Sunday, June 24, 2012

„ჩინკვეჩენტო“ „ფერარის“ ძრავით...

Lazzarini Design Looking for Someone to Invest $550,000 to Build a Ferrari-Powered Fiat 550 Italia
24 ივნისი

ამასწინათ, „ნისანმა“ თავისი პატარა ქროსოვერი „ჯუკი“, სპორტული GT-R-ის აგრეგატებით აღჭურვა. და შედეგად ის მიიღო, რომ დუბაიში მოწყობილ სპერციალურ ქუჩის რბოლაში, ამ პატარა მონსტრმა, სუპერ ავტომობილები ჩამოიტოვა. „ნისანის“ ექსპერიმენტი იმდენად შთამბეჭდავი გამოდგა, რომ მსგავსი გადანერგვის ჩატარება, დიზაინ სტუდია „ლაძარინიმაც“ განიზრახა.

„რენო ტვიზის“ დრიფტიც შესძლებია... (ვიდეო)


So You Think You Can Drift? The Renault Twizy Edition
24 ივნისი
ამ პატარა ელექტრულ მანქანას ვინც იყიდის, მხოლოდ იმიტომ, რომ საწვავში ფული დაზოგოს და გადაადგილების კომპაქტური საშუალებით ისარგებლოს. რა მნიშვნელობა აქვს, გარემოზე ზრუნავს, თუ საკუთარ ჯიბეზე...

ალონსომ ევროპის დიდი პრიზი მოიგო

Alonso wins European Grand Prix
24 ივნისი
ფერნანდო ალონსო პირველი მრბოლია, რომელმაც მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება იზეიმა. მართალია, მის გამარჯვებას ხელი მეტოქეთა უიღბლობამ შეუწყო, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ესპანელმა მთელი რბოლა უმაღლეს დონეზე ჩაატარა. მის დასაწყისში, არაერთი მეტოქე ჩამოიტოვა უკან და ამის წყალობით, როცა ამის აუცილებლობა იყო, საჭირო დროს სდაჭირო ადგილზე აღმოჩნდებოდა ხოლმე.

ლოებმა ახალი ზელანდიის რალი მოიგო

Loeb wins third Rally of New Zealand
24 ივნისი
როგორც მოსალოდნელი იყო, ახალი ზელანდიის რალი ფრანგი სებასტიან ლოების გამარჯვებით დასრულდა. მან თითქმის ნახევარი წუთი მოუგო თავის ფინელ თანაგუნდელ მიკო ჰირვონენს, რითაც ჩემპიონატში ლიდერის პოზიცია კიდევ უფრო განიმტკიცა. მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონმა ზელანდიის გზებზე მესამე, მიმდინარე სეზონში კი მეხუთე გამარჯვება მოიპოვა.