Thursday, September 27, 2012

კონცეპტუალური „DS3 ელექტრუმ“ - ელექტროქსელში „სიტროენიც“ ერთვება

Citroën Plugs Into the Grid with New DS3 Electrum Concept
27 სექტემბერი

ელექტრომობილების სეგმენტში მალე ავტომობილებს „სიტროენიც“ გაჰყიდის. ყოველ შემთხვევაში, ამის პირველი ნიშანი ორმაგმა შევრონმა პარიზში გახსნილ მოტორ შოუზე წარმოადგინა კონცეპტუალური „DS3 ელექტრუმის სახით“.

„ადამი“

New Opel / Vauxhall Adam Debuts at Paris
27 სექტემბერი
პატარა ავტომობილების უკვე საკმაოდ გაჯერებულ, თუმცაღა ჯერ ისევ მზარდ ბაზარს კიდევ ერთი ავტომობილი შეემატა. ეს არის „ოპელის“ და მისი ბრიტანული ნათესავის, „ვოქსოლის“ საქალაქო სამკარიანი „ადამი“, ავტომობილი, რომელიც გერმანული კომპანიის დამაარსებლის, ადამ ოპელის სახელს ატარებს და რომელსაც მეტოქეობა ისეთ პოპულარულ ავტომობილებთან მოუწევს, როგორებიცაა „მინი“ და „ფიატ 500“.

ყველაზე მძლავრი „პეჟო“ - კონცეპტუალური RCX R

New Peugeot RCZ R Study with 260HP Debuts in Paris
27 სექტემბერი
ოღონდ, პარიზში გახსნილ საავტომობილო გამოფენაზე, „პეჟოს“ პავილიონში წარმოდგენილი სპორტული RCX R ჯერ მხოლოდ კონცეპტუალურია. ის საბაზო RCX-თან ერთად დგას, რომელიც ლომებმა კოსმეტიკურად შეალამაზეს. საინტერესოა ისიც, რომ RCX R სპილენძისა და მურა ნახშირის ფერებშია გამოწყობილი.

„ჰიუნდაი“ ამერიკის ყველა სარბოლ სერიას დატოვებს


Hyundai pulls out of all motorsports in North America
27 სექტემბერი
პირველად ამის შესახებ, სახელოვანმა ამერიკელმა მრბოლმა რის მილენმა გამოაცხადა, რომელიც სწორედ „ჰიუნდაის“ ავტომობილით ასპარეზობს ხოლმე პაიკს პიკის რბოლებში. ახლახანს კი, პარიზში გახსნილ მოტორ შოუზე, კორეულმა კომპანიამ დაადასტურა, რომ მომავალი სეზონიდან, ჩრდილოეთ ამერიკაში ყველანაირ მოტორსპორტულ აქტივობას (ფორმულა დრიფრი და რალიქროსის ჩემპიონატი) წყვეტს.

„წლის საუკეთესო ავტომობილის“ წოდების 34 პრეტენდენტი

The 34 Nominees for the 2013 European Car of the Year Award
27 სექტემბერი
მომავალი წლის ევროპის საუკეთესო ავტომობილის კონკურსმა ოფიციალურად აიღო სტარტი. კონკურსის ორგანიზატორებმა გამოაქვეყნეს იმ 34 ავტომობილის სია, რომლებსაც ამ მეტად საპატიო წოდების დაუფლების რეალური შანსი აქვთ. ამ სიაში ის ავტომობილები შევიდა, რომელთა წარმოებაც კომპანიებმა ბოლო წლის განმავლობაში დაიწყეს.

ლოები ისევ მიდის?


Sebastien Loeb out of rally?
27 სექტემბერი
სებასტიან ლოებს პრაქტიკულად განაღდებული აქვს მსოფლიო ჩემპიონის მეცხრე ტიტული. და როგორც ჩანს, ეს მისთვის საკმარისია. ყოველ შემთხვევაში, ახლახანს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მომავალ სეზონში, მხოლოდ რამდენიმე რბოლაში მიიღებს მონაწილეობას.