16 ივლისი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA),
ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე პილოტებს სილვერსტოუნზე რბოლის წინ,
სპეციალური ცნობარები დაურიგა, რომლებშიც რბოლისას პოზიციის დაცვისთვის
ნებადართული მოქმედება არის აღწერილი.
ამ სეზონში უკვე რამდენიმე მეტად სადაო ინციდენტი
მოხდა, რომელთაგან ერთ-ერთი გამორჩეული, ბაჰრეინული რბოლისას, ნიკო როსბერგის მიერ
ფერნანდო ალონსოს და ლუის ჰამილტონის წინააღმდგ გამოყენებული თავდაცვის აგრესიული
სტილი იყო. იმ რბოლის შემდგ, სტიუარდებმა გერმანელი მრბოლი არ დააჯარიმეს, რადგან
გაითვალისწინეს, რომ ორივე შემთხვევაში, როსბერგი ტრასის გასწვრივ უწყვეტად,
ზიგზაგების გარეშე გადაადგილდებოდა. და თანაც, ორივე შემთხვევაში, გამსწრები
მანქანა გასასწრებს გვერდით „მნიშვნელოვანი ნაწილით“ არ ამოსდგომია...
მაშინ როსბერგმა სამართლიანად იკითხა, რას ნიშნავს „გამსწრები
მანქანის მნიშვნელოვანი ნაწილი“, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო - ეს შეიძლება იყოს
გამსწრები მანქანის ფრთის ნაწილი, რომელიც თუ გასასწრების უკანა ბორბალს
გაუთანაბრდა, ესე იგი, გასწრების მანევრი დაწყებულია და წინ მიმავალ მანქანას
მკვეთრი მანევრით თავის დაცვის უფლება აღარ აქვს.
ცნობარში, რომელიც FIA -ს სარბოლო
დირექტორ ჩარლი უაიტინგის მიერაა შედგენილი და რომლის ასლიც ბრიტანულმა ჟურნალმა „ავტოსპორტმაც“
მოიპოვა, წერია: „მრბოლი, რომელსაც სწორზე, სამუხრუჭე მონაკვეთამდე თავისი
პოზიციის დაცვა უწევს, პირველი თავდაცვითი მანევრისას, ტრასის მთელი სიგანის
გამოყენების უფლება აქვს, თუ გამსწრები მანქანის მნიშვნელოვანი ნაწილი, გასასწრები მანქანის გვერდით არ იმყოფება. ამასთან, ამ დროს, პოზიციის დამცველი მანქანა,
ტრასის ზღვარს საპატიო მიზეზის გარეშე არ უნდა გასცდეს“.
ასევე წაიკითხეთ (საინტერესოა)
„მრბოლი, რომელსაც სწორ მონაკვეთსა და სამუხრუჭე მონაკვეთზე თავისი პოზიციის დაცვა უწევს, პირველი თავდაცვითი მანევრისას, ტრასის მთელი სიგანის გამოყენების უფლება აქვს, თუ გამსწრები მანქანის მნიშვნელოვანი ნაწილი, გასასწრების მანქანის გვერდით არ იმყოფება. ამასთან, ამ დროს, პოზიციის დამცველი მანქანა, ტრასის ზღვარს საპატიო
ReplyDelete"სამუხრუჭე მონაკვეთამდე" უნდა იყოს ტესქტში.
დიდი მადლობა :)
ReplyDelete