Friday, October 14, 2011

პრაქტიკები ჰამილტონმა ლიდერობით დაასრულა

Hamilton leads McLaren practice one-two
14 ოქტომბერი

კორეის დიდი პრიზი ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეებს წვიმიანი ამინდით შეხვდა, რამაც თავისუფალ პრაქტიკებზე ნაჩვენებ შედეგებზე იმოქმედა. ეგ კი არა, პირველი სესიის დროს, რამდენიმე პილოტმა, მათ შორის ჯენსონ ბატონმა და ფერნანდო ალონსომ, ტრასაზე გამოსვლისგან თავიც კი შეიკავეს.
პირველ პრაქტიკაზე საუკეთესო შედეგი მიხაელ შუმახერს ჰქონდა, თუმცა მეორეზე, რომელიც შედარებით მშრალ ტრასაზე ჩატარდა, საუკეთესონი ”მაკლარენის” მრბოლები იყვნენ. საუკეთესო შედეგი ლუის ჰამილტონმა დააფიქსირა, მას კი მცირედით ჩამორჩა ბატონი. სხვათა შორის, კორეის წლევანდელი დიდი პრიზი, ”მაკლარენის” ისტორიაში მეშვიდასეა.
”წინა საბურავების გახურება ძალიან გამიჭირდა, თუმცა როგორც ჩანს, სხვებს ჩემზე მეტი პრობლემები ჰქონდა”, - განაცხადა ბატონმა, ვინც წინა ეტაპი - იაპონიის დიდი პრიზი მოიგო და თანაც, ზედიზედ ხუთი რბოლა, კვარცხლბეკზე დაასრულა. თანაგუნდელს ის 0.104 წამით ჩამორჩა. მეორე და მესამე შედეგებს დასჯერდა აწ უკვე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი.
როგორც კი პირველ სესიაზე საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, შუმახერმა შეცდომაც დაუშვა - პიტლეინის შესასვლელში ბალახებში გადავიდა, თუმცა საბედნიეროდ, ამას სერიოზული ინციდენტი არ მოჰყოლია. სამაგიეროდ, ავარია მოუვიდა მის თანაგუნდელ ნიკო როსბერგს, რომელიც პირველ მოსახვევში ვერ ”ჩაეტია” და ბოქსებიდან ახალგამოსულ ხაიმე ალგერსუარის ”ტორო როსოს” შეეჯახა. ამ შემთხვევაშიც, ინციდენტი ტრავმის გარეშე დასრულდა.

კორეის დიდი პრიზი
თავისუფალი პრაქტიკები (პირველი სესია)
1. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)               2:02.784
2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            2:02.840
3. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)            2:02.912
4. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)              2:03.141
5. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)            2:03.182
6. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                         2:03.292
7. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)         2:03.391
8. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   2:04.311
9. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                           2:04.797
10. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                  2:05.183
11. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ლოტუსი)                 2:06.350
12. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    2:06.852
13. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)         2:07.541
14. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)          2:08.218
15. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)             2:08.832
16. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ისპანია)            2:09.232
17. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                2:12.658
18. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                          2:14.508
19. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)             დროის გარეშე
20. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                         დროის გარეშე
21. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)                დროის გარეშე
22. ბრუნო სენა (ბრაზილია, რენო)                                დროის გარეშე
23. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)               დროის გარეშე
24. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                          დროის გარეშე

თავისუფალი პრაქტიკები (მეორე სესია)
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)         1:50.828
2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:50.932
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:52.646
4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 1:52.774
5. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:53.049
6. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)         1:53.402
7. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                           1:53.707
8. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:53.914
9. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)            1:53.948
10. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)          1:53.957
11. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                         1:54.200
12. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)            1:54.392
13. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)          1:54.831
14. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)             1:54.965
15. ბრუნო სენა (ბრაზილია, რენო)                                1:55.187
16. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                        1:55.203
17. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                       1:55.544
18. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:56.067
19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)               1:56.669
20. იარნ ტრული (იტალია, ლოტუსი)                          1:57.173
21. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                          1:58.269
22. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                1:59.458
23. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ისპანია)           1:59.958
24. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია)                2:00.165

No comments:

Post a Comment