Sunday, July 3, 2011

„ლამბორგინი“ არჩევანის წინაშე - სედანი, თუ ქროსოვერი

Lamborghini evaluating either sedan or crossover... but not both
3 ივლისი
ლამბორგინი ესტოკე
თავისი არსებობის განმავლობაში, „ლამბორგინი“ მხოლოდ ორკარიან სპორტულ სუპერ ავტომობილებს აწარმოებს. ერთი გამონაკლისი უგზოობის მონსტრი LM002 იყო, თუმცა მის სერიულ წარმოებამდე საქმე არც მისულა. სამი წლის წინ კი, პარიზის ავტო შოუზე, იტალიურმა კომპანიამ ოთხკარიანი კონცეპტუალური მოდელი (სედანი, ან ოთხკარიანი კუპე - სულერთია) „ესტოკე“ გვიჩვენა...

ეს კი საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ ჭორების ტალღა აგორებულიყო. ჭორები იმის შესახებ, რომ სანტ’აგატა ბოლონეზელები „ესტოკეს“ წარმოებას აპირებენ. შემდეგ ეს ჭორები ჩაცხრა, თუმცა მალე ახალი ჭორი დაემატა, რომლის მიხედვითაც, „ლამბორგინის“ ხელმძღვანელობა უგზოობის მოდელის წარმოების მიზანშეწონილობას განიხილავს.
ორივე ჭორს საკმაოდ რეალური საფუძველი აქვს - „ლამბორგინი“ „ფოლკსვაგენის“ ჯგუფში შედის, სადაც ოთხკარიანი კუპესა და უგზოობის ავტომობილისთვის შესაფერისი პლატფორმები აქვთ. და რატომ არ უნდა გამოიყენოს ისინი იტალიურმა კომპანიამ, როდსაც არსებობს „პორშეს“ მაგალითი? - შტუტგარტულმა კომპანიამ, რომელიც ახლახანს „ფოლკსვაგენის“ ოჯახს შეუერთდა, სწორედ უგზოობის „კაიენის“ წარმოების დაწყების შემდეგ მიიღო უზარმაზარი მოგება. მერე კი ოთხკარიან კუპე „პანამერას“ წარმოებასაც შეუდგა...
ლამბორგინი LM002
ინტერნეტით გავრცელებული ბოლო ინფორმაცია გვამცნობს, რომ ორი ვარიანტიდან „ლამბორგინი“ ერთს აირჩევს - ან სედანს გამოუშვებს, ან უგზოობის ავტომობილს. ამ ეტაპზე, ერთდროულად ორივეს წარმოება გამორიცხულია. სავარაუდოდ, დამზადდება ორივეს პროტოტიპი, რომელთაგან უკეთესზე არჩევანი შეჩერდება. ახალი მანქანის წარმოება კომპანიის 50 წლის იუბილემდე უნდა მოესწროს, მანამდე კი რამდენიმე წელია...
ბევრი თვლის, რომ უგზოობის მოდელს მეთი შანსი აქვს. ის „კაიენის“ შემდეგი თაობის პლატფორმას დაეყრდნობა და „ბეემვეს“ X6-ის მსგავსი, უკნისკენ მკვეთრად (სპორტული სტილი) დაქანებული სახურავი ექნება. ოღონდ, ის აუცილებლად ორკარიანი უნდა იყოს (ლამბომ რომ ტრადიცია არ დაარღვიოს) და „კაიენზე“ მნიშვნელოვნად ძვირადაც უნდა შეფასდეს. სედანის სასარგებლოდ ის ფაქტი მეტყველებს, რომ ასეთი ავტომობილის ბაზაზე, კაბრიოლეტის და GT კუპეს წარმოებაც შეიძლება და მყიდველსაც უფრო ფართო არჩევანი ექნება...

No comments:

Post a Comment