Friday, February 3, 2012

„ციტანი“ – „მერსედესის“ და „რენო–ნისანის“ ერთობლივი პროდუქტი


Mercedes-Benz Sketches New Citan Deliver Van Co-Developed with Renault-Nissan
3 თებერვალი
„მერსედეს–ბენცმა“ თავისი სრულიად ახალი ავტომობილის, სატვირთო ვენ „ციტანის“ ესკიზები გამოაქვეყნა. ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა ჰანოვერში, კომერციული ავტომობილების შოუზე იგეგმება, რომელიც სექტემბერში ჩატარდბა. გაყიდვები კი წლის ბოლოს დაიწყება.

„სტუდებეკერს“ აღდგენას უპირებენ, საჭიროა სპონსორი

Studebaker Motor Company resuscitated, looking for investors
3 თებერვალი
თავის დროზე, „სტუდებეკერი“ ძალიან პოპულარული კომპანია იყო. ამერიკულმა მანქანამ დიდი როლი ითამაშა მეორე მსოფლიო ომში, კერძოდ კი ლენინგრადის ბლოკადის დროს. სწორედ მისი საშუალებით მარაგდებოდა ქალაქი სანოვაგითა და საბრძოლო მასალებით. მაგრამ ომიდან 20 წლის შემდეგ, ის ისტორიის კუთვნილება გახდა. არადა, მანამ ავტოინდუსტრიაში ისეთი სიახლე შემოიტანა, როგორიც მოდელ „ავანტის“ შუშის ბოჭკოს კომპოზიტისგან დამზადებული ძარა იყო.

დაუჭიმავი ღვედებით და ჰანს–ის გარეშე ფ1–ის მანქანაში (ვიდეო)

ექვსწერტილოვანი ღვედები და სისტემა ჰანს–ი, ფორმულა 1–ის პილოტის განუყოფელ ნაწილად იქცა. მაგრამ თუ ღვედებს არ დაჭიმავთ და არც ჰანს–ს გამოიყენებთ, ძალიან გაწვალდებით!

მარკუ ალენი, "ფერარი FF" და თოვლი – შესანიშნავი კომბინაცია დრიფტისთვის (ვიდეო)

ფინელი მარკუ ალენი, რალიში ყველა დროის ერთ–ერთი საუკეთესო  მრბოლია. 1978 წელს მან მსოფლიო თასი მოიგო, რომელსაც მოგვიანებით მსოფლიო ჩემპიონატი ეწოდა. 1986 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა, თუმცა 11 დღეში ეს ტიტული "პეჟოს" პროტესტის გამო დაკარგა (სან რემოში გამარჯვება არ ჩაუთვალეს).

„ფორს ინდია“ ლიდერების შევიწროებას აპირებს (ვიდეო)

Force India unveils its 2012 Formula 1 car, the VJM05
3 თებერვალი
„ფერარის“ ინტერნეტ–პრეზენტაციიდან (რომელსაც პრესასთან რეალური შეხვედრაც მოჰყვა) რამდნიმე წუთში, თავისი ახალი ავტომობილი – VJM05, „ფორს ინდიამაც“ წარადგინა. ცერემონია სილვერსტოუნის ავტოდრომზე შედგა, სადაც ინდური გუნდია ბაზირებული. სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევაა, როცა „ფორს ინდიამ“ ახალი მანქანა პირველ ტესტებამდე წარადგინა. წინა სეზონებში, ხერესის ტესტებისთვის მანქანის მომზადება ვერ ესწრებოდა.

„ფერარის“ იხვნისკარტას გამარჯვება შეუძლია (ვიდეო)

Ferrari expects to win from the start of 2012 F1 season with new car
3 თებერვალი
„ფერარი 2012“ მეორე „იხვნისკარტა“ ბოლიდია, რომელიც ახალი სეზონისთვის უკვე მზადაა. და თუ მის შემქმნელებს დავუჯერებთ, ამ მანქანას გამარჯვება შეუძლია. ყოველ შემთხვევაში, პრეზენტაციაზე, რომელიც ინტერნეტში ფოტოების გამოქვეყნებით შემოიფარგლა, „სკუდერიის“ ხელმძღვანელობა და პილოტები, ოპტიმიზმს აფრქვევდნენ. სხვათა შორის, პრეზენტაცია მარანელოში, კომპანიის სატესტო პოლიგონზე უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ცერემონიის ჩატარებას, ხელი დიდთოვლობამ შეუშალა.