Thursday, December 29, 2011

კონცეპტუალური „ლანჩა იმპერიალე“ – დავიდ კარდოზოსგან

Lancia Imperiale Design Concept by David Cardoso
29 დეკემბერი
იტალიურ კომპანია „ლანჩას“ დღეს იდენტურობის კრიზისი აქვს. და ეს კრიზისი კიდევ უფრო მას შემდეგ გაღრმავდა, რაც „ფიატმა“ გადაწყვიტა, რომ „ლანჩას“ სამოდელო გამა, „კრაისლერის“ ავტომობილების, მათ შორის, სედან 300–ის და მინივენ „თაუნ ენდ ქანთრის“ ხარჯზე შეევსო.

დეიან ჰრისტოვის „ბუგატის“კონცეპტუალური „სუპერ სედანი“

An Alternative Concept for a Bugatti Super Sedan by Dejan Hristov
29 დეკემბერი
მერმისს, რომელიმე დიდ საერთაშორისო მოტორ შოუზე, „ბუგატი“ თავის კონცეპტუალურ სედან „გალიბიერის“ სერიული ვერსიის ჩვენებას აპირებს, კომპანიის მთავარ აღმასრულებელ ვოლფგანგ დურჰაიმერს ნათქვამი აქვს, რომ „გალიბიერის“ გარეგნობა მნიშვნელოვნად დასახვეწიაო. და საავტომობილო სამყაროც მოუთმენლად ელის, როგორი იქნება დახვეწილი ავტომობილი.

ტოდტი: ფეტელს შუმახერის რეკორდების გაუმჯობესება შეუძლია

Vettel 'could beat Schumacher records' - Todt
29 დეკემბერი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) პრეზიდენტი ჟან ტოდტი დარწმუნებულია, რომ სებასტიან ფეტელს მიხაელ შუმახერის რეკორდების გაუმჯობესება შეუძლია. შეგახსენებთ, რომ „ფერარიში“ მუშაობისას, ტოდტი შუმახერის შეფი იყო და მასთან მეგობრული ურთიერთობაც აკავშირებს.

2700 ცხენის ძალის ბრძოლა ტრასაზე (ვიდეო)


ორი მანქანა და 2700 ცხენის ძალა... აქედან 1500 ცხენის ძალა წყვილ ტურბოიანი „შევროლე კორვეტისაა“, დანარჩენი 1200 ცხენის ძალა კი ასევე წყვილ ტურბოიანი „დოჯ ვაიპერისა“... რა თქმა უნდა, დიდი სხვაობაა, მაგრამ „კორვეტის“ მძღოლი რომ აქსელერატორს ბოლომდე აჭერს ფეხს, „ვაიპერი“ გაჩერებულივით უკან რჩება.

Wednesday, December 28, 2011

„აუდიმ“ ახალი საინვესტიციო გეგმა გამოაქვეყნა

Audi Announces New Investment Plan and Confirms New A3 and R8 e-tron for 2012
28 დეკემბერი
მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, „აუდი“ ახალი ტექნოლოგიების და ავტომობილების შემუშავებისთვის, ასევე ახალი საწარმოების ასაშენებლად, 13 მილიარდი ევროს ინვესტირებას გეგმავს. გარდა ამისა, იგეგმება დაახლოებით 1200 ახალი თანამშრომლის დაქირავება.

გერმანელები ამერიკელებზე ორჯერ მეტ მანქანას უშვებენ...

How Germany builds 2x as many cars as U.S. while paying 2x the salaries
28 დეკემბერი
...და თავიანთ თანამშრომლებს ორჯერ მეტსაც უხდიან. კერძოდ, შარშან გერმანიაში 5.5 მილიონი ავტომობილი აწარმოეს, ამერიკაში – 2.7 მილიონი. გერმანულ ავტოკომპანიებში, თავიანთ თანამშრომლებს საშუალოდ საათში 67.14 დოლარის ექვივალენტურ თანხას უხდიდნენ, ამერიკულებში კი – 33.7 დოლარს.

