Monday, March 5, 2012

„მარუსია MR01“ - კეხის გარეშე „მარუსია MR01“ - კეხის გარეშე „მარუსია MR01“ - კეხის გარეშე „მარუსია MR01“ - კეხის გარეშე

Marussia unveils its 2012 challenger
5 მარტი
წინასასეზონო ტესტები დასრულდა და გუნდმა, რომელსაც აქამდე „ვირჯინის“ სახელით ვიცნბდთ, ამერიდან კი „მარუსია“ ერქმევა, თავისი ახალი სარბოლი ავტომობილი - MR01 გაგვაცნო. წარდგენა სილვერსტოუნზე ჩატარდა. ინგლისურ-რუსულმა გუნდმა ტრასაზე პირველადაც გაინავარდა.

ბარსელონას ტესტების ბოლო სერიის წინ, „მარუსიამ“ ქრეშ ტესტები ჩააფლავა, რის გამოც, მან ვარჯიშებზე გამოსვლის უფლება ვერ მიიღო. მაგრამ გუნდმა მოახერხე ყველა პრობლემის მოგვარება და ამან, პრეზენტაციის და ტრასაზე მანქანის პირველად გამოყვანის საშუალება მისცა.
„გვიხარია, რომ MR01-მა ტრასაზე გამოსვლა შესძლო. მოლოდინი ძალიან დამღლელი აღმოჩნდა, მაგრამ ყველაფერი კარგად დამთავრდა და ჩვენ სეზონისთვის მზად ვართ. მანქანის ტრასაზე ორჯერ გამოყვანის უფლება გვაქვს, რომელთაგან ერთი დღეს გამოვიყენეთ. მართალია, მელბურნამდე ვერ გავიგებთ, რამდენად კარგად ვართ მომზადებული, თუმცა მთავარია, რომ ტრასაზე გამოსვლა შევძელით“, - ამბობს „მარუსიას“ შეფი ჯონ ბუტი.
ეს პირველი მანქანაა, რომელიც გუნდის კონსულტანტ პეტ სიმონდსის ხელმძღვანელობით შეიქმნა. შეგახსენებთ, რომ სიმონდსი ადრე „ბენეტონ/რენოში“ მუშაობდა და ფრანგული გუნდი მას შემდგ დატოვა, რაც სინგაპურის 2009 წლის რბოლის შემდგ, დაგეგმილი ავარიის სკანდალი აგორდა.
საინტერესოა, რომ „მარუსიამ“ და სიმონდსმა უარი თქვეს მანქანის კომპიუტერულ კონსტრიურებაზე, მეთოდზე, რომელსაც აქამდე ნიკ უირტი იყენებდა. სიმონდსი ამბობს, რომ მანქანას ჯერაც არ გაუვლია აუცილებელი ქრეშ ტესტები, თუმცა პირველი ტესტების ჩაფლავების შემდეგ, მის კონსტრუქციაში საჭირო ცვლილებები შეიტანეს და იმედოვნებენ, რომ ამჯერად პრობლემები აღარ შეიქმნება.
MR01 მეორე მანქანაა, რომელსაც კეხიანი ცხვირი არ აქვს. საინტერესოა ისიც, რომ ის „მაკლარენთან“ პარტნიორობით შეიქმნა. შესაბამისად, მისი პროექტირებისას, ბევრი ტექნიკური სიახლე გაითვალისწინეს.
ახალ სეზონში, „მარუსიას“ მანქანებით გერმანელი ტიმო გლოკი და ფრანგი შარკლ პიკი იასპარეზებენ.

No comments:

Post a Comment