უებერის ”განსაკუთრებული დღე”
Formula 1
11 ივლისი
კვალიფიკაციაზე ნაჩვენები საუკეთესო შედეგით, ავსტრალიელმა მარკ უებერმა კარიერაში პირველი პოულ პოზიცია მოიპოვა, თავის გუნდ ”რედ ბულს” კი მორიგი საკვალიფიკაციო რბოლა მოაგებინა. უებერს დიდი შანსი აქვს, საჩემპიონო მარათონში ჩაებას, მაგრამ ამისათვის, სუცილებლად უნდა მოიგოს კვირის რბოლაც. სხვა შემთხვევაში, ალბათ შემდეგ ეტაპებზე გუნდური თამაში და თავის თანაგუნდელ სებასტიან ფეტელის დახმარება მოუწევს, ვისაც ამჟამად მხოლოდ 3.5 ქულით ჩამორჩება.
”ეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა. პოულთან ახლოს ადრეც არაერთხელ ვყოფილვარ, მაგრამ დღემდე მიზანს ვერ ვაღწევდი. გუნდმა შესანიშნავად იმუშავა. მთელი უქმეები ძალიან სწრაფები ვართ. მესამე სესია ნამდვილი ქაოსი იყო. მეტოქეებმა ნამდვილი გამოცდა მოგვიწყეს და ბედნიერი ვარ, რომ ამას გავუძელით.
მანქანაც ძალიან სწრაფია. მექანიკოსებმა მითხრეს, რომ მისი იდეალურად დარეგულირება ძალიან გაუჭირდათ. საქმეში მათ მეორე სისიის დროს მიღებული ტელემეტრიული მონაცემები დაეხმარა და ამ შედეგების მიხედვით ანალიზი სწრაფად და რაც მთავარია, ხარისხიანად ჩაატარეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ქაოსში სწორი გადაწყვეტილების მიღება მართლაც ძალიან ძნელი იყო.
საერთოდ, ასეთ სიტუაციაში, გუნდის თანამშრომლების გამოცდილების იმედი გაქვს. ჩემთან ბრწყინვალე სპეციალისტები მუშაობენ, რომლებსაც ერთი სიტყვით ესმით, რას ვითხოვ მათგან. მაგრამ წვიმამ მაინც დიდი პრობლემები შეგვიქმნა. ასეთ დროს არასდროს იცი, როდის გაწვიმდება და რა ტიპის საბურავები დაგჭირდება. მაგრა ჩვენ ყველა პრობლემას გავუმკლავდით და ცოტათი იღბალიც დაგვეხმარა. სწორედ ამიტომ შევძელი პოულის მოპოვება.
ვიმედოვნებ, რომ ხვალ გამარჯვებასაც შევძლებ. ამის რეალური შანსი მაქვს. მაგრამ არც იმას ვივიწყებ, რომ ჯენსონი და რუბენსი შესანიშნავ სეზონს ატარებენ. ნებისმიერი წინააღმდეგობისთვის მზად ვარ. ასე რომ, პირველი გამარჯვების მოპოვებას ვაპირებ”, - ამბობს უებერი.
აქვე, ბარემ ერთ საინტერესო ინფორმაციასაც გავეცნოთ. რბოლის წინ გამოქვეყნდა ბოლიდების ის წონები, რომლებითაც ისინი საასპარეზოდ გამოვლენ. თუ არ იცით, გეტყვით, რომ მანქანის წონის მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რამდენად ბევრი საწვავი უსხია პილოტს ავზში, აქედან გამომდინარე, როდის შევა პირველ პიტ სტოპზე და რა ტაქტიკური მონახაზით აპირებს ასპარეზობას.
პილოტი წონა
1. მარკ უებერი 661.0
2. ბარიკელო 647.0
3. ბატონი 644.0
4. ფეტელი 661.0
5. ჰამილტონი 654.5
6. კოვალაინენი 664.0
7. სუტილი 678.5
8. მასა 673.5
9. რაიკონენი 674.0
10. პიკე 676.0
11. ჰაიდფელდი 681.0
12. ალონსო 668.2
13. ნაკაძიმა 683.6
14. ტრული 683.7
15. როსბერგი 689.6
16. კუბიცა 673.5
17. ბუემი 674.5
18. ფიზიკელა 662.5
19. გლოკი 662.3
20. ბურდე 689.5
No comments:
Post a Comment