„დე ტომაზო მანგუსტა ლეგასი დიზაინ“ – უბრალოდ, დიზაინერის სავარჯიშო

De Tomaso Mangusta Legacy Design Study Inspired by the 1965 Original
28 დეკემბერი
იყო დრო, როცა „დე ტომაზო“ კონკურენციას „ფერარის“ და „ლამბორგინის“ უწევდა, მაგრამ დღეს ის ისტორიის კუთვნილებაა. ახლახანს, ჟენევის მოტორ შოუზე, ამ კომპანიის გაცოცხლების პირველი რეალური მცდელობა ვიხილეთ უგზოობის კონცეპტუალური „დიუვილის“ სახით, მაგრამ როგორც ირკვევა, ამ ავტომობილის გამოშვებას ჩინელები აპირებენ (ალბათ სხვა სახელით).

გამარჯვება ცეცხლმოკიდებული „ლამბორგინით“ (ვიდეო)

Racing Driver Wins Rally even though his Lamborghini was Burning up
28 დეკემბერი
ცეცხლმოკიდებული მანქანით რბოლას ბევრი პროფესიონალი მრბოლიც ვერ ბედავს, ტასმანიელმა ჯეისონ (მრბოლმა) და ჯონ (ნავიგატორმა) სმიტებმა კი, როცა მათს 600 000–დოლარიან „ლამბორგინი გალიარდო სუპერ ტროფეო სტრადალეს“ უკანა ნაწილში ცეცხლი გაუჩნდა, მანქანის მიტოვებაზე არც უფიქრიათ, რბოლა გააგრძელეს და მოიგეს კიდეც!

„ნისან ლიფმა“ ცუნამის გაუძლო

Nissan Says its Leaf EV Proved its Safety Credentials During Tsunami
28 დეკემბერი
ელექტრომობილები ნელ–ნელა მკვიდრდებიან საავტომობილო ბაზარზე, თუმცა ამ პროცესს ხელის შემშლელი გარემოებებიც წარმოექმნა – „შევროლე ვოლტის“ და ახლახანს, „ფისკერ კარმას“ ელემენტების ბლოკებმა ხანძრისადმი მიდრეკილება გამოავლინეს.

ითამაშე „ჰიუნდაის“ რეკლამისთვის (ვიდეო)

Hyundai gets Creative with Interactive Racing Game on Time Square Billboard
28 დეკემბერი
საკუთარი პროდუქციის სარეკლამოდ, ავტომწარმოებლები სხვადასხვა, ხშირად ორიგინალურ ხერხებს იგონებენ. მაგალითად, ბოლო წლებში, ძალიან ეფექტრუ შედეგებს იძლევა სუპერ ბოულის შეხვედრის დროს რეკლამირება. მაგრამ ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა და ამიტომ, „ჰიუნდაი“ სხვა გზას დაადგა.

Tuesday, December 27, 2011

შესაძლოა, ეს ავტომობილი „ფერარი ენცოს“ შემცვლელი იყოს

U SPY: Is this a Prototype for the Ferrari Enzo's Replacement?
27 დეკემბერი
ახლახანს, ინტერნეტ გამოცემა „ქარსკუპის“ ერთ–ერთი მკითხველი ედვარდ ჩიუ მარანელოს ეწვია, სადაც „ფერარის“ მუზეუმი მოინახულა, შემდეგ კი ფიორანოს სარბოლ ტრეკზეც შეიარა, რომელიც „ფერარის“ კუთვნილებაა. იქ ის შენიღბული ავტომობილის ტესტირებას შეესწრო და მას ფოტოებიც გადაუღო. ეს ფოტოები კი მოგვიანებით „ქარსკუპს“ გაუგზავნა.

„ბეემვე i8“ სერიული წარმოებისთვის ემზადება

BMW i8 breaks out of Mission: Impossible and into the real world
27 დეკემბერი
ფრანკფურტის წლევანდელი მოტორ შოუს ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი, „ბეემვეს“ ელექტრული სუპერ ავტომობილი i8 იყო, რომელიც ფრანკფურტში ჩასვლამდე, ჰოლივუდის ბლოკბასტერ „მისია შეუსრულებელია – პროტოკოლის აჩრდილში“ გადაიღეს. ტომ კრუზთან ერთად, ეს ავტომობილი ფილმის ერთ–ერთ გამორჩეულ ფიგურად იქცა.

დი მონტეძემოლო პოლიტიკაში წასვლას უარყოფს

Montezemolo says 'no' to Italian presidency reports
27 დეკემბერი
„ფერარის“ პრეზიდენტი ლუკა დი მონტეძემოლო უარყოფს იტალიურ პრესაში გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ, რომ ის პოლიტიკაში მოსვლას აპირებს. ის ამბობს, რომ მისი წერილი პოლიტიკურ მოძრაობა „იტალია ფუტურასადმი“, არასწორად იქნა ინტერპრეტირებული.

