Monday, July 30, 2012

„მაკლარენის“ ანიმაცია (ტიუნდ) - ეპიზოდი 3, გზა მომავლისკენ (ვიდეო)

McLaren Animation - Tooned - Episode 03: Track to the Future
30 ივლისი

"მაკლარენმა" მომავლის სარბოლი ავტომობილი შექმნა...

„მერსედს-ბენცSLS AMG GT“ - განახლება ახალი სახელით

2013 Mercedes-Benz SLS AMG GT: New Name for the Refreshed Coupe and Roadster Models
30 ივლისი
რეალურად, სახელი ახალი არაა. უბრალოდ, ძველს აბრევიატურა GT დაემატა. ასე გამოდის, რომ სამქიმიანები და მათი სახლისკაცი AMG, მყიდველს უკეთეს SLS -ს სთავაზობს და არა უბრალოდ გაუმჯობესებულს - მარკეტოლოგებმა ჩათვალეს, რომ ასე უკეთესი იქნება. არადა, რეალურად ეს ავტომობილი „SLS AMG გალუინგის“ განახლებული ვერსიაა. მოკლედ, მას ამიერიდან „მერსედეს-ბენც SLS AMG GT“ ეწოდება.

იაგუარი ჰიბრიდულ სუპერ ავტომობილს ორ წელიწადში გამოუშვებს

Jaguar C-X75 500bhp hybrid supercar - here by 2014
30 ივლისი
„იაგუარმა“ დაადასტურა, რომ მცირე ტირაჟით გამოუშვებს ჰიბრიდულ სუპერ ავტომობილ C-X75-ს, რომელიც ფორმულა ერთის გუნდ „უილიამსთან“ თანამშრომლობით იქმნება. ეს ავტომობილი ბაზარზე ორ წელიწადში გამოვა და მას მხოლოდ 200 ცალს დაამზადებენ. ამგვარად, ის გახდება მეორე ბრიტანული ჰიბრიდული სუპერ ავტომობილი, რომელიც კონკურენციას „ფერარის“ „ენცოს“ შემცვლელსა და „პორშე 918 სპაიდრს“ გაუწევს, ავტომობილებს, რომლებიც ასევე ჰიბრიდული სისტემებით აღიჭურვება.

თანაგუნდელების ჯახი გროჟანის თვალით

Romain Grosjean plays down wheel-banging clash with Lotus team-mate Kimi Raikkonen
30 ივლისი
რომენ გროჟანი ამბობს, რომ კიმი რაიკონენისადმი არანაირი უკმაყოფილების საფუძველი არ აქვს. მან განიხილა ის მომენტი, როდესაც პიტლეინიდან გამოსულმა ფინელმა, მიუხედავად იმისა, რომ საბურავები გაუხურებელი ჰქონდა, გარისკა და სარბოლ რეჟიმში მყოფ თანაგუნდელს დაწინაურების საშუალება არ მისცა.

„ჰიუნდაი“ უფრო სწრაფ „ველოსტერ ტურბოსაც“ გამოუშვებს

Even Hotter Hyundai Veloster Turbo May Be Coming!
30 ივლისი
ჰეჩბეკი „ველოსტერი“ სპორტული ავტომობილია, მისი ტურბო ვერსია კი საბაზო მოდელზე გაცილებით ტემპერამენტიანი და სწრაფი. მაგრამ მისი 1.6-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი აგრეგატის 201 ცხენის ძალა საკმარისი არაა იმისათვის, რომ თავისი კლასის სპორტსმენებს შესაფერისი კონკურენცია გაუწიოს. თუმცა, როგორც ჩანს, კორეულ კომპანიას თავიდანვე ყველაფერი გათვალისწინებული ჰქონდა და ამჟამად „ველოსტერ ტურბოს“ კიდევ უფრო მძლავრსა და სწრაფ ვერსიაზე მუშაობს.