Thursday, October 13, 2011

”ჰიუნდაი ჯენეზის კუპე ჰარიკეინი” ლას ვეგასისთვის ემზადება

Supercharged Hyundai Genesis Coupe Hurricane to Hit SEMA Show
13 ოქტომბერი
ლას ვეგასის პოპულარულ საავტომობილო შოუზე, რომელიც ნოემბრეში გაიმართება, ”ჰიუნდაი” და მისი პარტნიორები, რამდენიმე საინტერესო სიახლით წარსდგებიან. მათ შორის იქნება ტუნინგგამოვლილი ორი ”ველოსტერი” და ერთიც ”ჯენეზის კუპე V6-ზე” ბაზირებული ავტომობილი, სახელად ”ჰარიკეინ SC”, ანუ ქარიშხალი.
ამ ავტომობილის შექმნაზე, ”ჰიუნდაის” ამერიკული ტექნიკური ცენტრის, ”მაგნუსონ პროდაქტზის”, ”რის მილენ რეისინგის”, ”ჰარმან ინტერნეიშნლის” და ”ტორვეკის” სპეციალისტები მუშაობდნენ. ”ჰიუნდაის” ამერიკული ტექნიკური ცენტრის რელიზში ნათქვამია, რომ ამ ავტომობილის მოდიფიცირებაზე მუშაობა ორი წელი გრძელდებოდა. ამ დროის განმავლობაში, დამუშავდა როგორც შასი, ასევე ძრავი და ავტომობილის სტილიც.
სტანდარტული ”ჯენზის კუპეს” 3.8-ლიტრიანი V6 ძრავი დაიხვეწა და ის მექანიკური დამჭირხნით აღიჭურვა, რომელსაც თხიერ-ჰაეროვანი შუალედური გამაგრილებელი ემსახურება. ძრავის დახვეწის შედეგად, მისი სიმძლავრე 450 ცხენის ძალამდე გაიზარდა. ”ჰიუნდაი ამერიკა ტექნიკალ სენტერის” (HATCI) მთავარი ინჟინერი დევიდ დუტკო ამბობს, რომ ეს ძრავი თავის დროზე სწორედ იმ გათვლებით შეიქმნა, რომ მას ფორსირების სოლიდური რესურსი ჰქონოდა. ამასთან, HATCI-ს და ”მაგნუსონის” სპეციალისტები რამდენიმე წელი მუშაობდნენ იმისათვის, რომ ეს ძრავი ”ჰიუნდაის” სხვა ავტომობილებისთვისაც გამოსადეგი გახდეს.
სხვა მოდიფიკაციებს შორის აღსანიშნავია: ”იზოტორკის” დიფერენციალი, შეცვლილი გამოსაბოლქვი სისტემა და ჰაერის შემშვები კოლექტორი, ”ბრემბოს” წარმოების ექვსცილინდრიანი მუხრუჭები და ”ენკეის” ახალი 19-დუიმიანი ბორბლები, რომლებზეც ”ჰენკუკის” საბურავებია ჩაცმული.
ავტომობილის გარეგნობის დახვეწის პროცესში მონაწილეობა რის მილენმა და მისმა გუნდმა მიიღეს. ავტომობილი ასევე ”ჰარმან ინტერნეიშნლის” წარმოების უმაღლესი დონის აუდიო სისტემა ”ლექსიკონითაც” აღიჭურვა.

No comments:

Post a Comment