„ჰიუნდაის“ ორი მოდელი „კონსამერ რიპორტსის“ ტოპ ათეულში

2011 top 10 most popular new and used cars on Consumer Reports
27 დეკემბერი
გასული წელი საავტომობილო სამყაროში თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს „ჰიუნდაის“ წლად – კორეულმა კომპანიამ აბსოლუტურად ყველა ბაზარზე, მნიშვნელოვნად გაზარდა გაყიდვები. განსაკუთრებულ წარმატებებს კი ამერიკაში მიაღწია, სადაც ისეთ ისეთ ძლიერ კონკურენტსაც კი ავიწროებს, როგორიც „ტოიოტაა“.

2012 წელი – ექვსი ჩემპიონის სეზონი


პაიკს პიკი ორდღიანი რბოლა გახდება

Pikes Peak Hill Climb contemplating expansion to two-day event
27 დეკემბერი
მომავალ სეზონში, პაიკს პიკის რბოლა, რომელიც ერთ–ერთი უძველესია არამარტო ამერიკაში, არამედ მთელს მსოფლიოშიც, პირველად ჩატარდება მთლიანად მოასფალტებულ გზაზე. მართალია, ეს არ მოსწონთ ამ ურთულესი რბოლის ვეტერანებს, მაგრამ ფაქტია, რომ რბოლაში მონაწილეობის მსურველთა რიცხვი ძლიერ გაიზარდა.

Sunday, December 25, 2011

ინდიქარის კალენდრიდან ხუთი ოვალი ამოიღეს

IndyCar drops Kentucky Motor Speedway as 2012 calendar
25 დეკემბერი
ამერიკულ სერია ინდიქარის ორგანიზატორებმა მომავალი სეზონის კალენდარში ოვალის ოთხი ის რბოლა არ შეიტანეს, რომლებიც გასულ სეზონში ჩატარდა. მათგან ერთ–ერთია ლას ვეგასის ოვალი, რომელზეც ინდი 500–ის ორგზის გამარჯვებული, დენ უელდონი დაიღუპა. მის გარდა, კალენდარში კენტუკის, ნიუ ჰემპშირის და მილუოკის ოვალური რბოლებიც არ შევიდა.

ყველაზე მეტი გასწრება მიხაელ შუმახერზეა

Michael Schumacher ended the season as Formula 1's top overtaker
24 დეკემბერი
მართალია, ფორმულა ერთში დაბრუნების შემდეგ, მიხაელ შუმახერს თავი ბევრი არაფრით გამოუჩენია, მაგრამ როგორც გასული სეზონის სტატისტიკა გვიჩვენებს, ერთი მაჩვენებლით მაინც საუკეთესო იყო. და ეს ერთი მაჩვენებელი გასწრებების რაოდენობაა.

„აუდი“ R8–ს შემცვლელს ამზადებს

The Low-Down on the R8's Upcoming Facelift and 2014 Replacement
24 დეკემბერი
ამ ავტომობილის გამოშვებას „აუდი“ ახლა რომ იწყებდეს, ალბათ ყველას აღაფრთოვანებდა. R8 ალბათ უცვლელად უფრო დიდხანსაც გაძლებდა ბაზარზე, მაგრამ ის უკვე ხუთი წელია, რაც იყიდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შეცვლის დრო მოუახლოვდა. და გერმანული კომპანია ამ ცვლილებას დიდი მონდომებით ამზადებს.

Saturday, December 24, 2011

"სკუდერია ფერარის" საშობაო ვიდეო მიმართვა–მილოცვა (ვიდეო)


„იაგუარ XKR-S“ – „პლეიბოის“ წლის ავტომობილი

Playboy Picks Its Hottest Cars Of 2012
24 დეკემბერი
სად „პლეიბი“ და სად ავტომობილები – აბსოლუტურად განსხვავებული თემატიკაა, მაგრამ სადაც ქალთა შორის ყველაზე ლამაზებს ირჩევენ ხოლმე (პლეიბოის ეგ საქმე კარგად ეხერხება), თავად მსოფლიოს ულამაზეს ქალებსაც ხომ აქვთ თავიანთი რჩეული ავტომობილის არჩევის უფლება? აქვთ და ირჩევენ კიდეც! და ამის საშუალებას მათ ისევ „პლეიბოი“ ირჩევს.

