on top on day two of F1 testing at Barcelona
22 თებერვალი
ბარსელონაში მომდნრე ტესტების მეორე დღეს, ყველაზე სწრაფი „ფორს ინდიას“ ნიკო ჰულკენბერგი იყო, რომელმაც პირველივე სესიაზე საუკეთესო დრო დააფიქსირა და მეორე სესიის განმავლობაშიც, წინ არავინ გაუშვია. მართალია, მეორე სესიის დროს, მზე ზენიტში იყო და შესაბამისად, უფრო თბილოდა, ვიდრე დილას, დროები მაინც არ გაუმჯობესებულა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ გუნდებმა მანქანების შემოწმება ხანგრძლივი გამოსვლებისას ამჯობინეს.

Tuesday, February 21, 2012

„ლამბორგინიმ“ მე-12 000 „გალიარდო“ გამოუშვა

Lamborghini Gallardo
21 თებერვალი
თავის სანტ’აგატა ბოლონეზეს ქარხანაში, „ლამბორგინიმ“ მე-12 000 „გალიარდო“ გამოუშვა. ამგვარად, ეს არის სუპერ ავტომობილების მწარმოებელი იტალიური კომპანიის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი. ცნობისათვის, ქარხანამ მეათიათასე „გალიარდო“ 2010 წლის ზაფხულში გამოუშვა.

„რენომ“ საფრანგეთში ელექტრომობილ „ტვიზის“ გაყიდვა დაიწყო

Renault Twizy
21 თებერვალი
„რენომ“ საფრანგეთში თავის ყველაზე პატარა ელექტრომობილ „ტვიზის“ გაყიდვა დაიწყო. საბაზო მოდიფიკაციის „ტვიზის“ ფასი 6 990 ევროა, რასაც ეკოლოგიური ავტომობილებისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათი (სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა თანხაა) გამოაკლდება. ამასთან მყიდველს თვეში 45 ევროს გადახდა ელემენტების ბლოკის იჯარისთვის მოუწევს. როგორც „რენო“ აცხადებს, იმ ანგარიშით, რომ წელიწადში საშუალო ფრანგი დაახლოებით 7 500 კილომეტრს გადის, „ტვიზის“ შენახვა სამადგილიან სკუტერზე დაახლოებით 15 პროცენტით იაფი დაჯდება.

"მერსედს W03-ის" პრეზენტაცია (ვიდეო)


შუმახერი ახალი მანქანის პოტენციალით კმაყოფილია

Michael Schumacher pleased with new Mercedes F1 car potential
21 თებერვალი
ახალი მანქანით ჩატარებული პირველი ტესტების შემდეგ, მიხაელ შუმახერი ძალიან კმაყოფილი დარჩა. გერმანელმა ბარსელონას ტრასას 51 წრე დაარტყა და მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ მე-6 დრო აჩვენა, განაცხადა, რომ W03-ს დიდი პოტენციალი გააჩნია. ტესტების დროს, მის მანქანაზე ჰიდრავლიკურ სისტემას პრობლემა შეექმნა, თუმცა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს მანქანის მართვადობა ძალიან მოეწონა.

„ლოტუსმა“ ბარსელონას ტესტები გააუქმა

Lotus F1 team pulls out of Barcelona test due to chassis problems
21 თებერვალი
„ლოტუსის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ აღარ გააგრძელოს ბარსელონას ტესტები და იმ პრობლემის მიზეზები გამოიკვლიოს, რომლებიც მეორე შასის აღმოაჩნდა. გუნდი მზად იყო, ინგლისიდან სასწრაფოდ გამოეხმო პირველი შასი, რომლითაც მისმა პილოტებმა - კიმი რაიკონენმა და რომენ გროჟანმა ხერესის ტესტებზე 1788 კილომეტრი გაიარეს.

ბარსელონას ტესტების პირველ დღეს ფეტელი უსწრაფესია

Sebastian Vettel quickest on first day of F1 testing at Barcelona
21 თებერვალი
ბარსელონაში წინასასესონო ტესტების მეორე ეტაპი დაიწყო, რომელზეც „მერსედესმა“ პირველად გამოიყვანა თავისი ახალი სარბოლი ავტომობილი. ერთადერთი გუნდი, რომელმაც ძველი მანქანით ივარჯიშა, „მარუსია“ იყო, რომელმაც საჭე პირველად მიანდო თავის ახალ პილოტს, ფრანგ შარლ პიკს.

ყველა დროის ყველაზე მძლავრი საგზაო "ფერარი" (ვიდეო)

რამდენიმე დღე და „ფერარი“ თავის ახალ სუპერ ავტომობილს გაგვაცნობს, რომლითაც „599 GTB ფიორანოს“ შეცვლის. ახალი ავტომობილი გასაიდუმლოებულ ვითარებაში შეიქმნა, დაიხვეწა და წარმოებისთვის მომზადდა. რამდენჯერმე ინტერნეტში ტესტებისას გადაღებული ფოტოები გაჩნდა, რომლებზეც ის საგულდაგულოდ შენიღბული ჩანდა.

