Thursday, January 26, 2012

ბარიკელო ინდიქარ–ის ბოლიდს გამოსცდის

Rubens Barrichello to test IndyCar single-seater with KV Racing
26 იანვარი
რუბენს ბარიკელომ ფორმულა ერთში ადგილი დაკარგა. მაგრამ არაერთხელ უთქვამს, რომ რბოლებში მონაწილეობა ისევე იზიდავს, როგორც მაშინ, როცა კარიერას იწყებდა. მას არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ ჯერ ისევ ძველებურად სწრაფი და ბრძოლისუნარიანია.

და რადგან ფ1–ში კარისკენ მიუთითეს, ოკეანისგაღმურ სერიებზე შეაჩერა არჩევანი. კერძოდ ინდიქარზე, სადაც მალე ტესტებში მიიღებს მონაწილეობას. 40 წლის ბრაზილიელმა უკვე მოირგო „KV რეისინგის“ ბოლიდის კოკპიტი და სწორედ ამ საჯინიბოს მანქანით ივარჯიშებს სებრინგის ავტოდრომზე.
სხვათა შორის, „KV რეისინგის“ პილოტი, რუბინიუს ახლო მეგობარი, ასევე ბრაზილიელი მრბოლი ტონი კანაანია. სწორედ მან მიიწვია ფ1–ის ორგზის ჩემპიონი ამერიკულ სერიაში. არადა, ადრე ბარიკელო კატეგორიულად ამბობდა, რომ ოვალებზე რბოლაში მონაწილეობას არ აპირებს – თურმე მის ცოლს არ სურს, რომ რუბინიუმ ოვალებზე იასპარეზოს, რადგან ასეთ ტრასებს ძალიან სახიფათოდ მიიჩნევს.
მაგრამ მომავალ სეზონში, ინდიქარ–ის კალენდარში მხოლოდ ოთხი ოვალური ეტაპია შეტანილი. ეს კი ნიშნავს, რომ ხიფათი მეტისმეტად შემცირებულია. თანაც, ბარიკელო ჯიუტად იმეორებს, რომ ამ სეზონში რბოლებიდან წასვლას არ გეგმავს.
მოკლედ, ორშაბათს და სამშაბათს ბარიკელო სებრინგის ტრასაზე გავა და ინდიქარ–ის ბოლიდს კბილს გაუსინჯავს. ხომ უნდა იცოდეს, როგორია ამ მანქანის მართვა და თუ მოეწონა, მაშინ მას სწორედ ოკეანისგაღმურ რბოლებში ვიხილავთ.

No comments:

Post a Comment