Friday, December 23, 2011

ტრული ოპტიმისტურადაა განწყობილი

Trulli says Caterham is ready to score its maiden F1 points finish in 2012
23 დეკემბერი
იარნო ტრული დარწმუნებულია, რომ „კატერჰემს“ აუტსადერობიდან, პელოტონის შუაში გადასვლა შეუძლია და რომ მომავალ სეზონში, აუცილებლად იბრძოლებს პირველი ქულებისთვის. ამასთან, ის „110 პროცენტითაა მოტივიტრბული, იმისათვის თავის გუნდს ამ მიზნის მიღწევაში დაეხმაროს“.

კვადროციკლი „ფერარის“ ძრავით

This is a 250-horsepower, Ferrari-powered quad
23 დეკემბერი
სად კვადროციკლი და სად „ფერარის“ ძრავი? მართებული კითხვაა, მაგრამ მასზე ფრანგულ კომპანია „ლუდოვიკ ლაზარეთის“ ინჟინრებმა ის პასუხი გასცეს, რომელიც გონებაშიც არავის მოუვიდოდა – რატომაც არა!

„ფორდმა“ სანტა კლაუსითვის ეკოლოგიური ავტო–მარხილი შეიმუშავა

Ford Designs a New Green Sleigh Concept for Santa Claus
23 დეკემბერი
ახალი წლის წინ, „ფორდის“ ბრიტანული შტოს დიზაინერებმა ჩვეულ საქმეს ცოტა ხნით ზურგი აქციეს და ცოტა ხნით, თავიანთი გონება სანტა კლაუსისთვის ახალი, 21–ე საუკუნის მარხილის დასაპროექტებლად მომართეს. რა თქმა უნდა, მათი მარხილი არ იყენებს ირმების გამწევ ძალას – ირმების ნაცვლად, მარხილის გადაადგილებას პატარა, სამცილინდრიანი ძრავი უზრუნველყოფს.

ჩინელები სააბის ნარჩენების ათვისებას ცდილობენ

Zhejiang Youngman Lotus Automobile Co
23 დეკემბერი
მართალია, „ჯენერალ მოტორსმა“ ჩინურ საავტომობილო კომპანია „ჟეძიან იონმან ლოტუსს“ „სააბის“ შეძენის უფლება არ მისცა, მერე კი შვედურმა კომპანიამ სასამართლოში გაკოტრებაზე შეიტანა განცხადება, მაგრამ ჩინელები მაინც იმედს არ კარგავენ, რომ სასურველ ლუკმას ხელში ჩაიგდებენ.

Thursday, December 22, 2011

„ჰიუნდაი ამერიკას“ ახალი დიზაინერი ჰყავს

Hyundai America Nabs BMW Designer Christopher Chapman
22 დეკემბერი
ერთ–ერთი მიზეზთაგანი, რომელიც კორეულ კომპანიებს – „ჰიუნდაის“ და „კიას“ წარმატებებში ეხმარება, მათი ავტომობილების დახვეწილი დიზაინია. ორივე კომპანიაში გაცნობირებული აქვთ, რომ ავტომობილის პოპულარობას ხშირად მისი მომხიბვლელობა განაპირობებს. ამიტომ, ორივე დიდი მონდომებით ცდილობს საკუთარი ავტომობილების გარეგნობის გაუმჯობესებას.

800 ცხენის ძალა სანტასთვის „ჰენესისგან“

Santa, Your Ride has Arrived: Hennessey's 2013 HPE800 Twin Turbo Jeep Grand Cherokee SRT8
22 დეკემბერი
რაში სჭირდება უგზოობის ავტომობილს 800 ცხენის ძალა? ალბათ არაფერში. მაგრამ თუ მისი სრულყოფა კომპანია „ჰენესიმ“ გადაწყვიტა, მაშინ გასაკვირი არაფერი უნდა იყოს. ან იქნებ, ტექსასური კომპანიის ინჟინრები, როდესაც მორიგ „სათამაშოს“ ქმნიდნენ, სანტა კლაუსზე და მისი მარხილის გამწევ ირმებზე ფიქრობდნენ, რომლებიც ალბათ ძალიან დაიღალნენ... და იქნებ, სანტას გადაადგილება ახლა სხვა გამწევ ძალას მიანდონ. მაგალითად, „ჯიპ გრანდ ჩეროკი SRT8–ს“?..

