Saturday, December 3, 2011

„ბეემვე“ და „ტოიოტა“ კოოპერაციაზე შეთანხმდნენ

BMW to Provide Toyota with Diesel Engines, while Japanese Firm will give Bavarians Access to Hybrid Tech
3 დეკემბერი
როგორც მოსალოდნლი იყო, „ბეემვემ“ და „ტოიოტამ“ ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმებას მიაღწიეს, რის საფუძველზეც, გერმანული კომპანია „ტოიოტას“ ევროპულ შტოს დიზელის ძრავებს მიაწვდის, იაპონური კომპანია კი ტავის ახალ პარტნიორს ჰიბრიდულ ტექნოლოგიებს გაუზიარებს.

ორმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ მათ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ისინი ერთობლივად იმუშავებენ ახალი თაობის ლითიუმ–იონურ აკუმულატორებზე. ამ საქმეში ორივეს დიდი გამოცდლება აქვს – ბავარიელებმა საცდელი ელექტრომობილების (მინი E) მცირე პარტია გამოუშვეს და უკვე შემუშავებული აქვთ სამი ჰიბრიდული ავტომობილი, რომელთაგან ერთი – „ექტივჰიბრიდ 5“ ტოკიოს მოტორ შოუზე წარადგინეს. მანამდე კი, ფრანკფურტის გამოფენაზე, კონცეპტუალური სპორტქარ i8–ს და საქალაქო i3–ის კონცეპტუალური ვერსიები გვიჩვენეს, რომლებსაც ახლა წარმოებისთვის ამზადებენ.
თუმცა ჰიბრიდების წარმოებაში, გაცილებით მეტი გამოცდილება „ტოიოტას“ აქვს, რომელმაც ასეთი ავტომობილების (პრიუსი) წარმოება ჯერ კიდევ 14 წლის წინ დაიწყო. თუმცა, მაშინ ეკოლოგიური ავტომობილების ბაზარზე მარტო იყო, კონკურენტების გამოჩენის შემდეგ კი სწრაფად განვითარებაზე ზრუნვა უწევს. ამ ზრუნვის შედგი ისაა, რომ იაპონურმა კომპანიამ ტოკიოში რამდენიმე საინტერესო „მწვანე“ ავტომობილი გვიჩვენა.
„ტოიოტას“ თავის ორ მთავარ ბაზარზე – იაპონიასა და შეერთებულ შტატებში, დიზელისძრავიანი ავტომობილები ნაკლებად სჭირდბა, მაგრამ ევროპა, რომელსაც იაპონური გიგანტი სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს, დიზელს ყველაზე მეტად აფასებს. ამიტომ, „ბეემვეს“ ინოვაციები ამ სფეროში ძლიერ წაადგება. განსაკუთრებით კი 1.6 და 2.0–ლიტრიანი ძრავები, რომელთა მიღებასაც ახალი პარტნიორისგან 2014 წლიდან ელის.
„მსოფლიოს ბაზარზე ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების მოწინავე მიმწოდებელი „ტოიოტაა“, „ბეემვე“ კი პრემიუმ ავტომობილების ყველაზე ინოვატორი და სტაბილური მწარმოებელია. ამიერიდან ჩვენ ერთობლივად ვიმუშავებთ, რათა კიდევ უფრო განვავითაროთ გარემოსადმი მეგობრული ტექნოლოგიები და ჩვენ–ჩვენ სეგმენტში, ინავატორის მოწინავე პოზიციები განვიმტკიცოთ. „ტოიოტასთვის“ ეკონომიური და დინამიური დიზელის ძრავების მიწოდებით, ჩვენ მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგამთ ძრავების და ძალური დანადგარების წარმოების და გაყიდვების ექსპანსიის მიმართულებით“, – ამბობს „ბეემვეს“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარე და მთავარი აღმასრულებელი ნორბერტ რაიტჰოფერი.
„ჩემთვის ძალიან სასიხარულო და მძაფრი შეგრძნებების მომტანია ის ფაქტი, რომ „ბეემვესთან“ საშუალო და გრძელვადიან თანამშრომლობას ვიწყებთ. კომპანიასთან, რომელსაც ევროპაში ავტომობილების წარმოების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და რომელიც ისეთ ავტომობილებს აწარმოებს, სიამოვნებას რომ განიჭებს. ამიერიდან, ჩვენი კომპანიები ერთობლივად იზრუნებენ იმისათვის, რომ ეკოლოგიური ტექნოლოგიები განავითარონ და სულ უფრო უკეთესი ავტომობილები აწარმოონ“, – განაცხადა „ტოიოტას“ პრეზიდენტმა აკიო ტოიოდამ.

No comments:

Post a Comment