Friday, September 23, 2011

ფეტელი მეორე ტიტულისთვის ემზადება

Vettel lights up Singapore in second practice
23 სექტემბერი

სებასტიან ფეტელი ისევ ყველაზე სწრაფია - ღამის ტრასაზეც კი უკეთესი შედეგი აჩვენა, ვიდრე დღისით, პირველი სესიის უსწრაფესმა ლუის ჰამილტონმა. თუმცა, დღისით თავადაც ხომ უფრო ნელი იყო... მოკლედ, თავისუფალ სესიებზე ჩემპიონმა დაგვანახა, რო თავისუფლად შეუძლია, სინგაპურში, ამ სეზონის მეცხრე გამარჯვება მოიპოვოს და მეორე ტიტულიც იქვე გაინაღდოს, რიტაც, ფორმულა ერთის ისტორიაში, ყველაზე ახალგაზრდა ორგზის ჩემპიონი გახდება.
”ვფიქრობ, ჩვენი მანქანა აქაც ძალიან კარგად მუშაობს და ის კვარცხლბეკზე ასვლაში დამეხმარება. ასე რომ, სანერვიულო არაფერი მაქვს”, - თავს იკატუნებს ფეტელი, რომელმაც ორის სესიის ჯამში, მეორე უსწრაფეს ფერნანდო ალონსოს 0.201 წამით აჯობა.
ალონსომ ტიტულზე ხელი უკვე კარგა ხანია, ჩაიქნია, მაგრამ ხელების ჩამოშვებას არ აპირებს და ამბობს, ყველა ეტაპზე ჩემი ერთადერთი მიზანი გამარჯვება იქნებაო. პრაქტიკების შედეგები ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ სინგაპურში ჩატარებული წინა სამი რბოლიდან, ორი სწორედ ალონსომ მოიგო. მართალია, ერთ შემთხვევაში, გამარჯვებაში ხელი არასპორტული საქციელით თანაგუნდელმა ნელსინიუ პიკემ და ”რენომ” შეუწყვეს, მაგრამ სავარაუდოდ, იმ რბოლას ალონსო მაინც მოიგებდა...
მეორე მრბოლი, ვისაც სინგაპურში ღამის რბოლა აქვს მოგებული, ჰამილტონია, ვინც მეორე სესიაზე მხოლოდ მესამე საუკეთესო შედეგს დასჯერდა. ნარბოლევს კი განაცხადა, ”რედ ბულის” დაწევა შეუძლებელი ჩანსო.
სხვათა შორის, პირველი სესია ორჯერ შეწყდა. ჯერ ჰეიკი კოვალაინენის ”ლოტუსს” მუხრუჭებზე ცეცხლი გაუჩნდა. მერე კი მე-7 მოსახვევში კერბების ამოღება გახდა საჭირო. უნდა ითქვას, რომ მე-2 და მე-14 მოსახვევებში ჩალაგებული კერბების გამო, პირველი სესიის დაწყება დაგვიანდა. ორივე პრაქტიკის შემდეგ კი გადაწყდა, რომ კვალიფიკაციამდე ისინი შეკეთდება.
აღსანიშნავია, რომ ”რენომ” კვლავ ვერ შეძლო მანქანის რამდენიმე ახალი ელემენტის გამოყენება. არადა, მისი ხელმძღვანელობა იმედოვნებდა, რომ სინგაპურში კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წაიწევდა...


სინგაპურის დიდი პრიზი
თავისუფალი პრაქტიკები
პირველი სესია
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)         1:48.599
2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:49.005
3. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:50.066
4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 1:50.596
5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:50.952
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:52.043
7. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)              1:52.251
8. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)               1:52.416
9. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)            1:52.435
10. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                 1:52.815
11. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)          1:52.991
12. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)        1:53.050
13. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:53.399
14. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                         1:53.703
15. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                       1:53.749
16. ბრუნო სენა (ბრაზილია, რენო)                                1:53.765
17. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)          1:53.785
18. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                         1:54.736
19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი)                        1:54.821
20. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)                1:56.198
21. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                1:57.798
22. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                          1:58.792
23. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ისპანია)            1:59.169
24. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)             1:59.214

მეორე სესია
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:46.374
2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 1:46.575
3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)         1:47.115
4. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:47.120
5. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:47.265
6. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)               1:48.418
7. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)              1:48.866
8. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                           1:49.578
9. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                         1:49.730
10. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)             1:49.751
11. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)        1:49.792
12. ბრუნო სენა (ბრაზილია, რენო)                                1:50.241
13. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)          1:50.345
14. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                         1:50.399
15. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                 1:50.790
16. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)          1:50.897
17. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:50.937
18. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)                1:51.950
19. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)          1:52.257
20. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი)                        1:52.489
21. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                          1:53.579
22. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                1:54.649
23. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ისპანია)            1:54.754
24. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია)                1:55.198

No comments:

Post a Comment