Wednesday, December 21, 2011

ლუკა დი მონტეძემოლო იტალიის პრეზიდენტობას აპირებს

Ferrari Chairman Luca di Montezemolo to Run for Italian Presidency in 2013
21 დეკემბერი
„ფერარის“ პრეზიდნტი ლუკა დი მონტეძემოლო იტალიის პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ამის შესახებ, მან ლიბერალ–ცენტრისტულ პოლიტიკურ მოძრაობა „იტალიაფუტურას“ ღია წერილით აცნობა, რომელიც ორი წლის წინ თავადვე ჩამოაყალიბა.

Tuesday, December 20, 2011

„ალფა რომეო 4C“ წარმოებისთვის ემზადება

the Alfa Romeo 4C draws nearer
20 დეკემბერი
„ალფა რომეოს“ მიერ ჟენევაში წარმოდგენილმა კონცეპტუალურმა კუპე 4C–მ საყოველთაო მოწონება დაიმსახურა და რა თქმა უნდა, მილანურმა კომპანიამ მისი წარმოება გადაწყვიტა. ამ ავტომობილზე როცა მუშაობდნენ, „ალფას“ დიზაინერებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ის ასეთ აჟიოტაჟს გამოიწვევდა. თავიდან მისი ჟენევაში გატანა არც იყო ჩაფიქრებული, მაგრამ როცა კომპანიის ხელმძღვანელობამ ის ნახა, სასწრაფოდ გადაწყვიტა, რომ ჟენევაში გამოეფინათ. და არც მისი წარმოებისთვის მწვაე შუქის ანთებაზე უფიქრიათ ბევრი.

გერმანიაში ფეტელს ნოვიცკი ამჯობინეს

Vettel beaten to Germany's top sportsman plaudit
20 დეკემბერი
მიუხედავად იმისა, რომ გასული სეზონი სებასტიან ფეტელმა შესანიშნავად ჩაატარა და ზედიზედ მეორედ მოიგო მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, გერმანიაში წლის საუკეთესო სპორტსმენად ის მაინც არ დაასახელეს. ჟურნალისტებმა უპირატესობა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციის გუნდ „დალას მავერიკსში“ მოთამაშე დირკ ნოვიცკის მიანიჭეს.

„რენო“ V6 ძრავის ტესტირებას მალე დაიწყებს

Renault to fire up first V6 engine in 2012
20 დეკემბერი
„რენო“ აცხადებს, რომ ახალი V6 ძრავი უკვე შემუშავების პროცესშია და მისი სასტენდო გამოცდები რამდენიმე თვეში დაიწყება. მომავალ ორ სეზონში გუნდები უკანასკნელად იასპარეზებენ 2.4–ლიტრიანი V8 ძრავებით, რის შემდეგაც, ძალაში ახალი რეგლამენტი შევა, რომელიც მათ V6 ძრავების გამოყენებას დაავალდებულებს.

„მინიმ“ WRC–ს გუნდურ ჩემპიონატში განაცხადი არ შეიტანა

Mini misses deadline to sign up for 2012 World Rally Championship
20 დეკემბერი
„მინიმ“ რალის მსოფლიო ჩემპიონატის გუნდურ ჩათვლაში განაცხადის შეტანა დააგვიანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ სეზონში, მისი მრბოლები მხოლოდ პირად ჩათვლაში შეძლებენ ასპარეზობას, გუნდს კი ქულები არ დაეწერება.

NS4 – „ტოიოტას“ ახალი კონცეპტუალური პლაგ–ინ ჰიბრიდი

Toyota NS4 Plug-in Hybrid Concept Heads to Detroit Motor Show
20 დეკემბერი
დეტროიტის ჩრდილოამერიკული საერთაშორისო ავტო შოუსთვის, „ტოიოტას“ კონცეპტუალური პლაგ–ინ ჰიბრიდული მოდელი NS4 აქვს მომზადებული. გამოფენის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე კი მისი ფოტო ტიზერები გამოაქვეყნა. ფრანგულ გამოცემა „კარადზიაკის“ ინფორმაციით, ეს ავტომობილი იაპონური კომპანიის ახალი კორპორატიული სტილის პიონერი შეიძლება გახდეს. ტიზერის მიხედვით, გამოცემა ასკვნის, რომ ავტომობილს სპორტული იერი უნდა ჰქონდეს, რაც „ტოიოტას“ კონსერვატიული გარეგნობის ავტომობილებთან კონტრასტს შექმნის.