„მერსედეს GP-მ“ W03 წარმოადგინა

Mercedes unveils its W03 2012 Formula 1 car
21 თებერვალი
ეს დღეც დადგა - „მერსედეს GP-მ“ თავისი ახალი სარბოლი ავტომობილი, W03 გაგვაცნო. პრეზენტაცია საქმიან ვითარებაში, ბარსელონას მონტმელოზე, ტესტების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გაიმართა. ახალ მანქანას საბურველი გუნდის გერმანელმა პილოტებმა - მიხაელ შუმახერმა და ნიკო როსბერგმა ჩამოხსნეს.

Sunday, February 19, 2012

„ბუგატი EB.LA“ - პფორცჰაიმელი სტუდენტის „სიმსუბუქის ესთეტიკა“

Lightweight Aesthetics - A car for Jean Bugatti
19 თებერვალი

კონცეპტუალური „ბუგატი EB.LA“ პფორცჰაიმის უნივერსიტეტის სტუდენტ მარიან ჰილგირსის სადიპლომო ნამუშევარია და ის სტუდნტური ნამუშევრების გამოფენაზე
იყო წარმოდგენილი. პროექტის განმარტებაში ჰილგირსი ამბობს, რომ არ მოსწონს „ბუგატი ვეირონი“, რადგან ეს ძალიან მძიმე მანქანაა და ამის გამო, წარმოუდგენელ ტემპერამენტს მხოლოდ სწორ ტრასებზე ავლენს. არადა, თავის დროზე, ეტორე ბუგატიმ მსუბუქი, მკვირცხლი სარბოლი ავტომობილებით გაითქვა სახელი, ავტომობილებით, რომლებიც გაცილებით მძლავრსა და ზორბა მეტოქეებს, თავისი მანევრულობით ჯობნიდა...

„ჰიუნდაი“ „ჯენეზისის“ ცალკე ბრენდად ჩამოყალიბებას აპირებს

Hyundai Still Thinking About Making Genesis a Separate Luxury Brand
19 თებერვალი
ბოლო ათ წელიწადში კორეული საავტომობილო კომპანიები სწრაფი ტემპით ვითარდებიან. ადრე მათს პროდუქციას ისინი ყიდულობდნენ, ვისაც ახალი მანქანა სურდა, მაგრამ პირადი ბიუჯეტი ბევრის დახარჯვის საშუალებას არ აძლევდა. მაგრამ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და დღეს „ჰიუნდაი“ და „კია“ უკვე თითქმის ყველა სეგმენტში არიან წარმოდგენილნი და რაც მთავარია, კონკურენტუნარიან პროდუქციას აწარმოებენ.

Saturday, February 18, 2012

„ფოლკსვაგენი“ ჩინეთში ელექტრომობილებს გამოუშვებს

VW plans to start EV production in China in 2014, exec says
18 თებერვალი
„ფოლკსვაგენის“ ორი ჩინური ერთობლივი საწარმო, 2014 ელექტრომობილების მცირესერიულ წარმოებას დაიწყებს, ოთხ წელწიადში კი მასობრივ წარმოებაზე გადავა. ამის შესახებ, გამოცემა „ავტომოტივ ნიუსს“ გერმანული კომპანიის ჩინური შტოს მთავარმა აღმასრულებელმა კარლ-თომას ნოიმანმა განუცხადა.

ხერესის ტესტები (ვიდეო)


გაცოცხლებული „სტუდებეკერი“ ჰიბრიდულ ავტომობილებს გამოუშვებს

New Owner Plans to Resurrect Studebaker with a Hybrid Twist in the 21st Century
18 თებერვალი
45 წელია, ეს სახელი საავტომობილო სამყაროდან გაქრა. მაგრამ ახლახანს, ამერიკელმა ბიზნესმენმა რიკ რიდმა სახელ და ბრენდ „სტუდებეკერის“ გამოყენების უფლება გამოისყიდა და როგორც „ფოქს ნიუსი“ იტყობინება, ავტომობილების წარმოებაც აქვს განზრახული. დენვერელი მულტიმილიონერი, ვისაც ეკუთვნის კომპანია „ბიგ კაჰუნა“, ისეთი სახელების გაცოცხლებასაც აპირებს, როგორებიცაა „ლარკი“, „პრეზიდენტი“ და „ჰოკი“. ამ სახელებით ერთ დროს ავტომობილებს „სტუდებეკერი“ აწარმოებდა და რიდს სურვილი აქვს, რომ ამ მარკის ავტომობილები ისევ ძველი სახელებით აწარმოოს.

უიტმარში დარწმუნებულია, რომ „მაკლარენი“ არ შემცდარა

Whitmarsh sure nose concept not McLaren mistake
18 თებერვალი
„მაკლარენის“ შეფი მარტინ უიტმარში ამბობს, რომ მის გუნდს შეცდომა არ დაუშვია, როდესაც მანქანას კეხიანი ცხვირი არ გაუკეთა. როგორც ჩანს, ინგლისური გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეებს შორის ერთადერთია, რომლის მანქანასაც ცხვირზე კეხი არ ექნება.