”მინოტაურო” - პირველი ელექტრული ”ლამბორგინი”
Minotauro, the First Electric Lambo
17 აპრილი
პრინციპში, ეს ჯერ მხოლოდ სტუდენტური პროექტია, რომელიც მილანის დიზაინის პოლიტექნიკური სკოლის სტუდენტმა ანდრეი ავარვარიიმ, ”ლამბორგინის” მთავარი იჟინრის, ფილიპო პერინის მეთვალყურეობით შექმნა. მაგრამ რა გარანტიაა იმისა, რომ იტალიური კომპანია მალე მსგავს ელექტრომობილს თავის მყიდველს არ შესთავაზებს? თანამედროვე ავტოინდუსტრიაში ხომ ყველაფერი ძალიან მოულოდნელად და სწრაფად ხდება...პროექტის მიხედვით, ”მინოტაურო” (მინოტავრი) არის ელექტრომობილი, რომელიც მამოძრავებელ ძალას ოთხი ასინქრონული ელექტროძრავისგან ღებულობს. იმ ძრავების სიმძლავრე, რომლებიც წინა ბორბლებს ინდივიდუალურად ემსახურებიან, 75 ცხენის ძალაა, უკანებისა კი - 175 ცხენის ძალა. ოთხივეს ჯამური სიმძლავრე 500 ცხენის ძალა გამოდის.
გარდა ამისა, ავტომობილი ასევე აღიჭურვება ენერგიის რეკუპერაციის სისტემით (კერს-ი) და ლითიუმის ბრტყელი აკუმულატორების ბლოკით, რომლის გასაგრილებლადაც, იმ ადგილას, სადაც ჩვეულებრივ ავტომობილებში კაპოტია ხოლმე, ავტომობილს ჰაერის სამკუთხა ამღებები აქვს განლაგებული.
რამდენადაც შიდაწვის V12 ძრავის ადგილი გამოთავისუფლდა, პროექტის ავტორმა ჩათვალა, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ ამ სივრცეს სალონში მესამე სავარძლისთვის გამოიყენებდა. ამ ადგილზე მოთავსება პირველი მგზავრის მხრიდან შეიძლება. ჰო, ამის ართქმა დანაშაული იქნებოდა - ”მინოტაუროს” იტალიური ფირმის სტილის კარი აქვს, რომელსაც საყრდენი წინ აქვს და რომელიც ქვევიდან ზევით იხსნება. ერთი შეხედვით, ავტომობილი კომპაქტურის შეხედულებას ტოვებს, მაგრამ რეალურად, ის საკმაოდ დიდია. მისი სიგრძე 4604 მილიმეტრია. ანუ, ”მურსიელაგოზე” 6 მილიმეტრით მოკლე.
სანამ პროექტს დაიწყებდა, სტუდენტმა ”ლამბორგინისგან” სამი დავალება მიიღო, რომლებმაც არამხოლოდ ავტომობილის გარეგნობა, არამედ მისი ტექნიკური მხარე და პრაქტიკულობაც განაპირობეს. ესთეტიკური მხარე გულისხმობდა იმას, რომ დიზაინერს ”ლამბოს” თანამედროვე სტილისთვის მომრგვალებული ფორმები უნდა მიესადაგებინა. ტექნიკური დავალება ელექტრომობილის შექმნას ითვალისწინებდა. პრაქტიკულობა კი იმას გულისხმობს, რომ ასეთი ავტომობილის 2020 წელს გამოშვება უნდა იყოს შესაძლებელი.
თავად ავარვარიი კი იმედოვნებს, რომ ეს ავტომობილი ”პლეი სტეიშნის” შემდეგი თაობის თამაშში მოხვდება, რომელიც მოთამაშეს, ჯოისტიკის დახმარებით, რეალურ ტრასაზე რბოლის საშუალებას მისცემს...
No comments:
Post a Comment