„ჰიუნდაი“ ამერიკის წლის ავტომობილის წოდების ნომინანტია

And the North American Car and Truck of the Year Finalists are…
19 დეკემბერი
ჰიუნდაი ელანტრა

ამერიკული და კანადური საავტომობილო ჟურნალების, გაზეთების, ვებ–გვერდების, რადიოსა და ტელევიზიების ჟურნალისტებისგან შემდგარმა ჟიურიმ, ამერიკის წლის ავტომობილის წოდების ნომინანტთა სია გამოაქვეყნა. ტრადიციულ კონკურსში სულ ორი ნომინაციაა – ჩრდილოეთ ამერიკის წლის საუკეთესო მსუბუქი ავტომობილი და ჩრდილოეთ ამერიკის წლის საუკეთესო უგზოობის ავტომობილი და პიკაპი.

D8 GTO – „დონკენფოორტი“ „აუდი TT–ს“ ძრავით

New Donkervoort D8 GTO Arrives with Audi TT RS's 2.5-liter Turbo
19 დეკემბერი
ორწელიწადნახევრიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ, ჰოლანდიურმა კომპანია „დონკენფოორტმა“, როგორც იქნა, წარმოებისთვის მოამზადა თავის მოდელ D8 GTO–ს შემდეგი თაობის სპორტული ავტომობილი. ამ გრძელცხვირიანი როდსტერის შემუშავებაში მონაწილეობა, „აუდის“ სპორტულ შტო „კვატროს“ სპეციალისტებმაც მიიღეს, რომლებმაც თავიანთი კომპანიის 2.5–ლიტრიანი ხუთცილინდრიანი (ერთ რიგში განლაგებული ცილინდრებით) ძრავი სრულყვეს. ეს აგრეგატი გერმანული კომპანიის სპორტულ მოდელებზე – RS3–სა და TT RS–ზე გამოიყენება.

Monday, December 19, 2011

„მაკლარენი“ პირველივე ტესტებისთვის მზად იქნება

McLaren will be ready for first 2012 Formula 1 test
19 დეკემბერი
„მაკლარენმა“ გამოაცხადა, რომ ახალი სეზონისთვის მანქანას მანამ დაამზადებს, სანამ პირველი ტესტები დაიწყება. უფრო კონკრეტულად კი, ბოლიდის წარდგენის თარიღად 1 თებერვალი დაასახელა.

„ფორდი“ ინდოეთში ახალ გლობალურ მოდელს წარადგენს

Ford to Preview New Global Model with a Concept at 2012 New Delhi Auto Show
19 დეკემბერი
7 იანვარს სტარტს აიღებს საავტომობილო გამოფენა „ავტო ექსპო 2012“, რომელსაც ნიუ დელი უმასპინძლებს. ამ გამოფენაზე კი საავტომობილო სამყარო პირველად იხილავს „ფორდის“ უახლესი გლობალური მოდელის კონცეპტუალურ ვერსიას, რომლის ფოტო ტიზერიც ამერიკულმა კომპანიამ ინტერნეტით უკვე გაავრცელა.

„მორგანმა“ „ევაGT–ს“ წარმოების დაწყება გადადო

Morgan pushes back EvaGT launch to incorporate advanced magnesium alloys
19 დეკემბერი
ავტომწარმოებლებს ბაზარზე ახალი პროდუქტის გამოტანის გადადება ხშირად უწევთ, რასაც სხვადასხვა მიზეზი აქვს. ხშირად, ამის მიზეზი ის კი არაა, რომ უკეთესი ავტომობილის გამოშვება სურთ, არამედ ის, რომ მანქანა წარმოებისთვის მზად არაა ხოლმე. ამავე მიზეზით, „მორგანს“ თავისი უახლესი ავტომობილის წარმოება უგვიანდება.

„სააბ–ის“ ისტორიაც დასრულდა

Saab Files for Bankruptcy After All Rescue Plans Fail, This Could be the End
19 დეკემბერი
მას შემდეგ, რაც მისი გადარჩენის ყველა გეგმა ჩაიფუშა, 19 დეკემბერს, შვედურმა კომპანია „სვან–მა“ (სვედიშ ავტომოტივ N.V.), რომელსაც საავტომობილო კომპანია „სააბ–ი“ ეკუთვნის, შვედურ ქალაქ ვანერსბურგის საქალაქო სასამართლოში, ამ კომპანიის გაკოტრებაზე განცხადება შეიტანა.

