Friday, June 29, 2012

„ფიატმა“ ჩინეთში სედან „ვიაჯოს“ წარმოება დაიწყო

First Fiat Viaggio Sedan Rolls Off the Production Line in China
29 ივნისი
„ფიატმა“ და მისმა ჩინელმა პარტნიორმა „გუანჩჯოუ აუტომ“ დაასრულეს ქალაქ ჩანგშაში ქარხნის მშენებლობა, რომელმაც უკვე მუშაობაც დაიწყო და რომლის კონვეიერიც უკვე დატოვა პირველმა ავტომობილმა - სედანმა „ვიაჯომ“.

„პორშე 918 სპაიდერი“ პირველად გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე გამოჩნდა

Porsche's 918 Spyder Comes to Goodwood Festival of Speed
29 ივნისი
დიდი ხანია, საავტომობილო ბაზარი ამ პლაგ-ინ სუპერ ავტომობილის მოლოდინშია. და აი, გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე, საზოგადოებამ ის პირველად ნახა. მართალია, ავტომობილი, რომელიც კონცეპტუალური ვერსიის სახით, ცუფენჰაუზენელებმა პირველად ორი წლის წინ, ჯენევის მოტორ შოუზე გვიჩვენეს, ჯერ დასრულებული არაა, მაგრამ მისი საჩვენებელი პროტოტიპი უკვე მომზადებულია.

„მერსედეს-ბენც CLS“ პარიზულ პრემიერამდე

New Mercedes-Benz CLS Shooting Brake Hits the Web
29 ივნისი
„მერსედეს-ბენცი“ ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერას პარიზის მოტორ შოუზე ჩაატარებს, თუმცა მანამდე ინტერნეტით ამ ავტომობილის ფოტოებმა და მცირე ინფორმაციამ გაჟონა.
ახალი ავტომობილი ბაზირებულია იმ კონცეპტუალურ მოდელზე, რომელიც სამქიმიანებმა ორი წლის წინ, იმავე სახელით გაგვაცნეს. მართალია, მის შესახებ ინფორმაცია კარგა ხანს გასაიდუმლოებული იყო, მაგრამ სატესტოდ შენიღბული „CLS შუტინგ ბრეიკის“ ფოტოები ინტერნეტში არაერთხელ გამოჩნდა.

500 000 „პორშე“ ათ წელიწადში

Porsche's Leipzig Factory Builds 500,000th Vehicle
29 ივნისი
„პორშეს“ ლაიპციგის ქარხანამ საპატიო, ნახევარმილიონიანი ზღვარი გადალახა. ნომერი 500 000 დაეწერა უგზოობის „კაიენს“, რომელიც V8 ძრავითაა აღჭურვილი. და ეს ავტომობილი, გერმანულმა კომპანიამ ლაიპციგის სახანძრო სამსახურს აჩუქა. ამიერიდამ, საიუბილეო „კაიენი“, ქალაქის სახანძრო სამსახურის სამეთაურო ავტომობილი იქნება.

ცოტა რამ მეოთხე თაობის „პრიუსის“ შესახებ


2015 Toyota Prius Will Be Lighter, More Slippery
29 ივნისი
„ტოიოტა“ წარმოებისთვის მეოთხე თაობის „პრიუსს“ ამზადებს, რომლის შემუშავებაშიც, შესაძლოა მონაწილეობა „ბეემვეს“ სპეციალისტებმაც მიიღონ - იაპონურმა კომპანიამ ახლახანს ბავარიელებთან პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ერთ-ერთი პუნქტიც, მხარეებს მწვანე ტექნოლოგიების განვითარებაში თანამშრომლობას ავალებს.

„ნისანი“ გუდვუდში სიჩქარის უცნაურ რეკორდს გვპირდება


Nissan Leaf aims to take world record in reverse at Goodwood
29 ივნისი
თანაც, მსოფლიო რეკორდს... უცნაურობა იმაშია, რომ ავტომობილი გუდვუდის აღმართს უკუსვლით გაივლის! ალბათ იფიქრეთ, რომ ამისათვის შესაფერისი მანქანა პოპულარული GT-R-ია - „ნისანის“ გამაში ხომ ამაზე სწრაფ ავტომობილს ვერ მოძებნით. გუდვუდში კი, როცა სიჩქარის რეკორდზე ლაპარაკობენ, ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ იქ LMP2 კლასის არაერთი ავტომობილიც გამოდის... მაგრამ იაპონურმა კომპანიამ GT-R-ს ელექტრომობილი „ლიფი“ ამჯობინა. თანაც არა პარტნიორ კომპანია „ნისმოს“ მიერ მომზადებული ვერსია „ნისმო RC“, არამედ სერიული ვერსია.

„ბეემვე“ და „ტოიოტა“ ერთობლივად სპორტულ ავტომობილს შეიმუშავებენ

BMW and Toyota will jointly develop a sports car, extend technology ties
29 ივნისი
„ბეემვემ“ და „ტოიოტამ“ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი ერთობლივად შეიმუშავებენ ახალ სპორტულ ავტომობილს, ასევე ერთმანეთს პარტნიორობას ახალი ტექნოლოგიების (ფიჭური ელემენტები, ძალური დანადგარების ელექტრიფიკაცია და მსუბუქი მასალები) შემუშავებაში გაუწევენ.

პაიკს პიკი ხანძრების გამო გადაიდო

Pikes Peak Hill Climb postponed due to Colorado wildfire
29 ივნისი
პაიკს პიკის საერთაშორისო რბოლა, რომელიც წელს 90-ედ უნდა ჩატარდეს, ძლიერი ხანძრების გამო, გაურკვეველი დროით გადაიდო. რბოლის ორგანიზატორებს შეხვედრა ჰქონდათ აშშ-ის სატყეო სამსახურთან, სადაც ურჩიეს, რომ ამ ეტაპზე, რბოლის ჩატარება გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული. რბოლა 8 ივლისს უნდა გამართულიყო.

„ბეემვე“ „მიცუბიშის“ ჰოლანდიური ქარხნით დაინტერესდა

BMW Wants to Build Cars at Mitsubishi's NedCar Plant in the Netherlands
29 ივნისი
„ბეემვემ“ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის „მიცუბიში მოტორზის“ ჰოლანდიურ ქარხანა „ნედქარ-ით“ არის დაინტერესებული. მართალია, ბავარიელები არ აკონკრეტებენ, რომელი ავტომობილების წარმოებას აპირებენ აღნიშნულ ქარხანაში, თუმცა ჰოლანდიურ გაზეთ „დაგბლად დე ლიმბურგერში“ გავრცელებული ინფორმაციით, მათ ეს ქარხანა „მინის“ წაროების გასაფართოებლად სჭირდებათ.