Friday, June 15, 2012

ბაქოში, ჩემპიონების გასაცნობად...

მონრეალში მარკ უებერს ფრენა ასწავლეს (ვიდეო)


Watch F1's Mark Webber race a skydiver in Montreal
15 ივნისი
კანადური დიდი პრიზის წინ, „რედ ბულმა“ საინტერესო საჩვენებელი აქცია მოაწყო, რომლის დროსაც, თავისი ფ1-ის გუნდის ავსტრალიელი ვარსკვლავი მარ უებერი, პარაშუტით სპორტულად მხტომელ ამერიკელ იონ დევორს შეახვედრა. მატონიზებელი სასმელების მწარმოებელმა ავსტრიულმა გიგანტმა, ვარსკვლავების შესახვედრად, მონრეალის ჩრდილოეთით მდებარე აეროპორტ მირაბელთან არსებული ICAR-ის ავტოდრომი გამოიყენა. ეს ავტოდრომი იმითაა ცნობილი, რომ მასზე ჯაკ ვილნევის აკადემიის კურსანტები ვარჯიშობენ.

„ინფინიტი“ გუდვუდში მოძრავ პროტოტიპ „ემერჯ-E-ს“ წარადგენს


Infiniti to Debut Running Emerg-E Prototype at the Goodwood Festival
15 ივნისი
გუდვუდის ფესტივალი ტრადციული საავტომობილო შოუ არაა, ის სპორტული ავტომობილების ერთგვარი წვეულებაა, რომლის დროსაც, არაერთი გარბენი ეწყობა, თუმცა ზოგი კომპანია, ამ ფესტივალს საკუთარი სიახლის წარსადგენადაც იყენებს. ამ მხრივ, გამონაკლისი არც წლევანდელი ფესტივალი იქნება, რომელზეც თავიანთი სიახლეების ჩვენებას „ინფინიტი“ და „ბენტლიც“ გეგმავენ.

„ჰიუნდაი“ ჩეხეთში წარმოებას ზრდის


Hyundai to boost Czech plant output 20% on demand for new compact
15 ივნისი
„ჰიუნდაის“ თავის ჩეხურ, ნოსოვიცეს ქარხანაში წარმოების 20 პროცენტით, 300 000-მდე გაზრდა აქვს გადაწყვეტილი, რათა i30-სა და მის ვარიანტებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება შეძლოს. კორეულმა კომპანიამ, ამ ქარხანაში i30-ზე ბაზირებული კომპაქტური უნივერსალის წარმოება 15 ივნისს დაიწყო.

მალდონადო - „უილიამსი“ უკეთეს ფორმაშია, ვიდრე ბოლო ორ რბოლაში ჩანდა


Maldonado says Williams' form better than results in last two races suggest
15 ივნისი
პასტორ მალდონადო ამბობს, რომ ესპანეთში მისი გამარჯვების შემდეგ, „უილიამსის“ ფორმა არ გაუარესებულა, როგორც ეს შეიძლება ბოლო ორი რბოლის შედეგების გამო გვეგონოს. ამ ორ რბოლაში, „უილიამსის“ პილოტებმა - მალდონადომ და ბრუნო სენამ მხოლოდ ერთი ქულის აღება შეძლეს, კვალიფიკაციებში კი მესამე ფაზის მიღმა დარჩნენ.