Wednesday, March 14, 2012

„იაგუარი“ ჰიბრიდულ სუპერ ავტომობილს გამოუშვებს

Jaguar C-X75 Supercar Races Toward Production
14 მარტი
„იაგუარი“ კონცეპტუალურ ჰიბრიდულ სუპერ ავტომობილ C-X75-ს წარმოებისთვის ამზადებს და ამ საქმეში მას ფორმულა ერთის გუნდ „უილიამსის“ საინჟინრო შტო ეხმარება. ერთობლივი მუშაობა ჩაუტარდა მანქანის აეროდინამიკას. გარდა ამისა, „უილიამსი“ მისთვის ჰიბრიდულ დანადგარსაც ამუშავებს.

„როლს როისი“ ელექტრულ „ფანტომს“ არ გამოუშვებს

Electric 102EX is Dead, No SUV, Ghost Variations Likely Coming Soon
14 მარტი
„როლს როისის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ აღარ გამოუშვას კონცეპტუალური 102EX, რომელიც მოდელ „ფანტომის“ ბაზაზე შექმნილი ელექტრომობილია. ეს ინფორმაცია გამოცემა „ქარ ენდ დრაივერს“ „როლს როისის“ მთავარმა აღმასრულებელმა ტორსტენ მიულერ-ოტვოსმა განუცხადა.
ინგლისურმა კომპანიამ, რომელიც „ბეემვეს“ ჯგუფში შედის, კონცეპტუალური ელექტრომობილი 102EX ჟენევის შარშანდელ მოტორ შოუზე წარადგინა. ამის შემდეგ, ის მსოფლიო ტურნეში გაუშვეს, რისი მიზანიც ის იყო, რომ ელექტრომობილის ტესტირების საშუალება სხვა „როლს როისების“ მფლობელებისა და ამ მარკის თაყვანისმცემლებისთვის მიეცათ.

„პინინფარინა“ კონცეპტუალური „კამბიანოს“ გამოშვებას აპირებს

Pininfarina Thinking About Building a Limited Run of its Cambiano Plug-in Hybrid Concept
14 მარტი
„პინინფარინას“ ხელმძღვანელობა კონცეპტუალური ჰიბრიდული „კამბიანოს“ მცირესერიული წარმოების მიზანშეწონილებას განიხილავს. ამ ავტომობილს ჟენევის მოტორ შოუზე კარგი გამოხმაურება ჰქონდა, რის გამოც, დიზაინ ატელიეს მისი წარმოების იდეა გაუჩნდა. არადა, არცთუ დიდი ხნის წინ, კომპანია საკუთარი სტრატეგიის შეცვლას აპირებდა, რაც ავტომობილის წარმოების სფეროში საქმიანობის შეწყვეტას გულისხმობდა.

„პეისმენის“ ნაცვლად „ქანთრიმენ კუპე“

Mini changing Paceman name to Countryman Coupe for production
14 მარტი
ბოლო წლებში, ავტოინდუსტრიაში სიტყვა კუპეს უფრო ფართე მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე ადრე ჰქონდა. აბა, თუნდაც ათი წლის წინ ვინ წარმოიდგენდა, რომ ოთხკარიანი ავტომობილი შეიძლებოდა კუპე ყოფილიყო. უფრო მეტიც, „ბეემვემ“ თავისი X6-ით, კუპეების და ქროსოვერების კლასებიც კი დააახლოვა...

ექვს კვირაში შექმნილი შედევრი

Lamborghini Aventador J Geneva star conceived, built in six weeks
14 მარტი
„ლამბორგინის“ დიზაინერმა ფილიპო პერინიმ გამოცემა „ტოპ გიართან“ საუბრისას განაცხადა, რომ ჟენევის მოტორ შოუს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი „ავენტადორ J“ სულ რაღაც, ექვს კვირაში შეიქმნა. უფრო მეტიც, ის მანამ გაიყიდა, სანამ გამოფენაზე გაიტანდნენ. უცნობმა მყიდველმა, რომლის დასახელებისგანაც იტალიური კომპანია თავის იკავებს, ესკიზების ხილვისთანავე გადაწყვიტა ავტომობილის შეძენა და სანტ’აგატა ბოლონეზეში ბაზირებულ კომპანიას, 2.1 მილიონი ევრო წუთებში გადაურიცხა. მყიდველის შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ის „ლამბორგინის“ ერთგული მყიდველია.