Friday, September 28, 2012

უარი ორმაგ DRS-სა და კეხიან ცხვირებს


Stepped noses and double-DRS out for 2013
28 სექტემბერი
საერთაშორისო საავტომობილო ფედრაციამ (FIA-მ) შეიმუშავა ახალი ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც გუნდებს მანქანების კეხიანი ცხვირების სპეციალური ელემენტებით დაფარვის უფლებას აძლევს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავალ სეზონში, მსგავს სიმახინჯეებს მანქანებზე ალბათ ვეღარ ვნახავთ.

FIA-მ მომავალი სეზონის კალენდარი დაამტკიცა

FIA releases 2013 calendar
28 სექტემბერი
მომავალი სეზონის კალენდრის საბოლოო ვერსია თითქმის ისეთივეა, როგორიც მისი პირვანდელი ვერსია იყო. ადგილები კორეის და იაპონიის ეტაპებს გაუცვალეს. ნიუ ჯერსის ეტაპის თარიღი კი ჯერ საბოლოოდ დადასტურებული არაა.

„მაკლარენში“ ჰამილტონს პერესი შეცვლის

Perez replaces Hamilton at McLaren for 2013
28 სექტემბერი
მაშინვე, როგორც კი ლუის ჰამილტონმა „მერსედესში“ გადასვლის შესახებ გვაუწყა, „მაკლარენმა“ გამოაცხადა, რომ გამოთავისუფლებულ ადგილს სერხიო პერესი დაიკავებს. „ზაუბერის“ მექსიკელ მრბოლთან, რომელმაც ამ სეზონში ორჯერ შეძლო მეორე ადგილის დაკავება, უოკინგელებმა მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

ჰამილტონი „მერსედესში“

Hamilton to partner Rosberg at Mercedes
28 სექტემბერი
„მერსედესის“ ფორმულა ერთის გუნდმა, მომავალი სეზონისთვის თავისი პილოტების ვინაობა გამოაქვეყნა - ნიკო როსბერგთან ერთად, სამქიმიანების მანქანით ლუის ჰამილტონი იასპარეზებს. ჰამილტონმა „მერსედესთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამგვარად, უკონტრაქტოდ დარჩა მიხაელ შუმახერი, რომელსაც „მერსედესან“ სამწლიანი კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს უმთავრდება.