Monday, July 4, 2011

„ლოტუსი“ რალისთვის ემზადება

Lotus Working on Exige Rally Car for 2012 Stages
4 ივლისი
ინგლისურ გამოცემა „ქარ მეგზინის“ ინფორმაციით, ფრანკფურტის ავტო შოუზე, „ლოტუსი“ მოდელ „ექსიჯის“ ბაზაზე მომზადებულ რალის ავტომობილს წარადგენს. მართალია, „ლოტუსი“ ამ მოდელს აღარ აწარმოებს, თუმცა მისი შემცვლელი შემუშავების სტადიაშია და მას უკანა წამყვანი ბორბლები ექნება.
ამ ეტაპზე, „ლოტუსის“ ავტომობილებით (ელისით და ექსიჯით) კერძო პირები რალის რბოლებში ასპარეზობენ, თუმცა აქამდე ინგლისურ კომპანიას, რალისთვის სპეციალური ავტომობილი არასდროს მოუმზადებია. ჯერჯერობით უცნობია, „ლოტუსი“ სარბოლ მანქანას რომელი სერიისთვის მოამზადებს - WRC-სთვის (რალის მსოფლიო ჩემპიონატი), თუ ICR-სთვის (რალის საერთაშორისო გამოწვევა).

ჰომოლოგაციის მისაღებად, კომპანიას მინიმუმ 300 ისეთი ავტომობილის გამოშვება მოუწევს, როგორითაც რბოლებში აპირებს მონაწილეობას. თუმცა, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ გეგმაში ამაზე გაცილებით მეტის წარმოებაა. მთავარია, ეს მომავალი სეზონის დაწყებამდე მოესწროს, რათა მანქანამ რბოლებში ოფიციალურად მონაწილეობის უფლება მიიღოს.
სხვათა შორის, ბრიტანულ კომპანიას, რომელიც მალაიზიური „პროტონის“ ჯგუფში შედის, სპორტში დიდი გეგმები აქვს. ის უკვე ჩართულია ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატში, ახლახანს კი გამოაცხადა, რომ მომავალ სეზონში ლე მანის 24-საათიან რბოლაში (უმაღლეს, LMP2 კლასში) მონაწილეობასაც გეგმავს. ამისთვის უკვე შემუავების სტადიშია 4.8-ლიტრიანი V8 ძრავი, რომლითაც მალე სერიული ავტომობილებიც აღიჭურვება. მისი სამოქალაქო ვერსიის მაქსიმალური სიმძლავრე 570 ცხენის ძალას მიაღწევს და მას ნორფოლკელები მოდელებზე - „ესპრიტზე“, „ელიტსა“ და „ეტერნზე“ გამოიყენებენ.
სხვათა შორის, ამჟამად „ლოტუსის“ მოტორსპორტის საქმეებს განაგებს კლაუდიო ბერო, ვისაც ახლო წარსულში, „ფერარის“ ფ1-ის გუნდში ერთ-ერთი განყოფილება ებარა. 1980-იანი წლების დასაწყისში კი ის იტალიის მეორე ჯგუფის რალის ჩემპიონატში, შტურმანის რანგში მონაწილეობდა.
„თუნდაც ერთი გირვანქა სტერლინგის რეკლამაში დახარჯვას მირჩევნია, ჩვენმა კომპანიამ ფული მოტორსპორტში დააბანდოს. ეს ხომ „ლოტუსის“ საფუძველია და საუკეთესო საშუალებაც იმისათვის, რომ მყიდველი მივიზიდოთ“, - ამბობს „ლოტუს ქარზის“ მთავარი აღმასრულებელი დენი ბაჰარი. ის თვლის, რომ რალის სპეციფიკაციებით ავტომობილის შემუშავებას, მისი კომპანიისთვის სოლიდური მოგების მოტანა შეუძლია, რადგან მას კერძო გუნდები შეიძენენ და „ლოტუსისთვის“ ეს ჩვეულებრივი ბიზნესი იქნება და არა უბრალოდ ჩემპიონატში მონაწილეობა...

No comments:

Post a Comment