Sunday, August 19, 2012

„ფერარის“ წვიმიანი რბოლები დაეხმარა

Ferrari admits wet races have been key to Fernando Alonso's championship lead
19 აგვისტო
„ფერარის“ ტექნიკური დირექტორი პეტ ფრაი აღიარებს, რომ ამინდმა გარკვეული როლი ითამაშა მისი გუნდის და ფერნანდო ალონსოს ლიდერობაში. ფაქტია, რომ სეზონის დაწყების შემდეგ, იტალიურ გუნდს სერიოზული პროგრესი აქვს, რამაც ალონსოს სამი გამარჯვების მოპოვებაში შეუწყო ხელი. თუმცა ფრაი თვლის, რომ მანქანა ჯერაც შორსაა სრულყოფილებისგან და დახვეწას საჭიროებს.

ახალი „ალფა 159/ჯულია“ გერმანელებთან კონკურენციას აპირებს

Upcoming 2014 Alfa Romeo 159/Giulia Looking to Rival German Competition
19 აგვისტო
„ფიატის“ ჯგუფის მთავარი აღმასრულებელი სერჯო მარკიონე დიდი მონდომებით ცდილობს „ალფა რომეოს“ გამოცოცხლებას და ამ საქმეში, ერთ-ერთი მთავარი ეოლი, სედან 159-ის შემცვლელს მიეკუთვნება, ავტომობილს, რომელიც ამ ეტაპზე, „ჯულიას“ სახელითაა ცნობილი.

ლეგენდარული „ფორდ GT40“ 11 მილიონ დოლარად გაიყიდა

Ford GT40 fetches $11 million, sets auction record for a U.S. car
19 აგვისტო

1968 წელს გამოშვებული „ფორდ GT40“ 11 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს არის ამერიკული ავტომობილების რეკორდული ფასი ნებისმიერ აუქციონზე. ავტომობილი, რომელიც ლეგენდარულ მსახიობ სტივ მაკქვინის სახელთანაა დაკავშირებული და რომელსაც სპას 24-საათიანი რბოლა აქვს მოგებული, მონტერეიში (კალიფორნია), „RM ოქშენზის“ მიერ ორგანიზებული აუქციონის პირველ დღეს გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ აუქციონზე, რომელშიც სხვა კომპანიებიც მონაწილეობენ (მათ შორის, ბონჰემსი და გუდინგი), სულ 120 ძვირფასი ავტომობილია წარმოდგენილი.

„ფორდი“ ფსონს მაინც „ფიესტაზე“ ჩადის


Ford Still Believes in Fiesta Even Though U.S. Sales Drop 25%, Focus up 31%
19 აგვისტო
ფოკუსი (წითელი) და ფიესტა
ამერიკის ბაზარზე „ფიესტა“ ისეთი პოპულარობით ვერ დაიკვეხნის, როგორითაც „ფოკუსი“, რისი მიზეზიც მარტივია - ამერიკელები პატარა ავტომობილებს ჯერ ისევ ალმაცერად უცქერენ. მაგრამ ამის მიუხედავად, „ფორდი“ ამერიკული სუბკომპაქტური სეგმენტის დატოვებას მაინც არ აპირებს.

„ფოლკსვაგენი“ ფ1-ში დებიუტს 2015 წელს გეგმავს

FIA aware of VW's F1 foray plans for 2015
19 აგვისტო
როგორც გერმანული პრესა იუწყება, „ფოლკსვაგენი“ ფორმულა ერთში დებიუტს 2015 წელს გეგმავს. ახლახანს „ზაუბერის“ მფლობელმა პეტერ ზაუბერმა განაცხადა, რომ ჟენევის მოტორ შოუზე, გერმანული ავოგიგანტის მთავარ აღმასრულებელ მარტინ ვინტერკორნს შეხვდა. მაგრამ საუბრის თემა არ დაუკონკრეტებია.

„ჯიპი“ პიკაპის გამოშვებას აპირებს

Jeep CEO Says Pickup Model a Possibility for 2015
19 აგვისტო
2005 წელს, „ჯიპმა“ დეტროიტის ჩრდილოამერიკულ საერთაშორისო მოტორ შოუზე, უგზოობის „ვრანგლერზე“ ბაზირებული პიკაპი „გლადიატორი“ წარადგინა, რომელმაც საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. მაგრამ სამწუხაროდ, იმ დროს „კრაისლერი“ ფინანსურ კრიზისს განიცდიდა, რის გამოც, კონცეპცია ვერ განახორციელა.

მალდონადო მომავალ სეზონში ტიტულისთვის იბრძოლებს


Maldonado eyes 2013 title with Williams
19 აგვისტო
პასტორ მალდონადო ამბობს, რომ „უილიამსში“ მინიმუმ კიდევ ერთი წლით დარჩენა სურს, გუნდში, რომლის მანქანითაც, გასულ სეზონში, ფ1-ში მისი დებიუტი შედგა. მალდონადოს, ვინც ფ1-ში მოსვლამდე, სერია გრანპრი2-ის ჩემპიონი გახდა, ძლიერი ფინანსური მხარდამჭერი ჰყავს ვენესუელას სახელმწიფო ნავთობკომპანიის (PDVSA) სახით. „უილიამსში“ მისი მოსვლაც სწორედ PDVSA-ს დამსახურებაა. თუმცა სხვა პაი-პილოტებისგან განსხვავებით, მალდონადო შესანიშნავი პილოტია და ამ სეზონში, ესპანეთის დიდი პრიზიც კი მოიგო.