Sunday, December 18, 2011

„ეტერნიტი“ წარმოებისთვის უგზოობის „ჰემერას“ და კიდევ ორ მოდელს ამზადებს

Eterniti Preparing Production Version of Hemera SUV as well as Two More Models
18 დეკემბერი
ბრიტანული კომპანია „ეტერნიტი“ საავტომობილო სამყაროში ახალი მოთამაშეა. მან პირველი ნაბიჯი ახლახანს, ფრანკფურტის მოტორ შოუზე გადადგა, რომელზეც პირველი მოდელი, უგზოობის კონცეპტუალური „ჰემერა“ გამოფინა. ეს ავტომობილი „პორშე კაიენ S–ზეა“ ბაზირებული, თუმცა როგორც ლონდონური კომპანიის (რომელშიც მხოლოდ 12 ადამიანი მუშაობს) მთავარი ინჟინერი ალესტერ მაკქუინი ამბობს, ეს ავტომობილი არაა უბრალო ტუნინგის ნაყოფი. ის სრულიად ახალი სუპერქარია.

„ფიატი“ გაყიდვების პროგნოზს ნახევარი მილიონით ამცირებს

Fiat's 2012 sales forecast drops by 500,000 units
18 დეკემბერი
„ტოიოტას“ მსგავსად, მომავალი წლის გაყიდვების პროგნოზს „ფიატ–იც“ ამცირებს. პირვანდელი პროგნოზით, იტალიური კომპანია 2.7 მილიონი ავტომობილის გაყიდვას ვარაუდობდა, მაგრამ კორექტირების შემდეგ, ეს მაჩვენებელი ნახევარი მილონით შემცირდა. სამაგიეროდ, პირვანდელ პროგნოზს ინარჩუნებს „ფიატ–ის“ ამერიკელი თანაალიანსელი „კრაისლერი“, რომელიც 2.4 მილიონი ავტომობილის გაყიდვას ვარაუდობს.

„ტოიოტა“ მომავალი წლის გაყიდვების პროგნოზს ამცირებს

Toyota may trim 2012 production target, report says
18 დეკემბერი
„ტოიოტა“ მომავალი წლის გაყიდვების პროგნოზის შემცირებას გეგმავს. ამის მიზეზი კი მსოფლიო ბაზარზე ავტომობილებზე მოთხოვნის შემცირების პროგნოზია. იაპონურ კომპანიას თავისი მომმარაგებლებისთვის უკვე დაგზავნილი აქვს პირველადი პროგნოზი, რომელიც მისთვის რეკორდული, 8.9 მილიონი ავტომობილის წარმოებას ითვალისწინებს. თუმცა, მალე ამ მაჩვენებლის 8.65 მილიონამდე შემცირებაა მოსალოდნელი. ამ ინფორმაციას იაპონური სააგენტო ნიკეი ავრცელებს.

"კადილაკი" ATS–ს ნურბურგრინგის ნორდშლაიფზე ავარჯიშებს

"ასეთი ადგილი სხვაგან არსადაა. აქ ერთ წრეზე უფრო მეტს მიაღწევ, ვიდრე სხვა ტრეკებზე ბევრი წრის გავლით. აქ არის ადგილები, სადაც მანქანა ჰაერში ეკიდება და ადგილები, სადაც მთელი ძალითაა ტრასაზე გაკრული. ამ ყველაფერს, სხვა ტრასებზე ვერ შეხვდებით", – ამბობს "კადილაკ ATS–ის" პროგრამის ენერგიის და ძალური დანადგარების ინტეგრაციის ინჟინერი დევიდ მიკელსი.

უნივერსალი „ჰიუნდაი ელანტრა“ ამერიკისთისაც ემზადება

Meet the New 2013 Hyundai Elantra Hatchback
18 დეკემბერი
i30–ის ფრანკფურტული ვერსია
ფრანკფურტის წლევანდელი მოტორ შოუს ერთ–ერთი გამორჩეული სერიული ექსპონატი, „ჰიუნდაის“ უახლესი ჰეჩბეკი i30 იყო, იმდენად გამორჩეული, რომ მისით „ფოლკსვაგენის“ შეფი მარტინ ვინტერკორნიც აღფრთოვანდა და ეს არც დაუმალავს. i30 ევროპელი დილერების შოურუმებში გაზაფხულიდან გამოჩნდება, მანამდე კი კორეელები მას ამერიკელებსაც წარუდგენენ.

