Sunday, June 10, 2012

ჰამილტონმა კანადაში მესამედ გაიმარჯვა


Hamilton wins in Canada
10 ივნისი
საოცარია, როდემდე გაგრძელდება ასე... ყოველი ეტაპის რბოლის რეპორტაჟებში, მთავარი თემა ისაა, რომ თითოეულ რბოლას „თავისი“, „ახალი“ გამარჯვებული ჰყავს. შედეგად - შვიდი ეტაპი, შვიდი გამარჯვებული. და თანაც, ამ ტრადიციის გაგრძელების პოტენციალი ჯერ ამოწურული არაა - ექვსიდან ორი (დაბრუნებული) ჩემპიონი - მიხაელ შუმახერი და კიმი რაიკონენი ჯერაც მოგების გარეშე არიან. მათ გარდა, პელოტონში კიდევ მოიძებნება ორი პილოტი, ვისაც მოგება ხელეწიფება. სერხიო პერესმა და რომენ როჟანმა მონრეალში დაამტკიცეს, რომ უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლის უნარი შესწევთ. ფელიპე მასამ კი აშკარად გამოიღვიძა... სულ 12 გამოდის... მეტისმეტი ხომ არაა? ალბათ, მაგრამ საეჭვოა, ამათი გამარჯვების საწინააღმდეგო ვინმეს რამე ჰქონდეს...

დათა ქაჯაიას მორიგი წარმატება

10 ივნისი
ქართველმა მრბოლმა დათა ქაჯაიამ, რომელიც თანაგუნდელ (MIA ფორსი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტული კლუბი) კონსტანტინე კოლიაშვილთან ერთად, კლას ლეგენდის თასის ევროპის ეროვნებათა სერიაში ასპარეზობს, ბელგიის სპა ფრანკორშანზე, მეოთხე ეტაპი მესამე ადგილით დაასრულა. წინასწარი მონაცემებით, დიდი შანსია იმისა, რომ ოთხი ეტაპის შემდეგ, დათამ ლიდერობა იგდოს ხელთ - ბელგიაში არ უასპარეზია მის მთავარ მეტოქეს და სერიის ფრანგ ლიდერ რუდი სერვოლს.

გორდონ მარი ავტოინდუსტრიაში რევოლუციას ამზადებს

Ex-F1 designer Murray claims to have slashed small-car production costs
10 ივნისი
ფორმულა ერთის ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული კონსტრუქტორი გორდონ მარი ირემუნება, რომ მას შემუშავებული აქვს ტექნოლოგიური პროცესი, რომლის წყალობითაც, პატარა ავტომობილების წარმოება მოგებიანი გახდება. მარი ამბობს, რომ ავტომობილის წარმოების მისეული სისტემა ორი ძირითადი ეტაპისგან შედგება, როცა თანამედროვე ავტოინდუსტრია ხუთეტაპიანი პროცესია.

„ბეემვეს“ პირველ წინაამძრავიანს პარიზში ვნახავთ


FWD BMW 1 Series expected at Paris Motor Show
10 ივნისი
ახალ ავტომობილს ბავარიელები ჯერჯერობით „უნტერ კლასად“ (UKL), ანუ საწყის დონედ მოიხსენიებენ. რატომ? იმიტომ, რომ პირველ სერიის ავტომობილებზე პატარაა და რაც მთავარია, წინაამძრავიანი ავტომობილია, რომელიც „მინის“ ახალი (ჯერარგამოსული) ჰეჩბეკის პლატფორმაზეა ბაზირებული.