Friday, September 14, 2012

„ჰიუნდაიმ“ სამკარიანი ჰეჩბეკი i30“ გაგვაცნო

Hyundai Presents Thee-Door Hatchback Version of New i30
14 სექტემბერი
მონათესავე „კიას“ მსგავსად, რომელმაც კომპაქტურ „სიი’დ-ის“ სამკარიანი ვერსია (პრო_სიი’დ-ის) წარმოადგინა, „ჰიუნდაიმაც“ წარმოებისთვის თავის პოპულარულ ჰეჩბეკ i30-ის“ (მისი ამერიკული ვერსია „ელანტრა GT-ს“ სახელით არის ცნობილი) სამკარიანი ვარიანტი მოამზადა, რომელიც ევროპაში იმავე ინდექსით გაიყიდება. ორივე ავტომობილის მსოფლიო პრემიერა პარიზის მოტორ შოუზე ჩატარდება.
„ჰიუნდაი“ აცხადებს, რომ სამკარიანი ჰეჩბეკი i30 დაპროექტებულია, შემუშავებულია და წარმოებულია ევროპაში. ამით კორეული კომპანია მიგვანიშნებს, რომ სხვა ბაზრებზე სამკარიანი ვერსიის შეტანას არ აპირებს. ჯერჯერობით მაინც. ჯერჯერობით, „ჰიუნდაი“ ამ ავტომობილის შესახებ მწირ ინფორმაციას გვაცნობს.

ისევე როგორც „კიას“ „პრო_სიი’დ“ გარეგნულად განსხვავდება თავისი ხუთკარიანი ვერსიისგან, დაახლოებით იგივე დეტალებშია სხვაობა i30-ის სამკარიან და ხუთკარიან ვერსიებს შორის. კერძოდ: განსხვავება წინა საყრდნიდან იწყება და მანქანის ბოლომდე გრძელდება. ყველაზე შესამჩნევია დახრილი სახურავი, შეცვლილი უკანა ბამპერი და რა თქმა უნდა, უფრო მკვეთრად გამოქანდაკებული გვერდითა ნაწილი, განსაკუთრებით, უკანა ბორბლის თაღს ზევით.
ცვლილებები მანქანის წინა ნაწილსაც შეეხო. ოღონდ ისინი კომპანიის კორპორატიული სტილის (თხიერი სკულპტურა) დახვეწამ მოითხოვა. კერძოდ, შეცვლილია წინა ბამპერი და ფარები, ასევე ნისლსაწინააღმდეგო ფარების ფოსოები. ექვსკუთხა რადიატორს შუაზე ბამპერის სქელი პანელი ჰყოფს, რომლის ზევითაც, ჩვეულებრივი ბადის ნაცვლად, სქელი ნასვრეტებია.
სამკარიანი i30 აღიჭურვება იგივე ძრავებით, რომლებიც მამოძრავებელი ძალით ხუთკარიან და უნივერსალ ვერსიებს ამარაგებს. ესაა ბენზინის და დიზელის 1.4 და 1.6-ლიტრიანი ძრავები, რომელთა სიმძლავრე 89-დან 126 ცხენის ძალამდეა. მათთან კი 6-საფეხურიანი მექანიკური, ან ავტომატური კოლოფებია შეწყვილებული.



ასევე წაიკითხეთ:

”ლაზიკა” (ვიდეო)


„ფოლკსვაგენ გოლფი“ მეშვიდე სიცოცხლეს იწყებს 


ახალი „ფორდ ფოკუსი“ მსოფლიოს ბესტსელერია

No comments:

Post a Comment