Friday, December 16, 2011

„ფორს ინდიამ“ ნიკო ჰულკენბერგი აიყვანა

Nico Hulkenberg joins Paul di Resta in Force India's 2012 Formula 1 driver line-up
16 დეკემბერი

მომავალ სეზონში, „საჰარა ფორს ინდიას“ მანქანებით, ბრიტანელი პოლ დი რესტა და გერმანელი ნიკო ჰულკენბერგი იასპარეზებენ. ჰულკენბერგი, ვინც გასულ სეზონში ინდური გუნდის სარეზერვო მრბოლი იყო, გერმანელ ადრიან სუტილს შეცვლის, რომელსაც სხვა გუნდში გადასასვლელად, დიდი არჩევანი აღარ აქვს, რადგან მომავალი სეზონისთვის მინიმალური ვაკანსიებიღა დარჩა.

„ტორო როსომ“ პილოტები შეცვალა

Ricciardo, Vergne to race for Toro Rosso in 2012 Formula 1 season
16 დეკემბერი
რიკიარდო (მარცხნივ) და ვერნი
მომავალ სეზონში, „ტორო როსოს“ ორი ახალი მრბოლი ეყოლება – შვეიცარიელ სებასტიან ბუემის და ესპანელ ხაიმე ალგერსუარის ავსტრალიელი დანიელ რიკიარდო და ფრანგი ჟან–ერიკ ვერნი შეცვლიან. იტალიურმა გუნდმა გამოაცხადა, რომ ასეთი ნაბიჯი, თავისი ახალი ტალანტების ძიების მოტივით გადაიდგა.

ახალი „ვოლვო“ ჟენევის მოტორ შოუს მოლოდინში

New Volvo V40 Five-Door Hatchback Teased Ahead of Geneva Motor Show
16 დეკემბერი
„ვოლვომ“ თავის ვებ გვერდზე გამოაქვეყნა სრულიად ახალი, საბურველ გადაფარებული ავტომობილის ფოტო ტიზერი. განმარტებაში წერია, რომ ეს ავტომობილი არის ახალი, კომპაქტური ხუთკარიანი ჰეჩბეკი, სახელად V40, რომელიც მალე ჰეჩბეკ C30–ს შეცვლის.

პეტერ სოლბერგის პირველი ვარჯიში "ფორდ ფიესტათი"

"შესანიშნავი სტარტია. არანაირი პრობლემა არ გვქონია. ახლა მოუთმენლად ველი მონტე კარლოს და სეზონის დასაწყისს. მონტე ერთერთი საუკეთესო რბოლაა ჩვენს სპორტში და კარგია, რომ ის კალენდარში დაბრუნდა, რასაც ჩვენთვის დიდი მნშვნელობა აქვს", – "ფორდ ფიესტას" პირველი ტესტის შემდეგ განაცხადა სოლბერგმა.

Thursday, December 15, 2011

ფეტელი გუნდების ბოსების რჩეულიც გახდა

Sebastian Vettel voted best F1 driver of 2011 by team bosses
15 დეკემბერი
ტრადიციულად, სეზონის დასრულების შემდეგ, ბრიტანული გამოცემა „ავტოსპორტი“ ფორმულა ერთის გუნდების ხელმძღვანელთა გამოკითხვას ატარებს, რომლის მიზანიც, სეზონის საუკეთესო მრბოლის დასახელებაა. უნდა ითქვას, რომ წინა ორ სეზონში, ბოსების აზრი არ ემთხვეოდა ჩემპიონატის შედეგებს – ისინი საუკეთესოდ არაჩემპიონს ასახელებდნენ.

„ჰონდა“ პატარა ელექტრულ როდსტერს გამოუშვებს

Honda EV-Ster
15 დეკემბერი
გერმანულ გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტთან“ საუბრისას, „ჰონდას“ მთავარმა აღმასრულებელმა ტაკანობუ იტომ განაცხადა, რომ მისი კომპანია, კონცეპტუალურ როდსტერ „EV–სტერ–ის“ სერიულ წარმოებას აპირებს. ეს ავტომობილი იაპონურმა კომპანიამ ტოკიოს მოტორ შოუზე წარადგინა და იქვე პირველად გამოითქვა ვარაუდი, რომ მისი სახით, „ჰონდა“ „მაზდა მიატას“ კონკურენტის წარმოებას აპირებს.