Friday, June 5, 2009

ბრიატორესთვის სეზონი დასრულებულია

Formula 1

5 ივნისი, 2009

”რეოს” იტალიელი შეფი ფლავიო ბრიატორე აცხადებს, რომ მისი გუნდი ამ სეზონში ტიტულის მოპოვებას ვეღარ შეძლებს. ფრანგული გუნდის ლიდერი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფერნანდო ალონსო ჩემპიონატის ბრიტანელ ლიდერ ჯენსონ ბატონს 40 ქულით ჩამორჩება. მართალია, ესპანელი პილოტი რეგულარულად ახერხებს რბოლების ქულებით დასრულებას, მაგრამ მისი და მისი გუნდის საჩემპიონო ამბიციებს ეს ვერ აკმაყოფილებ.

”სულ სხვა ჩემპიონატს ველოდით. მანქანას თითქოს უკეთ უნდა ემუშავა, მაგრამ რბოლებისას სუკ სხვა რამ ხდება. ავსტრალიაშივე, ”ბრაუნ GP” ჩვენზე გაცილებით წინ იყო. ამ მანქანას რომ ვქმნიდით, იმედი გვქონდა, რომ მას რბოლიდან რბოლამდე გავაუმჯობესებდით. მაგრამ პროგრესი ისეთი ვერაა, როგორსაც ველოდით. მოკლედ, ჩემთვის ეს ჩემპიონატი უკვე დასრულებულია”, - ამბობს ბრიატორე.

მისი თქმით, ”ბრაუნ GP-ის” დაწევა ნებისმიერი გუნდისთვის ძალიან ძნელი იქნება, მეორე ადგილზე გასვლის საუკეთესო შანსი კი ”რედ ბულს” აქვს. თუმცა, დასძენს, რომ პესიმიზმის მიუხედავად, დანებებას არ აპირებს - მის გუნდს ეს არ სჩვევია. ”ჩვენ მანქანის სრულყოფას გავაგრძელებთ, მაგრამ გულხელდაკრეფილები არჩ სხვები არიან. ტექნიკას ყველა აუმჯობესებს. ივნის-ივლისში პროგრესის შანსი გვექნება, თუმცა სიტუაცია მაინც ძალიან რთულია და რაღაც განსაკუთრებულ წინსვლას არ ველით”, - დასძენს ბრიატორე.

No comments:

Post a Comment