Wednesday, November 21, 2012

„ჯენერალ ელექტრიკმა“ „ფორდს“ 2 000 „C-მაქს ენერჯი“ შეუკვეთა

General Electric to Buy 2,000 C-MAX Energi Plug-In Hybrids from Ford
20 ნოემბერი

პირველი პლაგ-ინ ჰიბრიდული ავტომობილების ბაზარზე გამოსვლის დღიდან, ამ ტოპის ავტომობილებზე უდიდესი გარიგება „ფორდმა“ განახორციელა - „ჯენერალ ელექტრიკმა“ ახლახანს ცისფერ ოვალთან კონტრაქტი გააფორმა, რომლის საფუძველზეც მისგან 2 000 ცალ პლაგ-ინ ჰიბრიდულ ელექტრომობილ „C-მაქს ენერჯის“ შეიძენს.
„ფორდის“ ელექტრომობილების დამატებით, „ჯენერალ ელექტრიკის“ პარკში, ენერგიის ალტერნატიულ წყაროზე მომუშავე ავტომობილების რიცხვი 5 000-ს გასცდება. ამასთან, ამერიკული კომპანია აცხადებს, რომ მის გლობალურ პარკში, ასეთი ავტომობილების რიცხვის 25 000-მდე გაზრდას გეგმავს.
თავისი მახასიათებლებით, „C-მაქს ენერჯი“ ერთ-ერთი საუკეთესოა პლაგ-ინ ჰიბრიდული ავტომობილების სეგმენტში. აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს მონაცემებით, ამ ავტომობილს 100 კილომეტრის გასავლელად 2.18 ლიტრი საწვავი ჰყოფნის (შიდაწვის ძრავს სვლის სიშორის გასაზრდელად იყენებენ). ფასი კი 33 745 დოლარია, რასაც 3 750 დოლარი ფედერალური საგადასახადო შეღავათისა და 1 500 დოლარი კალიფორნიის საგადასახადო შეღავათის სახით აკლდება.
გარიგების საფუძველზევე, „ფორდი“ თავისი პარტნიორის დასამუხტ სადგურ „ვატსტეიშნს“ ფართოდ გამოიყენებს და იმავდროულად, საკუთარ ელექტრომობილებს CNG დამმუხტავი სისტემებით აღჭურვავს. გარდა ამისა, ორივე კომპანია, ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სპეციალისტებთან ერთად შეისწავლიან შეძენილი ელექტრომობილების ექსპლუატაციის თავისებურებებს.

No comments:

Post a Comment