Wednesday, November 30, 2011

„მაზდა“ სპორტული მოდელების მომავალზე ფიქრობს

Mazda rotary shock: MX-5 and RX-8 could merge
30 ნოემბერი
ტოკიოში გახსნილ საერთაშორისო მოტორ შოუზე, „მაზდამ“ ყველა გააკვირვა თავისი განცხადებით, რომელშიც ნათქვამია, რომ შესაძლოა, ორი სპორტული მოდელი – როდსტერი MX–5 (ფოტოზე) და კუპე RX–8 ერთი მოდელით შეიცვალოს. თუმცა, ეს საწარმოო პროგრამის განვითარების ერთადერთი ვერსია არაა. სხვა ვერსიით, შესაძლოა, როდსტერი MX მომავალში როტორული (ვანკელის) ძრავით აღიჭურვოს.
„2012 წელს ჩვენ კუპე RX–8–ს წარმოებას გავაჩერებთ. რა ტიპის ავტომობილით შევცვლით მას, ეს ჯერ გადაწყვეტილი არაა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ როტორულ ძრავებზე მუშაობას ვაგრძელებთ. დანამდვილებით არც იმის თქმა შემიძლია, დავტოვებთ თუ არა MX–5–ს და RX–8–ს განცალკევებულ მოდელებად. არაა გამორიცხული, რომ ორივე ერთი ახალი მოდელით შევცვალოთ. არც როტორულძრავიანი MX–5–ის გამოშვების ალბათობას გამოვრიცხავთ“, – ამბობს „მაზდას“ მთავარი აღმასრულებელი ტაკასი იამანუჩი.
თუ ამ ორის ნაცვლად, „მაზდამ“ ერთის გამოშვება არ გადაწყვიტა, MX–5–ის შემცვლელი ბაზარზე 2013 წელს გამოვა. თავიდან ის მხოლოდ ოთხცილინდრიანი ძრავით (სერია სკაიექტივ) აღიჭურვება. რომელიც წინ განლაგდება. თუმცა მაბრუნ მომენტს ის უკანა წამყვან ბორბლებს მიაწვდის. გაიზრდება ავტომობილის ძარის სიმტკიცე, თუმცა წონაში ის მაინც 10 პროცენტს მოიკლებს.

No comments:

Post a Comment